Search
Close this search box.

Astra ქსელის სამუშაო შეხვედრა ვარშავაში

Astra ქსელის სამუშაო შეხვედრა ვარშავაში

 
Astra ქსელის სამუშაო შეხვედრა ვარშავაში
 

17-18 ოქტომბერს ქ. ვარშავაში გამართულ ASTRA Network-ს სამუშაო შეხვედრას ასოციაცია ,,ჰერა XXI”-ს აღმასრულებელი დირექტორი ქ-ნ ნინო წულეისკირი ესწრებოდა.

შეხვედრის ფარგლებში კოალიციის წევრმა ორგანიზაციებმა განიხილეს რეგიონალურ და ეროვნულ დონეზე სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების რეალიზების გზაზე არსებული ბარიერები,ერთმანეთს გაუზიარეს საქმიანობა და საუკეთესო გამოცდილებები. განიხილეს და დაგეგმეს სამომავლო ერთობლივი რეგიონალური აქტივობები.

ქ.ნ ნინოს თქმით – კოალიცია არის ერთ-ერთი საუკეთესო და წარმატებული მაგალითი თუ როგორ შეიძლება პროფესიონალთა ჯგუფის გაერთიანება საერთო მიზნის მისაღწევად რეგიონში. მისივე თქმით ASTRA ქსელი წარმოადგენს სოლიდარობის, ერთობის და შესაძლებლობების გაერთიანების კარგ პრაქტიკას.

ასოციაცია ,, ჰერა – XXI” არის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების ქსელის (ASTRA Network) წევრი ორგანიზაცია საქართველოში. ქსელმა გასულ კვირას დაარსების 20 წლის იუბილე აღნიშნა.