სასწავლო კურსის დასახელება:
დისტანციური სწავლების მოკლე კურსი ოჯახის ექიმებისათვის – “რეპროდუქციული ჯანმრთელობის გავრცელებული პრობლემების მართვა ზოგად საექიმო პრაქტიკაში”.
სამიზნე ჯგუფები:
- ოჯახის ექიმები
- რეპროდუქციული ჯანდაცვის პროფილის ექიმები
- პირველადი ჯანდაცვის სფეროში მომუშავე მედდები
სასწავლო კურსის მიზანი:
მონაწილემ შეიძინოს ან განაახლოს რეპროდუქციული სფეროს გავრცელებული
პათოლოგიების დიაგნოსტირებისთვის აუცილებელი ბაზისური ცოდნა;
განავითაროს და გააუმჯობესოს პაციენტთან ეფექტური კომუნიკაციის ასევე პრობლემების
დროული ამოცნობის, მართვის (მათ შორის მტკიცებებზე დაფუძნებული კლინიკური
გაიდლაინების გამოყენებით ) და პრევენციის (არასასურველი ორსულობის
თავიდან აცილება,უსაფრთხო აბორტი) უნარ–ჩვევები.
სასწავლო კურსი მოიცავს შემდეგ თემებს:
- ოჯახის ექიმის დეფინიცია; ოჯახის ექიმის როლი რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების მიწოდებაში.
- კონსულტირების პროცესის წარმართვა სქესობრივი ჯანმრთელობის საკითხებზე; რეპროდუქციული ანამნეზის შეკრების სპეციფიკა შესაბამისი პროფილის პაციენტისაგან;
- დიაგნოსტიკის მეთოდების ბაზისური / მინიმალური მოცულობა და რეპროდუქციული ორგანოების გასინჯვის პრაქტიკული უნარების გაცნობა ოჯახის ექიმისათვის ;
- სასქესო ორგანოების განვითარების და ფუნქციონირების ზოგადი ასპექტები. რეპროდუქციული ჯანმრთელობის გავრცელებული პრობლემები (რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევა, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები) ქალის ცხოვრების ციკლის სხვადასხვა ეტაპზე და მათი მართვა ზოგადი პრაქტიკის ფორმატში.
- ოჯახის დაგეგმვის ძირითადი პრინციპები და საშუალებები
- ინდუცირებული აბორტი ამბულატორიული დახმარების დონეზე
საგანმანათლებლო მეთოდები:
- მინილექცია
- პრეზენტაცია
- დამხმარე ლიტერატურაზე მუშაობა
- შემთხვევის ანალიზი
- შეფასება,უკუკავშირი.
სასწავლო კურსის გავლის შემდგომ მონაწილემ იცის:
- ზოგადი პრაქტიკის ექიმის როლის და ამოცანების განსაზღვრა და განმარტებები რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების თემებთან დაკავშირებით.
- კომუნიკაციის და კონსულტირების ძირითადი პრინციპები და აცნობიერებს კონსულტაციის სწორად წარმართვის გადამწყვეტ მნიშვნელობას პაციენტთან ურთიერთობის პროცესში .
- სპეციფიური ანამნეზური შეკითხვები, რაც მას საშუალებას მისცემს მიიღოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია პაციენტის მდგომარეობის შესახებ, დაუკავშიროს ეს ინფორმაცია წარმოდგენილ პრობლემას და პირველ რიგში, გამორიცხოს საშიში დაავადებები და მდგომარეობები
- რეპროდუქციული ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტის გასინჯვის მეთოდები,რომელიც გამოიყენება ჯანდაცვის პირველად დონეზე.
- რეპროდუქციული ორგანოების აგებულების და ფუნქციონირების ძირითადი ასპექტები
ტრეინინგის მონაწილე შეძლებს :
- ათვისებული ცოდნისა და უნარ–ჩვევების გამოყენებას პაციენტის კონსულტაციის პროცესში; პრობლემის მართვაში მისი მონაწილეობის ხელშეწყობას.
- სასქესო ორგანოების პათოლოგიის დიაგნოსტიკის ბაზისური უნარების განვითარებას . აუცილებელი ლაბორატორიული, ფუნქციური და ინსტრუმენტული გამოკვლევის გეგმის შედგენას და შედეგების ინტერპრეტაციას.
- სამედიცინო ეთიკის პრინციპების პრაქტიკულ გამოყენებას.
- სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების ადრეულ დიაგნოსტირებას, დამატებითი გამოკვლევების დაგეგმვა/ორგანიზებას, საფრთხეების შეფასებას და შესაბამისი დახმარების აღმოჩენას. პაციენტის ინფორმირებას პრობლემის ბუნების და მკურნალობის რეკომენდებული მეთოდების შესახებ.
- კონტრაცეპციის მეთოდის შერჩევისას პაციენტთან ინდივიდუალურ მიდგომას.
გადაუდებელი დახმარების (მაგ., გადაუდებელი ჰორმონალური და საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპცია) აღმოჩენას.
- კონსულტირებას – პრევენციული ღონისძიებების (მაგ.,ოჯახის დაგეგმვა უსაფრთხო აბორტი და სგგდ–ს რისკების შემცირება), ასევე ორსულობის შეწყვეტის მეთოდების, მედიკამენტური და ქირურგიული აბორტის უპრატესობების და ნაკლის შესახებ .
სასწავლო კურსი აკრედიტებულია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოსტ დიმპლომური/უწყვეტი განათლების სისტემაში.
ტრენინგის დასრულებისას გაიცემა სერთიფიკატი
სასწავლო კურსზე მუშაობდა: მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი,პროფესორი გულნარა შელია.
კურსი მომზადდა არასამთავრობო ორგანიზაცია ასოციაცია ჰერა – XXI – ის ინიციატივითა და მხარდაჭერით. http://hera-youth.ge/