Search
Close this search box.

სექსუალობა და კულტურა

სექსუალობა და კულტურა

 🔸სექსუალობა და კულტურა

კულტურის ჭრილში განასხვავებენ სექსუალობის რამდენიმე კლასიფიკაციას. ზოგადი დაყოფით, არსებობს ორი ძირითადი ტიპი:

  • ანტისექსუალური – მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ შუა საუკუნეების ევროპა, სადაც სექსუალობა ცოდვასთან ასოცირდებოდა. ქორწინების ფარგლებშიც კი სქესობრივი ურთიერთობები მნიშვნელოვნად შეზღუდული იყო.
  • პროსექსუალური – მაგ. პოლინეზიელი ხალხის კულტურა სადაც სექსუალობა და ეროტიზმი ღიადაა წახალისებული.

გარდა ამ ორი ძირითადი ტიპისა, განიხილავენ სექსულობის შემდეგ ტიპებს:

  • აპოლონის ტიპი – მაგ. იაპონია, სადაც სექსი განიხილება როგორც ბუნებრივი მოთხოვნილება. სექსუალურ ურთიერთობებზე აქ არანაირი ტაბუ არ არის.
  • ლიბერალური ტიპი – შემწყნარებლური ტიპი. სექსი განიხილება როგორც ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი.
  • ორგიასტიული ტიპი – ამ ტიპის მიხედვით სექსი არის სიამოვნების მიღების წყარო. დასაშვებია ნებისმიერ სახის სექსუალური აქტივობა
  • მისტიკურ კულტურათა ტიპი – სექსუალური ქცევა განიხილება როგორც რელიგიური და ფილოსოფიური განწყობის გამოხატულების ინსტრუმენტი.

მომზადებულია ჰერა XXI-ს მიერ