საკუთარი დამოკიდებულებების გააზრება
სოციუმში ცხოვრებისას შესაძლოა ჩვენი დამოკიდებულებები საზოგადოებრივი ნორმებისა და სტერეოტიპების გავლენის ქვეშ მოექცეს.
ეს, ფაქტობრივად, გარდაუვალია – გარკვეული დოზით ნებისმიერ ჩვენგანი იღებს და შემდეგ გამოხატავს საყოველთაოდ აღიარებულ სტერეოტიპებს. ძალადობა, ან სხვების ჩაგრვისადმი გულგრილობა, უკვე ნიშნავს რომ ჩვენ მოვექეცით კონკრეტული სტერეოტიპების ქვეშ. ზოგჯერ შეიძლება ვამჩნევდეთ რომ გარკვეული საზოგადოებრივი ნორმა ან სტერეოტიპი საზიანოა, მაგრამ, ეჭვი გვეპარებოდეს რამდენად შეგვიძლია უშუალოდ ჩვენ მდგომარეობის გამოსწორება.
იმისათვის რომ დავუპირისპირდეთ ჩვენ გარშემო არსებულ სტერეოტიპებს, უნდა გვქონდეს თავდაჯერებულობა და უნარი, დავინახოთ, რა გავლენას ახდენს ეს სტერეოტიპები ჩვენს არჩევანის თავისუფლებასა და განვითარებაზე.
პირადი ღირებულებებისა და დამოკიდებულებების გასააზრებლად და საზოგადოებაში დამკვიდრებული დოგმების კრიტიკულად შესაფასებლად, მაგალითად, საკუთარ თავს შეიძლება დავუსვათ მსგავსი კითხვები:
★ ხომ არ ვფიქრობ რომ ზოგიერთი ემოცია, მაგ. სიბრაზე ან სინაზე, მხოლოდ ერთი სქესისთვისაა შესაფერისი/დამახასიათებელი?
★ ხომ არ გამოვიტანე დასკვნა, რომ გოგონებსა და ბიჭებს აქვთ განსხვავებულ ინტელექტუალური შესაძლებლობები?
★ ხომ არ ვუსმენ ადამიანს უფრო ყურადრებით თუ ის არის გოგო/ბიჭი?
★ რა საფუძველზე განმივითარდა ამგვარი შეხედულებები? სად მოხდა ამ შეხედულებების ფორმირება?
ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ გადაწყვეტილებებს და გამოვხატავთ ემოციებს კონკრეტული ადამინებისა თუ მოვლენების მიმართ. ძირითადად ეს სპონტანურად ხდება, ამიტომ, არ ვუფიქრდებით რამდენად სამართლიანი ან ეთიკურია ჩვენი დამოკიდებულება, ან სხვა რა გადაწყვეტილების მიღება შეგვეძლო.
იმისათვის რომ მოვახერხოთ დისკრიმინაციასთან გამკლავება, პირველ რიგში საჭიროა შევძლოთ მისი შემჩნევა, როგორც საკუთარ თავებში, ისე გარშემომყოფებში.