სასწავლო კურსის დასახელება:
ელექტრონული დისტანციური სწავლების მოკლე კურსი მედპერსონალისათვის – “უსაფრთხო რეპროდუქციული სერვისები/უსაფრთხო აბორტი ”.
ტრეინინგის სამიზნე ჯგუფები:
- მეან–გინეკოლოგები
- რეპროდუქციული ჯანდაცვის პროფილის ექიმები
- ოჯახის ექიმები
- პირველადი ჯანდაცვის სფეროში მომუშავე მედდები
- რეზიდენტები და სტუდენტები
ტრეინინგი მოიცავს შემდეგ თემებს:
- უსაფრთხო რეპროდუქციულ სერვისებთან დაკავშირებული ზოგადი საკითხები.
- პრე და პოსტაბორტული კონსულტირება
- ორსულობის დიაგნოსტიკის საბაზისო მეთოდები.
- ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის მედიკამენტური და ქირურგიული მეთოდები.
- მედიკამენტური აბომანუალურ ვაკუუმ ასპირაცია
- ოჯახის დაგეგმვის მეთოდები
საგანმანათლებლო მეთოდები:
- პრეზენტაცია
- მინილექცია
- დამხმარე ლიტერატურაზე მუშაობა
- ვიდეო მასალა ( IPAS)
- შემთხვევის ანალიზი
- შეფასება, უკუკავშირი.
ტრეინინგის გავლის შემდეგ მონაწილე ფლობს ინფორმაციას:
- WHO, RCOG და ეროვნული გაიდლაინების ძირითადი ასპექტები.
- განმარტებები რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების თემებთან დაკავშირებით.
- საქართველოს კანონმდებლობაში ასახული ძირითადი დებულებები და პრინციპები,რომლებიც აღიარებულია საერთაშორისო დოკუმენტებში ქალის რეპროდუქციულ ჯანდაცვასთან და უფლებებთან დაკავშირებით.
- კომუნიკაციის და კონსულტირების თანამედროვე პრინციპები და აცნობიერებს პრე–და პოსტაბორტული კონსულტაციის სწორად წარმართვის გადამწყვეტ მნიშვნელობას პაციენტთან ურთიერთობის პროცესში .
- პირველ ტრიმესტრში ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის მეთოდები.
- აბორტის მედიკამენტური და ქირურგიული მეთოდების უპირატესობები და ნაკლოვანებები .
- გაუტკივარების სახეების განმარტება დილატაცია & კიურეტაჟის და ვაკუუმასპირაციის მეთოდების გამოყენებისას.
- პოსტაბორტული გართულებების დიაგნოსტიკის და მკურნალობის მინიმალური მოცულობა.
- სამედიცინო ეთიკის პრინციპები და აცნობიერებს მის მნიშვნელობას ყოველდღიურ პრაქტიკულ საქმიანობაში .
ტრეინინგის მონაწილე შეძლებს :
- პაციენტის პრე– და პოსტაბორტულ კონსულტირებას/ ინფორმაციის გადაცემას გასაგები და მარტივი ენით.
- პაციენტთან ერთად ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის პრობლემის გადაჭრის გააზრებული გეგმის ჩამოყალიბებას და ამ გზით პროცესის მართვაში მისი მონაწილეობის ხელშეწყობას
- სპეციფიური ანამნეზური შეკითხვების დასმას,რაც მას საშუალებას მისცემს მიიღოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია პაციენტის მდგომარეობის შესახებ, დაუკავშიროს ეს ინფორმაცია წარმოდგენილ პრობლემას და პირველ რიგში, გამორიცხოს საშიში მდგომარეობები
- შეძლებს განავითაროს სადიაგნოსტიკო ჩვევები ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის ფონზე განვითარებული ჯანმრთელობის პრობლემების დროული ამოცნობისა და მართვისათვის
- აუცილებელი ლაბორატორიული,ფუნქციური და ინსტრუმენტული გამოკვლევის გეგმის შედგენას და შედეგების ინტერპრეტაციას
- პოსტაბორტული გართულებების ამოცნობასა და პრევენციას
- კონტრაცეპციის მეთოდის შერჩევისას პაციენტთან ინდივიდუალურ მიდგომას.
სასწავლო კურსის დასრულების შემდგომ გაიცემა სერთიფიკატი
სასწავლო კურსი აკრედიტებულია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოსტ დიმპლომური/უწყვეტი განათლების სისტემაში.
სასწავლო კურსზე მუშაობდა: Tbilisis sax. samedicino universitetis klinikis profesori
giorgi cercvaZe da medicinis mecnierebaTa doqtori, profesoro dodo Selia.
კურსი მომზადდა არასამთავრობო ორგანიზაცია ასოციაცია ჰერა – XXI – ის ინიციატივითა და მხარდაჭერით. http://hera-youth.ge/