Search
Close this search box.

ელექტრონული დისტანციური სწავლების მოკლე კურსი მედპერსონალისათვის – “უსაფრთხო რეპროდუქციული სერვისები/უსაფრთხო აბორტი ”

ელექტრონული დისტანციური სწავლების მოკლე კურსი მედპერსონალისათვის – “უსაფრთხო რეპროდუქციული სერვისები/უსაფრთხო აბორტი ”

 სასწავლო კურსის დასახელება:  

ელექტრონული დისტანციური სწავლების მოკლე კურსი მედპერსონალისათვის – “უსაფრთხო რეპროდუქციული სერვისები/უსაფრთხო აბორტი ”.

ტრეინინგის სამიზნე ჯგუფები:

  • მეან–გინეკოლოგები  
  • რეპროდუქციული ჯანდაცვის პროფილის  ექიმები
  • ოჯახის  ექიმები 
  • პირველადი ჯანდაცვის სფეროში მომუშავე მედდები
  • რეზიდენტები და სტუდენტები

ტრეინინგი  მოიცავს შემდეგ თემებს:

  • უსაფრთხო რეპროდუქციულ სერვისებთან დაკავშირებული ზოგადი საკითხები.
  • პრე და პოსტაბორტული კონსულტირება
  • ორსულობის დიაგნოსტიკის საბაზისო მეთოდები.
  • ორ­სუ­ლო­ბის ხე­ლოვ­ნუ­რი შეწ­ყვე­ტის  მედიკამენტური და ქირურგიული მე­თო­დე­ბი.
  • მედიკამენტური აბომანუალურ ვაკუუმ ასპირაცია
  • ოჯახის დაგეგმვის მეთოდები

საგანმანათლებლო მეთოდები:

  • პრეზენტაცია
  • მინილექცია
  • დამხმარე ლიტერატურაზე  მუშაობა
  • ვიდეო მასალა ( IPAS) 
  • შემთხვევის ანალიზი
  • შეფასება, უკუკავშირი.

 

ტრეინინგის გავლის შემდეგ მონაწილე ფლობს ინფორმაციას:

  • WHO, RCOG და ეროვნული გაიდლაინების ძირითადი ასპექტები.
  • განმარტებები რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების თემებთან დაკავშირებით.
  • სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში ასა­ხუ­ლი  ძირითადი  დე­ბუ­ლე­ბე­ბი და პრინ­ცი­პე­ბი,რომლებიც აღიარებულია საერთაშორისო დოკუმენტებში ქალის რეპროდუქციულ ჯანდაცვასთან და უფლებებთან დაკავშირებით.
  • კომუნიკაციის და კონსულტირების თანამედროვე  პრინციპები და აცნობიერებს პრე–და პოსტაბორტული კონსულტაციის სწორად წარმართვის გადამწყვეტ მნიშვნელობას პაციენტთან ურთიერთობის პროცესში .
  • პირველ ტრიმესტრში ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის მეთოდები.
  • აბორტის მედიკამენტური და ქირურგიული მეთოდების უპირატესობები  და ნაკლოვანებები .
  • გაუტკივარების სახეების განმარტება  დილატაცია & კიურეტაჟის და ვაკუუმასპირაციის მეთოდების გამოყენებისას.
  • პოსტაბორტული გართულებების დიაგნოსტიკის  და მკურნალობის მინიმალური მოცულობა.
  • სამედიცინო ეთიკის პრინციპები და აცნობიერებს მის მნიშვნელობას ყოველდღიურ  პრაქტიკულ საქმიანობაში .

 

ტრეინინგის მონაწილე  შეძლებს  :

  • პაციენტის პრე– და პოსტაბორტულ  კონსულტირებას/ ინფორმაციის გადაცემას  გასაგები და მარტივი ენით.
  • პაციენტთან  ერთად  ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის პრობლემის გადაჭრის  გააზრებული გეგმის ჩამოყალიბებას და ამ გზით პროცესის მართვაში მისი მონაწილეობის ხელშეწყობას
  • სპეციფიური ანამნეზური შეკითხვების დასმას,რაც მას საშუალებას მისცემს მიიღოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია პაციენტის მდგომარეობის შესახებ, დაუკავშიროს ეს ინფორმაცია წარმოდგენილ პრობლემას და პირველ რიგში, გამორიცხოს საშიში მდგომარეობები
  • შეძლებს განავითაროს  სადიაგნოსტიკო ჩვევები  ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის ფონზე განვითარებული  ჯანმრთელობის პრობლემების დროული ამოცნობისა და მართვისათვის
  • აუცილებელი ლაბორატორიული,ფუნქციური და ინსტრუმენტული გამოკვლევის გეგმის შედგენას და შედეგების ინტერპრეტაციას
  • პოსტაბორტული გართულებების  ამოცნობასა და პრევენციას
  • კონტრაცეპციის მეთოდის შერჩევისას პაციენტთან ინდივიდუალურ მიდგომას.

 

 

სასწავლო კურსის დასრულების შემდგომ გაიცემა სერთიფიკატი

 

სასწავლო კურსი აკრედიტებულია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოსტ დიმპლომური/უწყვეტი განათლების სისტემაში.

სასწავლო კურსზე მუშაობდა:  Tbilisis sax. samedicino universitetis klinikis profesori 

giorgi cercvaZe da medicinis mecnierebaTa doqtori, profesoro dodo Selia. 

 

კურსი მომზადდა არასამთავრობო ორგანიზაცია ასოციაცია ჰერა – XXI – ის ინიციატივითა და მხარდაჭერით. http://hera-youth.ge/ 

 

კურსზე რეგისტრაცია