სიახლეები

ტრენინგის მიზანი იყო თანასწორ-განმანათლებლების ცნობიერების ამაღლება ისეთ საკითხებზე როგორცაა: სწავლების ძირითადი პრინციპები, სწავლების სტილის იდენტიფიცირება, ტრენინგ მეთოდები, მონაწილეთათვის დავალებების მომზადება, დღის წესრიგის მომზადება, ტრენინგის შეფასება და შედეგის გაზომვა.

28 ივლისს, ქ.ბათუმში, ასოციაცია “ჰერა XXI”-ს ორგანიზებითა და მთავრობის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ჩატარდა ტრენინგი თემაზე “გენდერული საბჭოების გაძლიერება რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხებზე”

21-23 ივლისს, ასოციაცია ჰერა XXI-მ ბორდის, შტატის და მოხლისეების ჩართულობით მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა, მდგრადი განვითარების სტრატეგიის განახლების მიზნით.

20 და 21 მაისს თბილისში თანასწორ განმანათლებელთა ტრენინგი იმ 13-მა ახალგაზრდამ გაიარა, ვინც მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას სხვა ახალგაზრდებს გაუზიარებს საინფორმაციო-საგანმანათლებლო სესიების მეშვეობით.

2017 წლის 15-16 მაისს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია სრულფასოვანი სქესობრივი განათლების შესახებ

საინფორმაციო საგანმანათლებლო შეხვედრისას ასოციაცია ”ჰერა XXI”-მ გოგონათა აუდიტორიას გააცნო ინფორმაცია ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ, ისაუბრა მოხალისეობის მნიშვნელობაზე, ახალგაზრდების საჭიროებებსა და ასოციაციაში მოქმედ სერვისებზე.

ღონისძიება მიზნად ისახავდა მოხალისეებისა და ორგანიზაციების ერთმანეთთან დაკავშირებას და ურთიერთთანამშრომლობის ჩამოყალიბებას.

ღონისძიება გაიხსნა ორგანიზაციის წარდგენით და გაიმართა პრეზენტაციები მოხალისეობის მნიშვნელობაზე, ქართველი ახალგაზრდების საჭიროებებზე, ასოციაციის მიერ ჩატარებულ კვლევებზე, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე.

გახდი “ ჰერა XXI„-ს მოხალისე და შექმენი შენი მომავალი არასამთავრობო ორგანიზაცია ასოციაცია “ჰერა XXI„ – პროექტ ,,ჯანმრთელი თაობის ფარგლებში” აცხადებს აქტიური, მოტივირებული ახალგაზრდა მოხალისეების მიღებას.