Search
Close this search box.

განცხადება

 განცხადება

არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰერა“ ოცდაერთი“ მიიჩნევს, რომ კანონპროექტი
საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და ზიანის მომტანია
ევროპული მისწრაფებებისთვის. აღნიშნული კანონპროექტი კიდევ უფრო საშიშია
ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებისათვის ხელს უწყობს რა
ანტიგენდერულ განწყობებსა და ახალისებს ანტიევროპულ მოძრაობას. შექმნილი
ვითარება ერთი მხრივ საფრთხის ქვეშ აყენებს იმ მიღწევებსა და პროგრესს, რაც
ქვეყანამ მიაღწია უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენდერული თანასწორობის
და სექსუალური და რეპროდუქციული სამართლიანობის კუთხით, მეორეს მხრივ
თითოეული ადამიანის სიცოცხლეს, მის ჯანმრთელობაზე უფლების რეალიზებას,
პირადი სივრცის უსაფრთხოებას და საჭიროებების გამოვლენასა და სწრაფ
რეაგირებს.
კიდევ ორგანიზაციას მიგვაჩნია, რომ ამ რუსული კანონის მიღების მცდელობა
მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების
ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ საქართველოს მოსახლეობის
წინააღმდეგ.
ეს კანონი მიზნად ისახავს, რომ დაუცველად და სერვისების გარეშე დარჩნენ
ფერტილური ასაკის ქალები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, სტუნდეტები,
სოფლად მცხოვრები ქალები და გოგონები, კონფლიქტის ზონაში და მიმდებარე
ტერიტორიაზე მცხოვრები და იძულებით გადაადგილებული პირები, ძალადობის
მსხვერპლი ბავშვები და ქალები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები,
ეთნიკური უმცირესობები. შეგახსენებთ, რომ დღეისათვის მოქმედი ყველა უფასო
ჯანდაცვის, ფსიქოლოგიური, სოციალური და იურიდიული სერვისი, რომელსაც
თქვენ იღებთ უფასოდ, დაფინანსებულია პარტნიორი ქვეყნების დონორებისგან,
რომლის შესრულებაში ჩართულია მიმწოდებლად საქართველოს სამთავრობო და
არასამთავრობო სექტორი. მაგალითისთვის, ასოციაცია HERA XXI-ს უფასო
დისტანციური სერვისებითა და გასვლითი სერვისების მიწოდებით 2022 წელს
ისარგებლა 1366-მა ბენეფიციარმა. თითოეული ინიციატივა, რომელიც დღეს
ქვეყანაში ხორციელდება თანხვედრიაშია ადგილობრივ პოლიტიკურ და
საკანონმდებლო გარემოსთან და სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ
პრიორიტეტებთან, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომით მორგებულია
თითოეული მოქალაქის საჭიროებებზე.
საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ რომ ამერიკელი ხალხისგან და ევროკავშირისგან
ფინანსდება სახელმწიფოს არა ერთი პროგრამ და პროექტი: იხილეთ ქვემოთ
ბმულზე: https://drive.google.com/file/d/1NtEvWYPmItUE9yjpMZeJt4m_qqx_ZbsU/view?fbclid=IwAR1RDFfc84lwzFpUZaNS6T_6Rvb4xDNZbyhuVThl8jeT5OF0UD5MKVp7uo8

ასევე შეგიძლიათ იხილოთ პარლამენტის და საჯარო უწყებების ვებ–გვერდის
ბოლოს თანდართული: ვებ–გვერდი შექმნილია USAID ის მხარდაჭერით.