Search
Close this search box.

 ქცევის კოდექსი

შესავალი

 

  1. „ჰერა XXI“-ი ერთგულებას უცხადებს ადამიანის უფლებათა ჩარჩოს, რომელიც კრძალავს დისკრიმინაციას, გარიყვასა ან უფლებების შეზღუდვას, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერის, გენდერული იდენტობის ან გამოხატვის, რასის, ეთნიკური ან ეროვნული წარმომავლობის, რელიგიის ან მრწამსის, პარტნიორული სტატუსი, ორსულობის ან მშობლის სტატუსის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის ან ნებისმიერი სხვა ანალოგური მდგომარეობის საფუძველზე.
  2. „ჰერა XXI“-ი აღიარებს, რომ ძალადობის, ექსპლუატაციისა და შევიწროებისგან დაცვის უფლება გამყარებულია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობით, კერძოდ, ადამიანის უფლებების დაცვის ისეთი ძირითადი ინსტრუმენტებით, როგორიცაა: საერთაშორისო კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (ICERD), სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტი (ICCPR), ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტი (ICESCR), კონვენცია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (CEDAW), შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია (CRPD). „ჰერა XXI“-ი დამატებით აღიარებს, რომ სექსუალური შევიწროება და ძალადობა გენდერული ძალადობის ფორმაა.
  3. თავისი ხედვისა და ღირებულებების შესაბამისად, „ჰერა XXI“-ი მოწოდებულია უზრუნველყოს მისი ყველა მმართველ ორგანოს, წევრების, პერსონალისა[1] და მოხალისეების მიერ უმაღლესი სტანდარტის ეთიკური ქცევის გამოვლენა. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, წინამდებარე ქცევის კოდექსი დეტალურად აღწერს „ჰერა XXI“-ის მოლოდინებს მის საქმიანობაში ჩართული ყველა პირის მიმართ.
  4. მოცემული ქცევის კოდექსის მიზანს წარმოადგენს იმ სახელმძღვანელო პრინციპებისა და ღირებულებების ჩამოყალიბება, რომლებიც „ჰერა XXI“-ის ყველა კომპონენტზე (მათ შორის მმართველ ორგანოებზეც) ვრცელდება.

 

მიზანი და გამოყენების სფერო

 

  1. წინამდებარე ქცევის კოდექსი „ჰერა XXI”-ის ვალდებულების ნაწილს წარმოადგენს, რაც მდგომარეობს „ჰერა XXI“-ის მომსახურებების მიმწოდებლებისთვის და „ჰერა XXI“-ის მომსახურებებსა და საქმიანობაში ჩართული პირებისთვის საუკეთესო გარემოს უზრუნველყოფაში.
  2. წინამდებარე ქცევის კოდექსის მიზანია „ჰერა XXI”-ის საქმიანობაში ჩართული პირების პირადი ანგარიშვალდებულების ზრდა, მათთვის მკაფიო მითითებების მიცემით იმის შესახებ, თუ რა მოეთხოვებათ „ჰერა XXI“-ის საქმიანობაში მონაწილე მოხალისეებს, წევრებს, მმართველ ორგანოებსა და პერსონალს, ორგანიზაციის კუთვნილ შენობაში ყოფნისას, ორგანიზაციის საქმიანობის განხორციელებისას ან „ჰერა XXI“-თან დაკავშირებული საქმიანობის სხვაგვარად შესრულებისას.
  3. წინამდებარე ქცევის კოდექსი ეფუძნება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და ეროვნულ სტანდარტებს.

 

მისია და ღირებულებები

 

  1. „ჰერა XXI“-ი იღწვის იმის უზრუნველსაყოფად, რომ ადამიანებმა ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე გააკეთონ არჩევანი თავიანთი სექსუალობისა და კეთილდღეობის შესახებ.

