სასწავლო-საინფორმაციო პროგრამის დასახელება:
დისტანციური სწავლება სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის პირველადი მომსახურების მინიმალური პაკეტის შესახებ
სამიზნე ჯგუფები:
ჰუმანიტარულ სფეროში მომუშავე სპეციალისტები, რომლებიც მუშაობენ ჯანდაცვის, ბანაკების ორგანიზებისა და მართვის, ლოჯისტიკის, საზოგადოების მომსახურების, დაცვის და სხვა მიმართულებით, საგანგებო ვითარებაზე რეაგირების ჯგუფებისათვის და სხვა ჰუმანიტარული ორგანიზაცებისათვის,
სასწავლო-საინფორმაციო პროგრამის მიზანი და თემატიკა:
- ფლობს ინფორმაციას სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის პირველადი მომსახურების მინიმალური პაკეტის თითოეული კომპონენტის შესახებ;
- ფლობს ინფორმაციას ჰუმანიტარული კრიზისის დროს სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის პირველადი მომსახურების მინიმალური პაკეტის განხორციელების მნიშვნელობისა დასაციცოცხლოდ აუცილებელი ასპექტების შესახებ;
- ფლობს ინფორმაციას სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის (სრჯ) მართვის, როგორც ზოგადი ჯანმრთელობის მართვის ნაწილის, ჯანდაცვის სექტორის კოორდინირებისა და სხვა სექტორებთან, როგორიცაა უსაფრთხოების უზრუნველყოფის სექტორი, კოორდინირების მნიშვნელობის შესახებ;
- ფლობს ინფორმაციას ჯანდაცვის სექტორში, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის (სრჯ)ხელმძღვანელი უწყების/კოორდინატორის როლებისა და ფუნქციების შესახებ;
- ფლობს ინფორმაციას ჰუმანიტარული კრიზისის პირობებში, სექსუალური ძალადობის პრევენციის დასექსუალირი ძალადობის მსხვერპლთა საჭიროებებზე რეაგირების მიმართულებით,ჯანდაცვის სექტორის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ;
- ფლობს ინფორმაციას კრიზისის დასაწყის ეტაპზე, პრიორიტეტული ღონისძიებების შესახებ, რომლებიც ხელს უწყობს აივ-ისა და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (სგგი) გავრცელების პრევენციასა და მათთან დაკავშირებული ავადობისა დასიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირებას;
- ფლობს ინფორმაციას კრიზისის დასაწყის ეტაპზე გასატარებელი პრიორიტეტული ინტერვენციების შესახებ, დედათა და ბავშვთა ავადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელთა შემცირების მიზნით;
ფლობს ინფორმაციას დაუგეგმავი ორსულობების პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებებზე; - ფლობს ინფორმაციას კრიზისების დროს უსაფრთხო აბორტის მომსახურებაზე წვდომის უზრუნველყოფის შესახებ;
- ფლობს ინფორმაციას როგორ არის შესაძლებელი სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის პირველადი მომსახურების მინიმალური პაკეტით გათვალისწინებული მარაგების შეკვეთა საერთაშორისო დონეზე და მათი მოპოვება ადგილობრივად;
საგანმანათლებლო მეთოდები:
სასწავლო-საინფორმაციო მოდული
დამხმარე ლიტერატურაზე მუშაობა
სასწავლო-საინფორმაციო პროგრამა მომზადდა არასამთავრობო ორგანიზაცია ასოციაცია ჰერა – XXI – ის ინიციატივითა და რესურსით, საერთაშორისოდ აღიარებული „ჰუმანიტარული კრიზისის პირობებში რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვის საკითხებზე უწყებათაშორისი საველე სახელმძღვანელოს“ გამოყენებით (2018 წლის ვერსია)
ვებ-გვერდზე: www.iawg.net/iafm.