Search
Close this search box.

Definitions

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ტერმინოლოგიის საერთაშორისო განმარტებები

ჯანმრთელობა ნიშნავს ადამიანის ფიზიკურ, მენტალურ და სოციალურ კეთლიდღეობას და არა მხოლოდ დაავადების არარსებობას.

რეპროდუქციული ჯანმრთლეობა ნიშნავს, რეპროდუქციულ სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას მთელი სიცოცხლის მანძილზე. რეპროდუქციული ჯანმრთლეობა გულისხმობს, ნებისმიერი ადამიანის შესაძლებლობას, იქონიოს სრულყოფილი სქესობრივი ცხოვრება და იყოლიოს შთამომავლობა მისთვის სასურველ დროს. ყველა ქალსა და მამაკაცს აქვს უფლება ჰქონდეს ხელმისაწვდომი კვალიფიციური ინფორმაცია მათთვის მისაღებ უსაფრთხო ფერტილობის რეგულაციის მეთოდებზე, რათა გააკეთონ თავისუფალი ინფორმირებული არჩევანი.

რეპროდუქციული უფლებები გულისხმობს, ნებისმიერი ადამიანის და ყველა წყვილის უფლებას, იყოლიოს სასურველი რაოდენობის შვილები-სასურველ დროს. ადამიანის ერთერთი მთავარი უფლებაა, სქესობრივი და რეპროდუქციული უფლებების ხელმისაწვდომობა. ყველა ადამიანს აქვს უფლება, რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან მიმართებაში, გააკეთოს არჩევანი და არ განიცადოს არანაირი დისკრიმინაცია ან, ძალადობა საკუთარი არჩევანის გამო.

სქესობრივი ჯანმრთელობა არის ადამიანის სომატური, ემოციური, ინტელექტუალური და სოციალური მახასიათებლების (თვისებების) ინტეგრირება მის სექსუალურ ქცევაში. ის ადამიანის ცხოვრების მიმდინარეობაზე დადებითად აისახება და, აძლიერებს მის ინდივიდუალურობას, კომუნიკაბელურობასა და სიყვარულის უნარს.

სქესობრივი უფლებები არის ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც აღიარებულია ეროვნულ კანონმდებლობებსა და ადამიანის საეთაშორისო უფლებათა კონვენციაში.

ის მოიცავს ყველა ადამიანის უფლებას, რომ იძულების, დისკრიმინაციისა და ძალადობის გარეშე, ქონდეს უმაღლესი სტანდარტის სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და ხელმისაწვდომობა რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის სერვისებზე კერძოდ:

მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს სექსუალობასთან დაკავშირებული ინფორმაცია;
მიიღოს სქესობრივი განათლება;
პირადი ხელშეუხებლობის პატივისცემა;
აირჩიოს პარტნიორი;
გადაწყვიტოს დაამყაროს სქესობრივი კავშირი თუ არა;
ქონდეს შეთანხმებული სქესობრივი ურთიერთობა;
შექმნას ოჯახი საკუთარი სურვილით;
თავად გადაწყვიტოს როდის და რამდენი შვილი იყოლიოს;
ისიამოვნოს სქესობრივი ცხოვრებით.

ახალგაზრდების რეპროდუციული ჯანმრთელობის გაუმჯობესება გულისხმობს: თანასწორ ურთიერთობას ქალსა და მამაკაცს შორის; დაორსულების შემთხვევათა შემცირებას სქესობრივ მომწიფებამდე; სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების რიცხვის შემცირებასა და პრევენციას; ქალთა სტატუსის გაუმჯობესებას.

ამასთანავე, ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობის გაუმჯობესების ხერხები გულისხმობს: საზოგადოების ყველა ფენისათვის, ცოდნის და ცნობიერების ამაღლებას ახალგაზრდების რეპროდუციული ჯანმრთელობის ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სოციალური ასპექტების შესახებ; კონსულტანტების კონსულტაციისა და საკომინიკაციო უნარის გაუმჯობესებას; ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის საჭირო პროგრამების ხელშეწყობას; ახალგაზრდების რეპროდუქციული საჭიროების წინა პლანზე წამოწევას; ახალგაზრდების რეპროდუციული ჯანმრთელობის გაუმჯობესების პროცესში, ახალგაზრდების მოაზრებას მთავარ რესურსად.

აივ–ი არის ვირუსი, რომელიც იწვევს შეძენილი იმუნო დეფიციტის სინდრომის (შიდსის) ჩამოყალიბებას, აივ ინფექცია ნელ-ნელა ანადგურებს იმუნურ სისტემას იმ უჯრედებში შეღწევით და განადგურებით, რომელიც აკონტროლებს და აძლიერებს იმუნურ სისტემას. დაინფიცირებიდან დიდი ხნის (როგორც წესი 3-7 წლის) შემდეგ, ყალიბდება იმუნოდეფიციტი. როდესაც ადამიანს აქვს იმუნო დეფიციტი, ორგანიზმს უჭირს დაიცვას თავი სხვადასხვა ინფექციისგან და გარკვეული სიმსივნური დაავადებებისგან, რომლებიც ცნობილია როგორც „ოპორტუნისტული დაავადებები“. იმუნო დეფიციტის განვითარების კონტროლი შესაძლებელია და ამ დაავადებების უარყოფითი შედეგები შეიძლება შემსუბუქდეს შესაბამისი მკურნალობით.

