Search
Close this search box.

ახალგაზრდები

მიზნობრივი ჯგუფები:

მიზნობრივი ჯგუფები:

  1. ახალგაზრდები  14-25 წლამდე
  2. სოფლად მცხოვრები გოგონები და ბიჭები 14-25 წლამდე
  3. სტუდენტები
  4. დევნილი და იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდები 14- 25 წლამდე

ასოციაცია HERA XXI ხელს უწყობს:

ახალგაზრდა აქტივისტი ლიდერების ფორმირებას და მათ ჩართვას ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებში და კამპანიებში

დღეისათვის 1000-ზე მეტი მოხალისე და აქტივისტია ჩართული სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვასა და განხორცილების პროცესში, ახალგაზრდები იძენენ ცოდნას და სამუშაო გამოცდილებას, ავითარებენ უნარებს სხვადასხვა მიმართულებით.

ჰერა ოცდაერთის ახალგაზრდული ქსელი

ახალგაზრდული ჯგუფების მუშაობის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნას, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებასა და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში აქტიურად ჩართვას

ასოციაცია HERA XXI-ის ახალგაზრდული ჯგუფი

ასოციაცია “HERA XXI-ის” ბაზაზე ფუნქციონირებს ახალგაზრდული ჯგუფები თბილისში, სამცხე-ჯავახეთში (ახალციხე), იმერეთში (ქუთაისი) სამეგრელოს რეგიონში (ხობი) და წეროვანში (დევნილთა კომპაქტური დასახლება). ჯგუფების მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნას, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებასა და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში აქტიურად ჩართვას, ახალგაზრდების სრჯუ საკითხების წინ წამოწევას, რათა გაძლიერდეს ახალგაზრდების მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების და იმპლემენტაციის პროცესში, როგორც ორგანიზაციის, ისე სახელმწიფო დონეზე. პროგრამის ფარგლებში შერჩეული აქტიური ახალგაზრდები ჩართული არიან ასოციაციის საქმიანობაში, სხვადასხვა ტიპის საინფორმაციო-საგანმანათლებლო თუ გასართობ-შემეცნებითი აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში.

თანასწორ-განმანათლებლები

თანასწორთა განათლება გულისხმობს საკუთარი თანასწორების/თანატოლების არაფორმალური განათლების პროცესს. იგი მიზნად ისახავს სამიზნე ჯგუფების ცოდნის, დამოკიდებულებების და უნარ-ჩვევების განვითარებას თანასწორების მეშვეობით, რადგან მათ ერთმანეთის მიმართ აქვთ ნდობა, საერთო ინტერესები, ენა და სოციალური მოთხოვნები. ასოციაცია “ჰერა ოცდაერთის” მიერ “თანასწორი-თანასწორს” მეთოდოლოგიით 600-მდე ახალგაზრდა გადამზადდა და ჩატარდა 5000-ზე მეტი საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა თბილისის, იმერეთის, კახეთის, სამეგრელოს, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის სოფლებსა და ქალაქებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. ასოციაცია ახალგაზრდების გადამზადებისთვის სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსს იყენებს, მათ შორისაა სახელმძღვანელო „ყველაფერი ერთ სასწავლო კურსში“, რომელიც შემუშავდა UNAIDS-ის, WHO-ს, WAS-ის და UNESCO-ს სტანდარტების შესაბამისად.

გაიცანით HERA XXI-ის ახალგაზრდები