პოზიტიური გამოცდილებისა და ექსპერტული ცოდნის გაზიარებით ასოციაცია ქმნის გენდერულ თანასწორობაზე დაფუძნებულ, სოლიდარულ და ჰარმონიულ საზოგადოებას, რომელშიც თითოეული ინდივიდის უფლება დაცული და რეალიზებულია.
ასოციაცია HERA XXI უზრუნველყოფს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების რეალიზებას, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე მოხალისეობრივი მოძრაობის განვითარებას მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირებით, ყოვლისმომცველი განათლებითა და მაღალხარისხიანი სრჯ სერვისების მიწოდებით.
გენდერული თანასწორობა; სოციალური სამართლიანობა; მოხალისეობა; ახალგაზრდებზე ორიენტირებული მიდგომა; ტექნოლოგიები და ინოვაციები; გამჭვირვალობა; მრავალფეროვნება და ინკლუზიურიობა;
ადამიანებზე ორიენტირებული ზრუნვა: გენდერულად მგრძნობიარე, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული, მაღალი ხარისხის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ყველასთვის
სექსუალობის დღის წესრიგის წინსვლა: ქვეყნის სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური გარემოს გაძლიერება გენდერული თანასწორობის, ყოვლისმომცველი სექსუალური განათლებისა და უნივერსალური სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირების გზით ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.
სოლიდარობა ცვლილებისთვის: პოზიტიური გავლენის განმტკიცება მოხალისეთა მოძრაობის გაძლიერებით, სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებით და სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობით
გავზარდოთ ჩვენი ორგანიზაცია: ასოციაციის მდგრადობისა და მედეგობის უზრუნველყოფა
Copyright © 2024 HERA XXI. All rights reserved. Created by MEDIAHUB