შიდსის გავრცელების სამი მთავარი გზა არსებობს:

  • სქესობრივი კონტაქტი (ვაგინალური, ანალური და ორალური);
  • ინფიცირებულის სისხლის ან, მისი ცალკეული კომპონენტების გადასხმა (აივინფიცირებულის სისხლით დაბინძურებული შპრიცის, ნემსის და სხვა სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენებისას);
  • ინფიცირებულის დედიდან ნაყოფზე ან, ახალშობილზე გადაცემის გზა (მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს).

ოჯახის დაგეგმვა მდგომარეობს იმაში, რომ წყვილებსა და ცალკეულ პირებს შესწევდეთ უნარი, პასუხისმგებლობით და დამოუკიდებლად, განსაზღვრონ შვილების ყოლის რაოდენობა და შუალედები მშობიარობას შორის. ჰქონდეთ შესაძლებლობა და სათანადო ინფორმაცია, რომ გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი და, ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა შესაბამის უსაფრთხო მეთოდებზე.

უსაფრთხო დედობა მიზნად ისახავს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ოპტიმიზაციას, რაც გულისხმობს დედათა სიკვდილიანობისა და ავადობის შემცირებას, ახალშობილთა ჯანმრთელობის გაძლიერებას პირველადი ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდით კერძოდ: ოჯახის დაგეგმვა; ანტენატალური და პერინატალური ზრუნვა; მშობიარობა და პოსტნატალური ზრუნვის გაუმჯობესება; სამეანო და ნეონატალური მაღალხარისხიანი სერვისები.

აბორტი ნიშნავს ნაყოფის გამოძევებას 22 კვირამდე. არსებობს აბორტის ორი სახეობა: თვითნებური და ხელოვნური. ხელოვნური აბორტი ნიშნავს ნებაყოფლობით ორსულობის შეწყვეტას.

ახალგაზრდები-მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განმარტებით, ამ ჯგუფს მიეკუთვნება 15-24 წლის ასაკის ადამინები.

ტერმინი ახალგაზრდების ჩართულობა გამოიყენება მთავრობის, მკვლევარებისა და მასწავლებლების მიერ და აღნიშნავს ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობებს სკოლებში, სპორტში, პოლიტიკში, საზოგადოებრივი განვითარებისა და ეკონომიკურ საქმიანობაში.

თანასწორთა განათლება არის მეთოდი, რომლის საშუალებითაც თანასწორი ადამიანები, უზიარებენ ერთმანეთს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებულ ინფორმაციას, ცოდნასა და უნარებს. თანასწორთა განათლების მიზანია ახალგაზრდების ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა და ჯანსაღი დამოკიდებულების მხარდაჭერა, მათ შეხედულებებსა და ქცევებზე დადებითი გავლენით.

თანასწორ განმანათლებლობა ფართოდ გამოყენებადი მცნებაა და გულისხმობს, ადამიანის ცოდნის, დამოკიდებულების, ქცევის განვითარებას სწავლების პროცესის შედეგად. თანასწორ განმანათლებლობის პრინციპი აერთიანებს ადამიანებს ერთი და იმავე სოციალური და ასაკობრივი ჯგუფის, მოღვაწეობის სფეროს, საქმიანობის ტიპის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ან, ჯანმრთელობის სტატუსის მიხედვით.

გენდერი-ეს არის ქალის და მამაკაცის სოციალური მოდელი, რომელიც განსაზღვრავს მის მდგომარეობას და როლს – საზოგადოებაში; ოჯახში; პოლიტიკურ სტრუქტურებში; ეკონომიკაში; კულტურაში და ა.შ.

გენდერული ძალადობარომელიც ხორციელდება პიროვნების მიმართ სქესის ან გენდერის გამო. გენდერული ძალადობა მოიცავს ისეთ ქმედებებს,  რომლებიც პიროვნებას  აყენებს ფიზიკურ, მენტალურ და სექსუალურ ზიანს. თავიანთი სუბორდინაციული სტატუსის გამო, ძირითადად გენდერული ძალადობის მსხვერპლნი ქალები და გოგონები არიან.

მოწყვლადი ჯგუფები ნიშნავს ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც მოკლებულნი არიან გარკვეულ პრვილეგიებს ან, ხელი არმიუწვდებათ ისეთ საზოგადოებრივ ასპექტებზე, რაც სხვებისთვის ადვილად ხელმისაწვდომია. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა სოციალური მოვლენები, საზოგადოებრივი შეკრებები,  სოციალური  კლუბები,  მხარდამჭერი ჯგუფები და კულტურული ღონისძიებები.

