Search
Close this search box.

სექსი, ორსულობის დროს

სექსი, ორსულობის დროს

🔸სექსი, ორსულობის დროს

ორსულობის დადგომისთანავე ქალის სექსუალური ცხოვრება იცვლება. მომავალ დედებს განსხვავებული დამოკიდებულებები აქვთ სექსის მიმართ – ზოგს მოთხოვნილება უმძაფრდება, ზოგი კი გაურბის სქესობრივ ცხოვრებას. კვლევებმა დაადასტურა, რომ სექსი ორსულობის დროს უსაფრთხოა, თუკი არ არსებობს სამედიცინო ჩვენება. 

ექიმების რეკომენდაციით, ორსულობის პირველი სამი და ბოლო ორი თვის განმავლობაში სასურველია სქესობრივი კონტაქტისგან თავშეკავება, ან მისი შემცირება. საუკეთესო პერიოდად ორსულობის მეორე ტრიმესტრი (13-დან 27 კვირამდე) ითვლება. კვლევებმა დაადასტურა ისიც, რომ ორსულობის დროს სექსი, ან მისგან თავშეკავება ბავშვის წონაზე და ჯანმრთელობაზე გავლენას არ ახდენს.

I ტრიმესტრი (1-13 კვირა)

სტატისტიკურად, ორსულების 10-დან მხოლოდ ორ შემთხვევაში ქალის სქესობრივი ლტოლვა მატულობს ან იგივე რჩება. ქალების უმეტესობას უქვეითდება ლიბიდო, ქალი ხდება მოდუნებული, აპათიური, ზოგჯერ გაღიზიანებული. ცხადია, ასეთ პირობებში შეიძლება სურვილი არ ჰქონდეს სექსუალური ურთიერთობის. ამიტომ, მამაკაცმა უნდა გაუგოს მეწყვილეს.. გარდა ამისა, არსებობს სამედიცინო ჩვენება, რომელიც ქალის სურვილის შემთხვევაშიც კი კრძალავს სქესობრივ ცხოვრებას, როგორც პერიოდულად, ასევე შესაძლებელია მთელი ორსულობის განმავლობაში.

II ტრიმესტრი (13-26 კვირა)

ამ პერიოდში ორსულობის მრავალი გართულება გადალახულია. თუ სამედიცინო ჩვენება არ არის, ექიმები რეკომენდაციას უწევენ სქესობრივ აქტივობას. ორსულობის შუა პერიოდი საუკეთესოა სექსით დაკავებისათვის. მუცელი ჯერ კიდევ არ არის დიდი, ამიტომ სექსისათვის თითქმის ყველა პოზა ნებადართულია. ჩავლილია ადრეული ტოკსიკოზიც და არაფერი უშლის ხელს ქალს მიიღოს სიამოვნება სექსით.

III ტრიმესტრი (27-40 კვირა)

მომავალი დედა ნერვიულობს მშობიარობის ვადის მოახლოების გამო. მატულობს შიში, რომ არ ავნოს ნაყოფს. ამ დროს ქალი მატულობს წონაში, აქვს ტკივილი წელის არეში. ბევრი ქალისთვის ადრე სასიამოვნო ინტიმური სიახლოვე ხდება ზედმეტად დამტვირთავი. ამ დროს მამაკაცი სასურველია მამაკაცი გაგებით მოეკიდოს სიტუაციას და გამოიჩინოს მაქსიმალური მზრუნველობა.
თუმცა, ზოგიერთი ქალი ორსულობის ბოლომდე თავს მშვენივრად გრძნობს. ვადის მიუხედავად თავად აქვს სურვილი დაკავდეს სექსით. ასეთ შემთხვევაში არ ღირს შეზღუდვა და ბავშვის გამო ნერვიულობა, რადგანაც ნაყოფი კარგადაა დაცული სანაყოფო წყლებით და სანაყოფო გარსებით – საშვილოსნოში. მას ჯერ კიდევ არ ესმის რა ხდება მის გარეთ სამყაროში თუმცა ის გრძნობს დედის განწყობას, ამიტომ ორსულობის დროს ქალის ემოციურ მდგომარეობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

მომზადებულია ჰერა ХХI-ს მიერ.