სიახლეები

რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვირეულის ფარგლებში, 28 სექტემბერს ასოციაცია ”ჰერა XXI”-ის ორგანიზებით გაიმართა პარტნიორული შეხვედრა რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განათლების საკითხებზე.

რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვირეულის ფარგლებში, 26 სექტემბერს „ჰერა XXI“-მა ჩაატარა ღონისძიება, რომლის მიზანი იყო უახლესი საპილოტე კვლევის შედეგების წარდგენა და კვლევასთან მიმართებით ერთობლივი რეკომენდაციების შემუშავება.

აღნიშნული კვლევა შეეხება პირველადი ჯანდაცვის რგოლში ოჯახის დაგეგმვისა და ახალგაზრდების სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისის დანერგვისთვის საჭიროებების შესწავლასა და მზაობის შეფასებას.

26 სექტემბერს, ასოციაცია „ჰერა ოცდაერთმა“, თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანებასთან თანამშრომლობით, ჩაატარა საინფორმაციო-საგანმანათლებლო სესია რეპროდუქციულ ჯანმრთელობის და ჯანსაღი ცხოვრების საკითხებზე. სესიის ფარგლებში, ჩვენი თანასწორ-განმანათლებლები და ახალგაზრდული ჯგუფის ლიდერები, ლელა ვარდიძე და მაკა ჩილინგარაშვილი, დამსწრე სტუდენტებს ესაუბრნენ რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე, ჯანსაღი ცხოვრების წესზე, სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებსა და მათი პრევენციის შესაძლებლობებზე. 💠აუდიტორიის აქტიურობამ კიდევ ერთხელ აჩვენა რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე თავისუფალი და მეგობრული სადისკუსიო სივრცეების არსებობა. შეხვედრა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა ახალაგზარდებმა სურვილი გამოთქვეს სამომავლოდ ჰერა XXI-ის მიერ დაგეგმილ...

15-16 სექტემბერს, ასოციაცია „ჰერა XXI“-ის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი სოციალური მუშაკებისთვის. ტრენინგის თემატიკა მოიცავდა შემდეგ საკითხებს: რეპროდუქციული ჯანმრთელობა და მისი ელემენტები, რეპროდუქციული უფლებები, მოზარდობა და მისი შემდგომი ეტაპები, სგგი და მათი პრევენცია, ოჯახის დაგეგმვის თანამედროვე მეთოდები, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა, ეფექტური კომუნიკაცია და ა.შ. ტრენინგს ესწრებოდა 20-ზე მეტი პრაქტიკოსი სოციალური მუშაკი, რომლებიც სოციალური მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობით შეირჩნენ. ასოციაცია „ჰერა XXI“ მუდმივად ზრუნავს სხვადასხვა პროფესიული ჯგუფების გადამზადებასა და მათ პოსტ-დიპლომურ განათლებაზე, რათა საზოგადოების თითოეულ წევრს ჰქონდეს ხარისხიან სერვისებზე ეფექტიანი ხელმისაწვდომობა....

ასოციაცია „ჰერა XXI“-ის ორგანიზებით 26 სექტემბრიდან    11 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვირეული, რომლის ფარგლებში დაგეგმილია რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან/ცხოვრების ჯანსაღ წესთან დაკავშირებით პარტნიორული შეხვედრები, თემატური პრეზენტაციები, საინფომრაციო საგანმანათლებლო ღონისძიებები, ახალგაზრდული კამპანიები.  #რეპროდუქციული_კვირეული 26 სექტემბერს გაიხსნა სასტუმრო "რუმს ჰოტელში", სადაც გაიმართა, პირველადი ჯანდაცვის რგოლში ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ წარმომადგენლები როგორც სამთავრობო ისე არასამთავრობო სექტორიდან, პირველადი ჯანდაცვის რგოლის ხელმძღვანელი პირები და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისის მიმწოდებლები. ➡️პარალელურად, კვირეულის ფარგლებში, თბილისის მერიის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების ოფისში მიმდინარეობდა საინფორმაციო საგანმანათლებლო შეხვედრა ახალგაზრდებთან რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ჯანსაღი ცხოვრების...