მარგინალურ ჯუფებში  ყოფნა ნიშნავს იყო კულტურული თავისებურებების  ზღვარზე, მაგრამ გქონდეს პოტენციალი, რომ გახდე მისი წევრი,  მოწყვლადი არის უფრო ძლიერი ცნება და აღნიშნავს, რომ პიროვნება ან მათი ჯგუფი მთლიანად გარიყულია საზოგადოებიდან.

იძულებით გადაადგილებული პირი – ადამიანი ან, ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც აიძულეს, დაეტოვებინათ თავიანთი სახლები ან საცხოვრებელი ადგილები (განსაკუთრებით სამხედრო კონფლიქტის, ძალადობის, ადამიანის უფლებების დარღვევის, ან ბუნებრივი დაადამიანების მიერ გამოწვეული კატასტროფების თავიდან ასაცილების მიზნით) და  არ გადაუკვეთიათ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები.

რისკის ქვეშ მყოფი მოსახლეობა – მოსახლეობა, რომლის სიცოცხლეს, ქონებას შემოსავალს, საქმიანობას და ყველაფერს, რაც მნიშვნელოვანია მისი არსებობისთვის ემუქრება საფრთხე.

მდგრადი განვითარება ეფუძნება პრინციპს, რომლის თანახმად, დღევანდელობის მოთხოვნილებები უნდა დაკმაყოფილდეს, მომავალ თაობების უსაფრთხოების გათვალისწინებით. მდგრადი განვითარება გულისხმობს პირობების შექმნას გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისათვის გარემოს დაცვის საკითხების მაქსიმალური გათვალისწინებით.
განვითარება ადგილობრივი ინტეგრაციის გზით

პროგრამული მიდგომარომელიც გამოიყენება ლტოლვილთა უფლებების დასაცავად მაშინ, როცა სახელმწიფო აძლევს მათ საზოგადოებაში მხოლოდ ეტაპობრივი ინტეგრირების შესაძლებლობებს. ეს მიდგომა გულისხმობს სხვადასხვა ქვეყნების მიერ იმ ლტოლვილების თავშესაფრით და საჭირო პირობებით უზრუნველყოფას, რომლებიც მოკლებულნი არიან სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობებს.

გაძლიერება – პროცესი, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანებს მოიპოვონ მეტი კონტროლი იმ გადაწყვეტილებებზე, პოლიტიკასა თუ ინსტიტუტებში, რომლებიც გავლენას ახდენენ მათ ცხოვრებაზე.

უნარების გაძლიერება – პროცესი, რომლითაც ადამიანები, ინსტიტუტები და თემები ინდივიდუალურად ან, კოლექტიურად  განავითრებენ  უნარებს, რათა შეასრულონ მათზე დაკისრებული ფუნქციები, გადაჭრან პრობლემები, დასახონ მიზნები და მიაღწიონ მათ.

გამოცდილების შედეგად მიღებული გაკვეთილი – კონკრეტული შემთხვევის გაანალიზების შედეგად გამოტანილი და განზოგადებული დასკვნები. ორნიზაციისთვის, ან უფრო ფართო საერთაშორისო საზოგადოებისთვის შეიძლება იყოს გამოცდილება, რომელიც  შეესაბამება გლობალურ, ან ქვეყნის შიგნით არსებულ სიტუაციას.

რეზოლუცია გულისხმობს  დეკლარაციას, რომელიც ერთსულოვნად იქნა მიღებილი გენერალური ასამბლეის მიერ გაეროს 2000 წლის 8 სექტემბრის ათასწლეულის სამიტის შემდეგ. მასში ჩამოყალიბებულია მსოფლიოს მშვიდობის, უსაფრთხოებისა და განვითარების საკითხები, რომლებიც აგრეთვე მოიცავს გარემოს დაცვის,  ადამიანის  უფლებების დაცვისა  და ეფექტიანი სახელმწიფო მართვის პრინციპებს, მოწყვლადი ჯგუფების დაცვას, აფრიკის  განსაკუთრებული საჭიროებების  დაკმაყოფილებას და გაეროს  გაძლიერებას.
ათასწლეულის განვითარების მიზნები, მსოფლიო სამიტის საერთაშორისო კონფერენციაზე 1990 წელს დასახული მიზნების შეჯამება.

ტრეფიკინგი არღვევს ადამიანების თავისუფლების უსაფრთხოებას, რადგან  პირი ამ დროს იმყოფება არაადამიანური მონობის პროცესში.

ტრეფიკინგის მსხვერპლი უმარტივესი განმატებით არის ადამიანი, რომელიც გადაჰყავთ ერთი ქვეყნიდან მეორეში ან ქვეყნის შიგნით მონობის ან დამონების მიზნით.

ეს დანაშაული მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მოიცავს ბევრ კანონდარღვევას, მათ შორისაა ადამიანის უფლებების შეზღუდვა, წამება.