ვაკანსიები

თანასწორგანმანათლებელთა შესარჩევი კონკურსი

ორგანიზაცია: ასოციაცია HERA XXI
პოზიცია: თანასწორგანმანათლებელი
თანამშრომლობის ფორმა: ერთჯერადი ხელშეკრულება

კონკურსის შესახებ

ასოციაცია HERA XXI აცხადებს თანასწორგანმანათლებელთა შესარჩევ კონკურსს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს  სტუდენტებისთვის, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ასოციაციის მიერ განხორციელებული სასწავლო კურსი: “რეპროდუქციული ჯანმრთელობა და მენტალური კეთილდღეობა.

კონკურსის მიზანია კურსის წარმატებულ მონაწილეთაგან თანასწორგანმანათლებლების შერჩევა, რომლებიც მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში გამოიყენებენ და მოზარდ-ახალგაზრდებისთვის ჩაატარებენ საინფორმაციო-საგანმანათლებლო სესიებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

კანდიდატი უნდა:

  • იყოს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს სტუდენტი, რომელმაც წარმატებით გაიარა კურსი რეპროდუქციული ჯანმრთელობა და მენტალური კეთილდღეობა;
  • ჰქონდეს ახალგაზრდებთან მუშაობისა და თანასწორთა განათლების მიმართულებით ინტერესი;
  • ჰქონდეს კარგი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები;
  • იყოს პასუხისმგებლიანი, ორგანიზებული და მოტივირებული;
  • ახალგაზრდებთან მუშაობის, ტრენინგების, პრეზენტაციების ან მოხალისეობრივი საქმიანობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

განაცხადის წარდგენა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ:

  • CV;
  • სამოტივაციო წერილი, რომელშიც აღწერილი იქნება კანდიდატის მოტივაცია, ინტერესი თანასწორთა განათლების მიმართულებით და ის, თუ როგორ გეგმავს კურსის ფარგლებში მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.
  • სარეკომენდაციო წერილი ბოლო დამსაქმებლისგან ან ლექტორისგან

განაცხადები გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: xxihera@gmail.com; სათაურში მიუთითეთ(Subject): ,,თანასწორგანმანათლებელთა შესარჩევი კონკურსი”

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 23 აგვისტო, 2026 წელი

კონკურსის შემდგომ ეტაპზე გადასვლის შესახებ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით გასაუბრებისთვის.