არასამთავრობო ორგანიზაცია „ასოციაცია ჰერა ოცდაერთი“, თბილისის მერიის ააიპ „თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანებასთან“ თანამშრომლობით, აცხადებს ნაშრომების მიღებას კონფერენციისთვის „ახალგაზრდების სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები “

ასოციაცია „ჰერა ოცდაერთისა" და მშვიდობის კორპუსის ერთობლივი გოგონათა ბანაკის, SELF-ის, აღმოსავლეთის ნაკადიც. ამჯერად, ორგანიზაციას წარადგენდნენ ჩვენი თანასწორ-განმანათლებლები და ახალგაზრდული ჯგუფის წევრები Nino Ugulava, Tamta Kakhaberidze და Maka Chilingarashvili. ბანაკის ხუთი დღე, დასავლეთის ნაკადის მსგავსად, სავსე იყო ნაყოფიერი და საინტერესო საგანმანათლებლო სესიებით, სპორტული თამაშებით, მხიარული და შემოქმედებითი აქტივობებით. მოზარდი გოგონებისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე, ჯანსაღი ცხოვრების წესზე, ასაკობრივ პრობლემებსა და სხვა, მათთვის განსაკუთრებით მგრძნობიარე საკითხებზე ინფორმაციას იღებდნენ მეგობრულ, სანდო და მათდამი კეთილგანწყობილ გარემოში. ბანაკის მონაწილე გოგონების გამოხმაურებებმა და შეფასებებმა, ასევე, სესიების დროს გამართულმა...

ტრენინგის მიზანი იყო მსმენელებს მიეღოთ ცოდნა რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე, თანამედროვე ტექნოლოგიებზე და მიდგომებზე, კომუნიკაციის უნარ-ჩვევებსა და ფსიქო-სოციალურ ასპექტებზე, მათი კომპეტენციის შესაბამისად. ტრეინინგს უძღვებოდა, ექიმი-რეპროდუქტოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, მაკა გეგეჭკორი. ღონისძიების ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები. ასოციაცია „ჰერა XXI“-ი მისი ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულების ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოსახლეობისთვის რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხარისხიანი სერვისების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობას, მუდმივად ზრუნავს რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე....

SELF ბანაკში მონაწილეობას იღებენ 13-17 წლის გოგონები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, რომელებიც მეგობრულ და კეთილგანწყობილ გარემოში, განიხილავენ ჯანსაღი ცხოვრების წესს, რეპროდუქციული ჯანმრთელობასა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს; სწავლობენ გუნდურ მუშაობასა და შემოქმედებით აზროვნებას; ჩართულები არიან მრავალფეროვან ფიზიკურ და საგანმანათლებლო აქტივობებში. ბანაკში „ჰერა XXI“-ს წარმომადგენლები იყვნენ Anna Jakeli Maka Chilingarashvili და Lela Vardidze. ჩვენი ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა მონაწილე გოგნებისთვის ჩაატარეს საინფორმაციო სესიები შემდეგ თემებზე: ადამიანის რეპროდუქციული სისტემა, რეპროდუქციული უფლებები და გენდერული თანასწორობა, ადრეული ქორწინება, ჯანსაღი ცხოვრების წესი, მოხალისეობა და ა.შ. პირველმა ნაკადმა წარმატებით ჩაიარა, ბანაკის მონაწილე გოგონები თითოეულ...

ტრენინგის დასახელება:  რეპროდუქციული ჯანმრთელობა საექთნო პრაქტიკაში ტრენერი: მაკა გეგეჩკორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი ტრენინგის ხანგრძლივობა: ორი დღე ტრენინგის ჩატარების დრო: 8-9 სექტემბერი მონაწილეთა რაოდენობა:  12 ექთანი   ტრენინგის სამიზნე აუდიტორია: ბებიაქალები და ზოგადი პრაქტიკის ექთნები ტრენინგის ღირებულება: ტრენინგი არის უფასო ტრენინგის მიზანია: მსმენელმა მიიღოს ან განაახლოს ცოდნა რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე, თანამედროვე მიდგომებზე, კომუნიკაციის უნარ-ჩვევებსა და ფსიქო-სოციალურ ასპექტებზე კომპეტენციის ფარგლებში. შერჩევის კრიტერიუმები: მსმენელს დამთავრებული უნდა ჰქონდეს საექთნო საქმე, სასურველია რუსული და ინგლისური ენის ცოდნა განაცხადი გასაკეთებლად გთხოვთ, გამოაგზავნოთ HR@HERAXXI.GE-ზე შემდეგი დოკუმენტები: დიპლომი პირადობის მოწმობის ასლი ავტობიოგრაფია/СV სამოტივაციო წერილი გთხოვთ, განაცხადი გამოგზავნოთ არაუგვიანეს...