Search
Close this search box.

ახალგაზრდები

ასოციაცია HERA XXI-ის ბაზაზე 5 ახალგაზრდული ჯგუფი სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების მიმართულებით წარმატებით საქმიანობს საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში: თბილისი, გორი, ქუთაისი, ნინოწმინდა, ახალქალაქი. ჯგუფები, თვითშემუშავებული სამოქმედო გეგმებით თვითონ განსაზღვრავენ მიზნებს, ამოცანებს, საქმიანობებს, და ამ გეგმების თანახმად ატარებენ სხვადასხვა ტიპის შეხვედრებსა და კამპანიებს.

ორგანიზაცია ორიენტირებულია თანაბარი პირობებისა და შესაძლებლობების შექმნაზე გენდერულად მრავალფეროვანი იდენტობის მქონე ახალგაზრდებისთვის. თითოეულ მუნიციპალიტეტს ასოციაცია HERA XXI-ის თანასწორ-განმანათლებლების, ლიდერების, მოხალისეებისა და აქტივისტების სახით ჰყავს თანამედროვე ცოდნით და უნარებით აღჭურვილი ადამიანური რესურსი, რაც ხელს უწყობს სამოქალაქო აქტივიზმის განვითარებას და წვდომას კეთილგანწყობილ ხარისხიან ჯანდაცვის სერვისებზე, რაც ეროვნულ დონეზე პასუხობს საქართველოს 2023-2026 წლების ახალგაზრდული პოლიტიკის სტრატეგიისა და 2023 წლის სამოქმედო გეგმის მეორე სტრატეგიულ ამოცანას: „ახალგაზრდების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაძლიერება“.