 

ქცევის კოდექსის სტანდარტები

 

  1. „ჰერა XXI“-ის სახელისა და რეპუტაციის შენარჩუნება, გულისხმობს უზრუნველყოფას იმისა, რომ პროფესიული და პირადი ქცევა შესაბამისობაში იყოს „ჰერა XXI“-ის ღირებულებებსა და სტანდარტებთან; კერძოდ:

 

  1. ყველა ადამიანსადმი მოპყრობა უნდა იყოს სამართლიანი და უნდა ემყარებოდეს მათ მიმართ პატივისცემასა და მათი ღირსების დაცვას;
  2. „ჰერა XXI“-ის სახელით საერთაშორისო კონტექსტში მუშაობისას, ან საზღვარგარეთ მოგზაურობისას, აუცილებელია ადგილობრივად მოქმედი ყველა კანონის დაცვა და ადგილობრივი წეს-ჩვეულებების მიმართ პატივისცემის გამოჩენა;
  • დაუშვებელია „ჰერა XXI“-ის კუთვნილ შენობასა ან სხვა ტერიტორიებზე მუშაობაში ჩართვა ალკოჰოლის ან სხვა მსგავსი ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის გამო ქმედუუნარობის დროს, ან არალეგალური ნივთიერებების ე.ი. ნარკოტიკების გამოყენება ან შენახვა;
  1. დაუშვებელია ძალადობის ან ისეთი ქცევის გამოვლენა, რომელიც სხვა ნებისმიერი პირის ექსპლუატაციას გულისხმობს;
  2. დაუშვებელია არასრულწლოვანთან (18 წლამდე ასაკის პირებთან) სქესობრივი კავშირის დამყარება;

არასრულწლოვნის ასაკის არასწორი აღქმა არ ამართლებს ქმედებას; [2]

  1. დაუშვებელია სექსუალური ხასიათის ნებისმიერ ურთიერთობაში ჩართვა ასოციაციის ბენეფიციარებთან, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ურთიერთობა ძალაუფლების არსებითად არათანაბარ დინამიკას ემყარება;
  • დაუშვებელია სხვა პირზე ფიზიკური თავდასხმის განხორციელება.

 

  1. „ჰერა XXI“-ის საქმიანობაში ჩართული მოხალისეების, მისი წევრების, მმართველი ორგანოების წარმომადგენლების, პერსონალისა და თემის წევრების უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

 

  • ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა ადგილობრივად მოქმედი კანონიერი და ორგანიზაციული მოთხოვნის დაცვა;
  1. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა ადგილობრივად მოქმედი სახელმძღვანელო მითითების დაცვა და ხელმძღვანელობის პროაქტიული ინფორმირება ამ სახელმძღვანელო მითითებებში აუცილებლად შესატანი ნებისმიერი ცვლილების შესახებ;
  2. იმგვარად მოქმედება, რომ თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი არასაჭირო რისკი, რომელიც საფრთხეს უქმნის თავად მათი და/ან სხვა პირების, მათ შორის „ჰერა XXI“-თან თანამშრომლობაში მყოფი პარტნიორი ორგანიზაციებისა და თემების, უსაფრთხოებას, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას;
  3. პასუხისმგებლობის გამოჩენა სოციალური მედიით სარგებლობისას და „ჰერა XXI“-ის მიერ აქტივობების გახორციელებისას გადაღებული ფოტომასალის გამოყენებისას, ინფორმირებული თანხმობის მიღება და ფოტოებზე გამოსახული ყველა პირის კონფიდენციალურობისა და ღირსების დაცვა, რაც ემსახურება მათი გამოსახულებების არამიზნობრივად გამოყენების რისკის თავიდან აცილებას.

 

  1. ისეთი ქმედებების განხორციელების თავიდან არიდება, რომელთა მიზანი ან შედეგი არის პიროვნების ღირსების შელახვა ან ამ პიროვნების დაშინება, და მისთვის მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახავი ან შეურაცხმყოფელი სამუშაო გარემოს შექმნა.

