Search
Close this search box.

FIGO გინეკოლოგებისა და მეანების საერთაშორისო ფედერაცია) მხარს უჭერს მედიკამენტოზური აბორტის სერვისის მიღებას ქალებისა და გოგონებისთვის სახლის პირობებში

FIGO გინეკოლოგებისა და მეანების საერთაშორისო ფედერაცია) მხარს უჭერს მედიკამენტოზური აბორტის სერვისის მიღებას ქალებისა და გოგონებისთვის სახლის პირობებში

 FIGO გინეკოლოგებისა და მეანების საერთაშორისო ფედერაცია) მხარს უჭერს მედიკამენტოზური აბორტის სერვისის მიღებას ქალებისა და გოგონებისთვის სახლის პირობებში

კოვიდ პანდემიამ არაპროპორციულად მძიმედ იმოქმედა ქალებსა და გოგონებზე მსოფლიოში. დროებითი შეზღუდვები ზოგიერთ ქვეყანაში აბორტის სერვისსაც შეეხო. ამავდროულად, ტექნოლოგიური პროგრესის შედეგების სწრაფი დანერგვა ნამდვილად უნდა უზრუნველყოფდეს ეფექტური და დროული ჯანდაცვის სერვისები მიწოდებას.

მსგავსი საშუალებაა მედიკამენტოზური აბორტიც, რომლის ჩატარებაც ქალებსა და გოგონებს სახლის პირობებში შეუძლიათ პროცესის თვით-მართვითა და ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებელთან ონლაინ კონსულტაციის შესაბამისად.

FIGO -მ დაადასტურა ამგვარი მიდგომის საჭიროება და ასევე, გამოსცა რეკომენდაციები ზემოთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. აბორტი ერთმნიშვნელოვნად დროის მიმართ სენსიტიური სერვისია, თუმცა, ამასთანავე, უმნიშვნელოვანესი, რომელიც აუცილებლად უნდა მიეწოდებოდეს ქალებსა და გოგონებს უსაფრთხოების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფით და მათი ღირსების პატივისცემით.

ფიგო მოითხოვს მთავრობებმა მოხსნან ბარიერები, რაც აბორტის სერვისის მიღებას აფერხებს და უზრუნველყონ უსაფრთხო აბორტის მიწოდება გოგონებისა და ქალებისთვის, როგორც პანდემიურ, ისე პოსტ პანდემიურ პერიოდში. შესაბამისად, FIGO მთავრობებს მოუწოდებს ინვესტირება გააკეთონ სწორედ მედიკამენტოზური აბორტის სერვისის გაძლიერებასა და ხელმისაწვდომობის გაზრდაში. FIGO მოითხოვს გაზიარდეს მედიკამენტოზური აბორტის დანერგვაში მიღწეეული წარმატებები ეროვნულ დონეზე, ხელი შეეწყოს მსგავსი სერვისების დაბალშემოსავლიან ქვეყნებში მიწოდება/დანერგვას, გაგრძელდესა და გაძლიერდეს ადვოკატირება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, რათა გლობალურად მოხდეს აბორტის დეკრიმინალიზება, გაუმჯობესდეს ამ სერვისის უსაფრთხო და სტერეოტიპებისგან თავისუფალ გარემოში მიღება თითოეული ადამიანითვის, მიუხედავად ასაკის, საცხოვრებლის, წარმოშობის, გენდერის, რელიგიის, სოციო-ეკონომიკური სტატუსის, შესაძლებლობებისა თუ კულტურული ფონისა.