ასოციაცია „ჰერა ოცდაერთი“ AMAZE-ს საერთაშორისო ჯილდოს მფლობელ ორგანიზაციად დასახელდა
ასოციაცია „ჰერა ოცდაერთი“ AMAZE-ს საერთაშორისო ჯილდოს მფლობელ ორგანიზაციად დასახელდა. ჯილდო მხარს დაუჭერს ორგანიზაციას, მიაწოდოს AMAZE-ს ანიმაციური ვიდეოები ქართულ საზოგადოებას და გაზარდოს რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და ცხოვრების ჯანსაღ წესთან დაკავშირებულ
ინფორმაციიასა და რესურსებზე თავისუფალი წვდომა.
AMAZE.org, პროექტი იყენებს ციფრული მედიის ძალას, რათა უზრუნველყოს მსოფლიოს ყველა კუთხეში მცხოვრები ახალგაზრდისათვის სამედიცინოდ დადასტურებული, ასაკის შესაბამისი, სარწმუნო ინფორმაციის ინტერნეტის მეშვეობით მიწოდება ისეთ თემებზე, როგორებიცაა: ჯანსაღი ურთიერთობები, განვითარება, არასასურველი
ორსულობა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების თავიდან აცილება.
უნდა აღინიშნოს, რომ ასოციაცია „ჰერა ოცდაერთი“ კავკასიის რეგიონში ექსლუზიური პარტნიორია AMAZE-სი ვიდეოების ადაპტირების ავტორიზებული უფლებით. ანიმაციური ვიდეოები ადაპტირებული იქნება ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.