 

  • ყველას მიმართ, განსაკუთრებით სამუშაო გარემოში, პატივისცემით განმსჭვალული და ყურადღებიანი ქცევის გამოვლენა; XXI“-ის საქმიანობაში ჩართულ მოხალისეებთან, მის წევრებთან, მმართველი ორგანოების წარმომადგენლებთან და უშუალო ზედამხედველობის განმახორციელებელ პერსონალთან სექსუალური ურთიერთობების დამყარებისგან თავის შეკავება;
  • ხელმძღვანელსა ან აღმასრულებელ დირექტორსა და მმართველი ორგანოების წარმომადგენლებს, მოხალისეებს, ასოციაციის წევრებსა ან პერსონალს (უშუალო ზედამხედველობის არარსებობის შემთხვევაში) შორის პოტენციური ინტერესთა კონფლიქტის წარმოშობისთანავე, ამგავრი ინტერესთა კონფლიქტის გამჟღავნება. იმ პირობით თუ ურთიერთობები სათანადოდ წარიმართება, მოცემული ფაქტი განიხილება როგორც კონფიდენციალური ინფორმაცია;
  • დაუშვებელია „ჰერა XXI“-ის მმართველი ორგანოების წარმომადგენლების, წევრების, მის საქმიანობაში ჩართული მოხალისეების, მისი წარმომადგენლების, პერსონალისა ან ბენეფიციარების მიმართ შეურაცხმყოფელი ან დამამცირებელი ენის გამოყენება;
  1. დაუშვებელია „ჰერა XXI“-ის მმართველი ორგანოების წარმომადგენლების, მის საქმიანობაში ჩართული მოხალისეების, მისი წევრების, პერსონალისა ან ბენეფიციარების მიმართ ზეწოლის განხორციელება, მათ მიერ რაიმე საკითხზე უკმაყოფილების გამოთქმის გამო;
  • დაუშვებელია ნებისმიერი თანამდებრობივი მდგომარეობის ან ძალაუფლების ბოროტად გამოიყენება;
  • საჭიროა სამუშაო ადგილზე სათანადო ქცევის გამოვლენა, როგორც ეს მითითებულია სამუშაო ადგილზე პატივისცემით მოპყრობასთან დაკავშირებულ პოლიტიკაში.

 

  1. პასუხისმგებლობის გამოჩენა „ჰერა XXI“-თან ნებისმიერი ფორმით კავშირისას ხელმისაწვდომი ინფორმაციის, აქტივებისა და რესურსების განკარგვისას.

  

  • ანგარიშვალდებულება „ჰერა XXI“-თან თანამშრომლობისას მიღებული ფულადი სახსრებისა და ქონების მიმართ და უზრუნველყოფა იმისა, რომ „ჰერა XXI“-ის აქტივებისა და რესურსების გამოყენება წარმოებს სათანადოდ და პასუხისმგებლობით;
  • დაუშვებელია „ჰერა XXI“-ის კუთვნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების აღჭურვილობის, პროგრამების, ელ.ფოსტის ან სოციალური მედიის პლატფორმების იმ საქმიანობისთვის გამოყენება, რომელიც იკრძალება ეროვნული ან საერთაშორისო კანონმდებლობით, ან რომელიც ახალისებს ისეთ ქცევას, რომელიც წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს. აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ მასალას, რომელიც ემსახურება  ქცევის კოდექსის 1-ლ პუნქტში მითითებული მახასიათებლების მქონე ნებისმიერ ჯგუფის დაშინებას ან შევიწროებას;
  1. დაუშვებელია „ჰერა XXI“-ის კუთვნილი საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის გამოყენება ნებისმიერი ფორმატის შეუსაბამო ან შეურაცხმყოფელი მასალის, მათ შორის, თუმცა არა მხოლოდ, პორნოგრაფიული შინაარსის ან ბავშვზე ძალადობის ამსახავი მასალის ნახვის, ამგვარი მასალის ჩამოტვირთვის, შექმნის, გავრცელების ან შენახვის მიზნით.  

