ფინანსური დამოკიდებულება ქალს ართმევს არჩეავანის უფლებას  #მეცმომისმინე

📣#hearmetoo
#ფინანსურიდამოკიდებულებაქალსართმევსარჩეავანისუფლებას ⬇️
#მეცმომისმინე
🔸25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა, 10 დეკემბერი – ადამიანის უფლებათა საერთაშრისო დღე, ეს ის პერიოდია, როცა მსოფლიო გოგონათა და ქალთა მიმართ სხვადასხვა სახის ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში ერთვება, 16 დღიანი აქტოვობები მიმართულია საზოგადოების კულტურის შეცვლისკენ, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობას ახდენს.
აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შეგროვდა ქალთა ისტორიები ძალადობრივი გამოცდილებების შესახებ.

მარიტა, 27 წლის, თბილისი ⬇️
აბორტი პირველად 21 წლის ასაკში გავიკეთე. ახალი ნამშობიარები ვიყავი რომ დავორსულდი და თან ეს საკმაოდ გვიან გავიგე. ოჯახმა გადაწყვიტა რომ აბორტი გამეკეთებინა, დედამთილ-მამამთილზე ვიყავი ფინანსურად დამოკიდებული და მათ გადაწყვიტეს რომ არ უნდა გამეჩინა. არ გვქონდა საშუალება და ვერ წავედი მათ წინააღმდეგ. ასე რომ მოვქცეულიყავი, შესაძლოა ბავშით ხელში ქუჩაში აღმოვჩენილიყავი. ამას ვამჯობინე არ გამეჩინა. ისე განვიცადე სიკვდილზე ვფიქრობდი, მაგრამ, საბოლოოდ მაინც მივიღე ეს გადაწყვეტილება – ერთი შვილი უკვე მყავდა და მას ვჭირდებოდი.
მეორე შემთხვევა 26 წლის ასაკში მოხდა, როცა მეუღლეს უკვე გაშრებული ვიყავი. არც მორალურად, არც ფსიქოლოგიურად და არც ფინანსურად მზად არ ვიყავი ბავშვის გასაჩენად. ექიმთან მისვლამდეც ვგრძნობდი რომ ფსიქოლოგის დახმარება მჭირდებოდა. ექიმები ისე ცივად უდგებიან ამ საკითხს – მართალია ცუდად არ გექცევიან, თითქოს ყურადღებასაც გაქცევენ, მაგრამ მაინც …

სხვა ისტორიების გასაცნობად ეწვიეთ ბმულს: ➡️www.hera-youth.ge/…/upl…/2018/05/ცოცხალი-ისტორიების-კრ-3.pdf