Search
Close this search box.

ელექტრონული სასწავლო კურსი თანასწორ განმანათლებლებისთვის – “ყველაფერი ერთ სასწავლო კურსში”

ელექტრონული სასწავლო კურსი თანასწორ განმანათლებლებისთვის – “ყველაფერი ერთ სასწავლო კურსში”

 სასწავლო კურსის დასახელება:  

 ელექტრონული სასწავლო კურსი თანასწორ განმანათლებლებისთვის – “ყველაფერი ერთ სასწავლო კურსში”

ტრეინინგის სამიზნე ჯგუფები:

  • თანასწორ-განმანათლებლები
  • მასწავლებლები 
  • არაფორმალური განათლების მუშაკები

ტრეინინგი  მოიცავს შემდეგ თემებს:

  • სექსუალური უფლებები და კეთილდღეობა,როგორც ადამიანის უფლებების განუყოფელი ნაწილი;
  • სქესობრიოვი ჯანმრთელობის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის მხარდაჭერა;
  • სხეული სქესობრივი სიმწიფე და  რეპროდუქცია;
  • სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა;
  • სქესობრივი ცხოვრების ფსიქო-ფიზიოლოგია,ფსიქო-სექსუალური განვითარება,სექსუალური  ქცევა;
  • სქესობრივი აქტი სექსის მოტივაციები;
  • სექსუალური ძალადობა;
  • ინტერპერსონალური ურთიერთობები;
  • სქესი და გენდერი.

საგანმანათლებლო მეთოდები:

  • აუდიო პრეზენტაცია;
  • მინილექცია;
  • დამხმარე ლიტერატურა;
  • შეფასება ,უკუკავშირი

ტრეინინგის გავლის შემდეგ მონაწილე ფლობს ინფორმაციას:

კურსის საშუალებით თქვენ შეიტყობთ დეტალურ ინფორმაციას რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ, რომელიც ასევე განხილული იქნება უფლებრივ ჭრილში – რეპროდუქციული უფლებები, როგორც ადამიანის უფლებების განუყოფელი ნაწილი. ეს საკითხი დეტალურად იქნება განხილული  პირველ თავში, რომლის საშუალებითაც გაეცნობით ადამიანის უფლებებს და მის ერთ-ერთ განუყოფელ ნაწილს – სქესობრივ და რეპროდუქციულ უფლებებს, რომელთა ცოდნა აუცილებელია ყოველდღიურ ცხოვრებაში. სქესობრივი და  რეპროდუქციული უფლებების ზედმიწევნით კარგად გააზრება დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ უფლებების დარღვევის შემთხვევები როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე მიაწოდოთ შესაბამისი ინფორმაცია სხვებს:თანატოლებს, კოლეგებს, დაიტერესებულ ჯგუფებს, სტუდენტებს. სქესობრივი და რეპროდუქციული უფლებების ცოდნა აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ იფიქროთ, რამდენად არის დაცული თქვენი გარშემომყოფების უფლებები, რამდენად მიუწვდებათ მათ ხელი რეპროდუქციულ სერვისებზე, ხომ არ აქვს ადგილი დისკრიმინაციას, ან რა სახის დისკრიმინაციას აწყდებიან ისინი ყოველდღიურ ცხოვრებაში, რამდენად ნაცნობია მათთვის გენდერული ნიშნით ჩაგვრის შემთხვევები, რას აკეთებენ ისინი უფლებების დასაცავად, რამდენად სრულფასოვან ინფორმაციას ფლობენ და საზოგადოდ, რამდენად არიან მზად ამ თემებზე ღიად  ისაუბრონ. ეს საკითხები, სხვა მომიჯნავე თემატიკასთან ერთად განხილულია კურსის მეორე თავში. მესამე თავი უშუალოდ რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებს ეთმობა, საიდანაც გაიგებთ მეტს რეპროდუქციის მნიშვნელობის, მოწიფულობის – გარდატეხის ასაკის ცვლილებების, ნაყოფიერებისა და უნაყოფობის პრობლემაზე, ასევე – ორსულობის, მშობიარობისა და მშობიარობის შემდგომი პერიოდის შესახებ. მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას სქესობრივი განვითარების ეტაპების შესახებ როგორც ქალების, ისე მამაკაცებისთვის. მეტი ყურადღება იქნება დათმობილი ნაყოფიერებაზე და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე, როგორიცაა მენსტრუაციული ციკლი, განაყოფიერება, უნაყოფობის პრობლემა და გადაჭრისთანამედროვე გზები.
კურსის მეოთხე თავში მოცემულია ინფორმაცია რეპროდუქციული ჯანმრთელობის ისეთ ასპექტებზე, როგორებიცაა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, მათ შორის აივ-ინფექცია და შიდსი, მათგან თავდაცვის საშუალებები, კონტრაცეპტივები და მათი გამოყენების მნიშვნელობა და გზები, აბორტი, რომელიც განხილული იქნება როგორც სამედიიცნო, ისე კანონმდებლობის კუთხით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ისეთი პრობლემის სოციალურ და ფსიქოლოგიურ ასპექტებს, როგორგიცაა ცხოვრება აივ- ინფექციით და შიდსით. კურსის მთავარი მახასიათებელი არის ის, რომ ყოველი საკითხი მოცემულია სხვადასხვა, მომხმარებელზე მორგებული ფორმით: მინი-ლექციების, პრეზენტაციების თუ ცოცხალი შემთხვევების საშუალებით. სხვადასხვა ფორმატით წარმოდგენილი საინფორმაციო მასალა ერთმანეთის მსგავსია, თუმცა ამავდროულად ერთმანეთის დამატებას წარმოადგენს და სასურველია ყოველ მათგანს გაეცნოთ, ასე მაგალითად, ინფორმაციას აბორტის შესახებ მიიღებთ როგორც საინფორმაციო ფურცლიდან და კიდევ უფრო ვრცლად – პრეზენტაციიდან, ისე მინილექციიდან. საკითხის საფუძვლიან შესწავლასა და გააზრებაში კი უთუოდ დაგეხმარებათ ცოცხალი ისტორიების და დამატებითი მასალის წაკითხვა, რომელიც ყოველ ქვეთავს თან ახლავს. ტესტი, რომელიც კურსის დასაწყისშია წარმოდგენილი, დაგეხმარებათ შეაფასოთ თქვენი ცოდნა და უკეთ დაგეგმოთ სწავლების პროცესი – ყურადღება მიაქციოთ იმ საკითხებს, რომელთა შესახებ ნაკლებ ან არაზუსტ ინფორმაციას ფლობთ. საბოლოო ტესტი კი დაგეხმარებათ შეძენილი ცოდნის შეფასებაში.

 

სასწავლო კურსის დასრულების შემდგომ გაიცემა სერთიფიკატი

 

სასწავლო კურსი ადაპტირდა და მომზადდა ასოციაცია “ჰერა-XXI “ინიციატივით.დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. www.hera-youth.ge 

კურსზე მუშაობდა:

ინა ვაჩიბერიძე

ლია ნატრიაშვილი

კურსზე რეგისტრაცია