 

  1. საკუთარი მოვალეობების შესრულება და პირადი ცხოვრების ისე წარმართვა, რომ თავიდან იქნას აცილებული ინტერესთა კონფლიქტი

 

  • გამჟღავნება და განაცხადის გაკეთება ნებისმიერი ფინანსური ან პირადი ინტერესის შესახებ, რომელიც შესაძლებელია უკავშირდებოდეს სამსახურებრივ საქმიანობას, და რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს „ჰერა XXI“-ის სათანადოდ ფუნქციონირებაზე. ნებისმიერი ეჭვის თავიდან აცილების მიზნით საჭიროა განიმარტოს, რომ „პირადი ინტერესი“ გულისხმობს ნებისმიერი სახის ინტერესს, რომელიც იწვევს გონივრულ ეჭვს, რომ ამ ინტერესმა შესაძლებელია გავლენა იქონიოს ინდივიდუალური პირის გადაწყვეტილებაზე;
  • „ჰერა XXI“-ში დასაქმებულმა პირმა დაუშვებელია სარგებელი გადასცეს, საქონელისა ან მომსახურების მიწოდების შესახებ კონტრაქტი გააფორმოს, დაასაქმოს ან დააწინაუროს ნებისმიერი პირი, ვისთანაც მას აქვს ფინანსური, პირადი, ოჯახური ან ახლო ინტიმური ურთიერთობა, ან სხვა გარემოებების არსებობისას, რომელიც იწვევს გონივრულ ეჭვს, რომ აღნიშნულმა ფინანსურმა ან პირადმა ინტერესმა შესაძლებელია გავლენა იქონიოს ინდივიდუალური პირის გადაწყვეტილებაზე;
  • დაუშვებელია მთავრობის ან თემის წევრებისგან, პირებისგან, რომლებთანაც თანამშრომლობს „ჰერა XXI“, დონორებისგან, საქონლისა თუ მომსახურების მომწოდებლებისგან და სხვა პირებისგან მნიშვნელოვანი საჩუქრების ან რაიმე ანაზღაურების მიღება, რომელთა შეთავაზებაც წარმოებს „ჰერა XXI“-თან მუშაობის შედეგად.

კონფიდენციალურობის დაცვა

 

სათანადო სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო ოფიციალურ საქმიანობასთან ასოცირებულ ყველა საკითხთან დაკავშირებით, რათა ადგილი არ ჰქონდეს კოლეგებთან დაკავშირებული რაიმე კონფიდენციალური ინფორმაციის, სამუშაოსთან დაკავშირებული საკითხებისა ან რაიმე სენსიტიური ინფორმაციის გამჟღავნებას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მსგავსი ინფორმაციის გამჟღავნების ვალდებულების აღძვრას ითვალისწინებს კანონი. აუცილებელია კონფიდენციალურობისა და ინფორმაციის გაზიარების პოლიტიკაში მითითებული პრინციპების ზედმიწევნით დაცვა.

საჩივრები და მოხსენებები

 

  1. „ჰერა XXI“-ის საქმიანობაში ჩართული მოხალისეები, მისი წევრები და პერსონალი ვალდებულნი არიან აღმასრულებელ დირექტორს მიაწოდონ ინფორმაცია ნებისმიერი პოტენციური ინციდენტის, თანამდებობისა თუ პოზიციის ბოროტად გამოყენებისა ან დარღვევის ფაქტის შესახებ, რომელსაც ისინი შეესწრებიან, რომლის შესახებაც მათ ეცნობებათ ან აღეძვრებათ ეჭვი, და რომელიც წინამდებარე კოდექსში შესული სტანდარტებისა და დებულებების დარღვევად შეიძლება იყოს აღქმული.
  2. „ჰერა XXI“-ის მმართველი ორგანოების წევრებს მოეთხოვებათ ყურადღება გაამახვილონ ნებისმიერ პოტენციურ ინციდენტზე, თანამდებობისა თუ პოზიციის ბოროტად გამოყენებისა ან დარღვევის ფაქტზე, რომელსაც ისინი შეესწრებიან, რომლის შესახებაც მათ ეცნობებათ ან აღეძვრებათ ეჭვი, და რომელიც წინამდებარე კოდექსში შესული სტანდარტებისა და დებულებების დარღვევად შეიძლება იყოს აღქმული.
  3. „ჰერა XXI“-ის თანამშრომლები, წევრები, მოხალისეები, მმართველი ორგანოების წარმომადგენლები, რომლებიც აფიქსირებენ თავიანთ შეშფოთებას, დაცულნი უნდა იყვნენ, როგორც მამხილებლები, საჩივრების წამოჭრის პოლიტიკის შესაბამისად.
  4. იმ შემთხვევაში, თუ „ჰერა XXI”-ის წევრები, მოხალისეები, მმართველი ორგანოების წარმომადგენლები ან თანამშრომლები თავს უხერხულად გრძნობენ როცა მათ უწევთ პასუხისმგებელ პირს უშუალოდ მიაწოდონ ინფორმაცია, მათ შეუძლიათ ისარგებლონ „ჰერა XXI“-ის საჩივრის ანონიმურად წარდგენის პოლიტიკით.

