Search
Close this search box.

უსაფრთხოებისა და უშიშროების რისკების მართვის პოლიტიკა

რისკების მართვის პოლიტიკა

  1. ინფორმაცია წინამდებარე პოლიტიკის შესახებ, რომელიც შემუშავებულია საბჭოს მიერ და რომლის განხორციელებაზეც პასუხისმგებელია აღმასრულებელი დირექტორი, მიეწოდება ორგანიზაციის თანამშრომლებს, წევრებს და მოხალისეებს, საჭიროებისამებრ, რისკების მართვის ყველა პროცესისა და პრაქტიკის ამ პოლიტიკის შესაბამისად მართვის უზრუნველსაყოფად.

 

პრინციპები

  1. რისკების მართვა ორგანიზაციაში მიმდინარე ყველა უწყვეტი და დინამიკური პროცესის განუყოფელი ნაწილია, რაც მოიცავს შესაბამისი სტრატეგიის შემუშავებას და განხორციელებას. მოცემული პოლიტიკა ემსახურება ორგანიზაციული ღირებულების შექმნასა და დაცვას, სისტემატური, სტრუქტურირებული და დროული მიდგომების გამოყენებით. პროცესი ეყრდნობა საუკეთესო ხელმისაწვდომ ინფორმაციას და მორგებულია ორგანიზაციის სპეციფიკურ საჭიროებებზე.
  2. ძირითადი რისკები
  3. მრავალფეროვანი მოხალისეების ჩართვა
  4. ეფექტური მმართველობა
  • პროგრამის ეფექტური მართვა
  1. ფინანსების ეფექტური მართვა
  2. საინფორმაციო ტექნოლოგიების სისტემების უსაფრთხოება
  3. გარე რისკები (პოლიტიკური გარემოს ცვლილება / ტერორიზმი / წყალდიდობა / ხანძარი / ეპიდემია).

 

რისკების მართვის პროცესი

  1. რისკების ეფექტური მართვა მოითხოვს ანგარიშგების და გადასინჯვის სისტემის ჩამოყალიბებას, რისკების იდენტიფიცირებისა და შეფასების, აგრეთვე შესაბამისი კონტროლისა და რეაგირების მექანიზმების განხორციელების უზრუნველსაყოფად. აღნიშნულ სისტემაში ჩართული უნდა იყოს როგორც მმართველი ორგანოები, ასევე ხელმძღვანელი პირი. ხელმძღვანელ პირს ეკისრება პასუხისმგებლობა რისკების მართვის ეფექტური სისტემის დანერგვაზე. მმართველი ორგანოები წამყვან როლს ასრულებენ რისკების რეესტრის გადასინჯვასა და იმის უზრუნველყოფაში, რომ ხელმძღვანელმა პირმა შეიმუშაოს შესაბამისი გეგმები რისკების სამართავად, იმ შემთხვევაში, თუ რისკები კონტროლს ნაკლებად ექვემდებარება.

 

განხორციელება

  1. მმართველი ორგანო ამტკიცებს რისკების მართვის პოლიტიკას.
  2. რისკების მართვა ინტეგრირებულია სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში.
  3. ორგანიზაცია ვალდებულია აწარმოოს ძირითადი რისკების აღრიცხვა, რომლებიც ორგანიზაციის წინაშე დგას და დააწესოს კონტროლი მათი ფინანსური ზემოქმედების შესამცირებლად.
  4. ხელმძღვანელი პირი ხელს უწყობს რისკების მართვისადმი სისტემური და თანმიმდევრული მიდგომის დანერგვას იმის უზრუნველსაყოფად, რომ რისკები შეფასდეს და მათი მართვა ინტეგრირებული იქნას ორგანიზაციის ყოველდღიური მართვის პროცესში.
  5. ხელმძღვანელი პირი უზრუნველყოფს კონტროლის განხორციელებას, რისკების ფინანსური ზემოქმედების მინიმიზაციის მიზნით.

 

გადასინჯვისა და განახლების თარიღი: 2021წ.