რამდენიმე ბუნებრივი გზა თუ როგორ შევაჩეროთ მენოპაუზის სიმპტომები

წყალი

მენოპაუზის დროს ბევრი ქალი განიცდის სიმშრალეს. ეს ცვლილება სავარაუდოდ ესტროგენის შემცირებით არის განპირობებული. დალიეთ 8-12 ჭიქა წყალი, რომ ეს სიმპტომი დაამარცხოთ. რაც უფრო მეტ წყალს დალევთ უფრო ნაკლებად დაიტანჯებით ღამით ოფლიანობისგან და წამოხურებისაგან.

სისხლიანი გამონადენი, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას ამ დროს ქალის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალური ცვლილებების გამო, ასევე შეიძლება შემცირდეს საკმარისი წყლის დალევით. წყალს შეუძლია თავიდან აგაცილოთ წონის მომატება. დალიეთ წყალი ჭამამდე 30 წუთით ადრე. ამ ჩვევამ შეიძლება განაპირობოს ის, რომ ჭამის დროს მიიღოთ ნაკლები კალორია. წყალს ასევე შეუძლია  გააუმჯობესოს თქვენი მეტაბოლიზმიც.

ნუ გამოტოვებთ კვებას

რეგულარული კვება მნიშვნელოვანია ცხოვრებაში ამ ახალი ეტაპის დაწყების დროს. წონის დაკლების მცდელობამ, შეიძლება კიდევ უფრო გაართულოს მენოპაუზის სიმპტომები. ბევრი ფიქრობს, რომ თუ ისინი კვებას გამოტოვებენ დაიკლებენ წონაში. სინამდვილეში ეს არ არის სიმართლე! საკვების გამოტოვება ანელებს მეტაბოლიზმს და რთულს ხდის წონის კლებას. ამ დროს უფრო მეტად განიცდით შიმშილის გრძნობას და ჭამთ იმაზე მეტს, ვიდრე ჩვეულებრივ.

არასდროს გამოტოვოთ საუზმე, ვინაიდან ეს არის დღის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი კვება! დაიწყეთ დღე დაბალანსებული საუზმით და თქვენ ეს დაგეხმარებათ წონის კლებაში. ჯანსაღი საკვები დილით შეიძლება იყოს მოხარშული კვერცხი, იოგურტი თხილით ან კენკრით, ხილი.

მეტი სიგრილე

სუფთა გრილი ჰაერი დაგეხმარებათ მენოპაუზის სიმპტომების დაძლევაში, როგორიცაა წამოხურება და ღამით ოფლიანობა. შეეცადეთ თქვენი საძინებელი ღამით გააგრილოთ. დაბალი ტემპერატურა დაგეხმარებათ დაიძინოთ უკეთ. ასევე თქვენი თეთრეულიც უმჯობესია თუ 100%-ით ბამბის იქნება.

ღრმად ჩაისუნთქეთ

ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ – ეს მუდმივად იმეორეთ! ეს არის შესანიშნავი გზა, რომ მართოთ თქვენი მენოპაუზის სიმპტომები, როგორიც არის შფოთვა და წამოხურება. ეცადეთ ღრმად, ნელა ჩაისუნთქოთ და ამოისუნთქოთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც წამოხურება იწყება. იოგა ასევე დაგეხმარებათ ისწავლოთ სუნთქვის ტექნიკა და მოდუნებული იყოთ.

მენოპაუზა ქალის ცხოვრების ბუნებრივი ნაწილია. ეს გარდაუვალი ეტაპია და შეიძლება გამოიწვიოს ბევრი ცვლილება ჩვენს ორგანიზმში. მიუხედავად ამისა, არსებობს გზები, რომელთა საშუალებითაც ამ ცვლილებების მინიმალიზებას შეძლებთ. თუ თქვენ ცხოვრებაში ის ეტაპი გაქვთ, როდესაც მენოპაუზა იწყება სცადეთ ზემოთ ჩამოთვლილი საშუალებები. მათ შეიძლება თქვენი ცხოვრება ამ პერიოდში უფრო კომფორტული გახადონ!

წყარო:https://medical-news.org/30-life-saving-uses-of-apple-cider-vinegar/14280/