 

აღსრულება

 

  1. „ჰერა XXI“-ის შესაბამის ხელმძღვანელობას ეკისრება ყველა მოხალისის, წევრის, მმართველი ორგანოს წევრის და პერსონალის ინფორმირების ვალდებულება წინამდებარე ქცევის კოდექსში შესული დებულებების შესახებ, და ასევე უზრუნველყოფა იმისა, რომ აღნიშნული დებულებები სათანადოდ არის გაგებული და ზემოთჩამოთვლილი პირები იღებენ წინამდებარე კოდექსში შესული სტანდარტების დაცვის ვალდებულებას.

 

  1. წინამდებარე ქცევის კოდექსი წარმოადგენს ყველა სამუშაო ხელშეკრულების ნაწილს. პერსონალის მიერ წინამდებარე ქცევის კოდექსის დარღვევა არის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი, რომელიც მოიცავს ნებისმიერ ზომას, მათ შორის თანამდებობიდან გათავისუფლებას.

 

  1. წინამდებარე ქცევის კოდექსი ასევე ვრცელდება მმართველი ორგანოების წარმომადგენლებზე, წევრებზე, მოხალისეებზე, პარტნიორებზე, კონტრაქტორებსა და საქონლისა თუ მომსახურების მომწოდებლებზე. წინამდებარე ქცევის კოდექსის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს კონტრაქტის ან თანამშრომლობის შეწყვეტა ან „ჰერა XXI“-ის საქმიანობაში მოხალისის ჩართულობის შეწყვეტა.

 

  1. პარტნიორი ორგანიზაციის მიერ წინამდებარე ქცევის კოდექსის დარღვევამ და მონიტორინგის შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს ხელშეკრულების შეწყვეტა.

„ჰერა XXI“-ში დასაქმების პარალელურად ვიღებ ვალდებულებას შევასრულო ჩემი მოვალეობები და ვმართო ჩემი ქცევა წინამდებარე კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად.

გადასინჯვისა და დამტკიცების თარიღი: 2021 წ.

 

 

 

 

 

[1] პერსონალი გულისხმობს ყველა პირს, რომელიც დასაქმებულია და ანაზღაურებას იღებს ასოციაციის საქმიანობაში ჩართულობის სანაცვლოდ; კერძოდ, მუდმივ პოზიციაზე დასაქმებული პირები, კონკრეტული ვადით და დროებით დასაქმებული პირები, რომლებშიც შედიან თანამშრომლები, კონსულტანტები, სტაჟიორები და კონტრაქტორები.

[2] აღნიშნული აკრძალვა არ ვრცელდება „ჰერა XXI“-ის საქმიანობაში მოხალისედ ჩართულ იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც ერთმანეთთან კონსენსუალურ ურთიერთობაში იმყოფებიან და არიან 18 წლამდე ასაკის, თუმცა გადალახული აქვთ როგორც სრულწლოვანების ასევე თანხმობის ასაკის ზღვარი.