ასოციაცია „ჰერა ოცდაერთი“-ის მიერ გადამზადებული სოციალური მუშაკები ატარებენ საგანმანათლებლო სესიებს მოწყვლად ჯგუფებთან

ასოციაცია „ჰერა ოცდაერთი“ ერთ თვეზე მეტია ატარებს საგანმანათლებლო კამპანიას მოწყვალდი ახალგაზრდული ჯგუფების გაძლიერების მიზნით. კამპანიის ფარგლებში ორგანიზაციის მიერ გადამზადებული სოციალური მუშაკები ატარებენ საინფორმაციო-საგანმანათლებლო სესიებს სხვადასხვა საჭირობების მქონე მოზარდებთან/ახალგაზრდებთან და უზრუნველყოფენ მათ ინფორმირებულობას რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე.

სესიებზე ახალგაზრდები იღებენ ასაკზე მორგებულ ინფრმაციას შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირებისგან, მათდამი მაქსიმალურად კეთილგანწყობილ გარემოში.

კამპანიის ფარგლებში უკვე ჩატარდა 10-ზე მეტი შეხვედრა როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. კამპანია თვის ბოლომდე გრძელდება და მოვიცავთ კიდევ ათობით ახალგაზრდას სხვადასხვა რეგიონიდან.

აღნიშნული კამპანიის ფარგლებში ჰერა ოცდაერთი თანამშრომლობს შემდეგ სტრუქტურებთან:
#დანაშაულისპრევენციისცენტრი #პრობაციისსააგენტო#სოციალურიმომსახურებისსააგენტო #SOSბავშვთასოფელი
#WorldVisionGeorgia #CaritasGeorgia