Search
Close this search box.

უნარების გაძლიერება და ინდივიდუალური საკონსულტაციო მომსახურეობა სოციალურ მეწარმეობაზე

უნარების გაძლიერება და ინდივიდუალური საკონსულტაციო მომსახურეობა სოციალურ მეწარმეობაზე

უნარების გაძლიერება და ინდივიდუალური საკონსულტაციო მომსახურეობა სოციალურ მეწარმეობაზე

ორგანიზაციის შესახებ

არასამთავრობო ორგანიზაცია ასოციაცია „ჰერა ოცდაერთი“ 1998 წლიდან აქტიურად მოღვაწეობს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების სფეროში. უზრუნველყოფს სექსუალურ და რეპოდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და სერვისებზე ხელმისაწვდომობას. ქვეყანაში სრჯუ საკითხების მიმართ ჯანსაღი გარემოს შექმნასა და დამკვიდრებას.

ასოციაცია „ჰერა ოცდაერთი“ აცხადებს კონკურსს ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის შერჩევაზე ქვემოთ მითითებული სამუშაოს შესრულების მიზნით:

მიმოხილვა

სოციალური მეწარმეობა ახალი, მაგრამ საკმაოდ სწრაფად მზარდი სექტორია საქართველოში. მას უკვე ხელშესახები წვლილი მიუძღვის მწვავე საზოგადოებრივი გამოწვევების მოგვარებაში.მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების აქტიური ადვოკატირების შედეგად, სოციალური მეწარმეობის კონცეფცია უფრო და უფრო პოპულარული ხდება და ასევე, იზრდება სოციალურ საწარმოთა რაოდენობაც, ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული საკანონმდებლო და პოლიტიკური ჩარჩო.

არსებული საერთაშორისო და უკანასკნელი 10 წლის საქართველოში დაგროვებული გამოცდილებების ანალიზის საფუძველზე ასოციაცია ჰერა ოცდაერთი სოციალურ მეწარმეობას განიხილავს, როგორც მოქალაქეთა მოწყვლადი ჯგუფის მხარდაჭერისა და ინოვაციის ხელშემწყობ მექანიზმს, ორგანიზაციის მდგრადობის ელემენტს.

წინამდებარე ტექნიკური დავალების მიზანია კონსულტანტის შერჩევა, რომელიც შეძელებს ერთის მხრივ გააძლიეროს ორგანიზაციის შტატის უნარები სოციალური მეწარმეობის საკითხებზე, ხოლო მეორეს მხრივ შეიმუშავოს და განახორციელოს ორგანიზაციის საჭიროებებზე მორგებული ინდივიდუალური საკონსულტაციო მომსახურების პაკეტი, გადაწყვეტილების მიღებიდან ბიზნეს გეგმამდე.

ანგარიშვალდებულება

 

ასოციაცია ჰერა ოცდაერთი

 

საჭირო კვალიფიკაცია და კომპეტენციები

 

აპლიკანტს უნდა გააჩნდეს:

 

სოციალური მეწარმეობის პრინციპების და სხვადასხვა მეთოდების კარგი ცოდნა

მინიმუმ 5 წლის ბიზნეს გეგმაზე მუშაობის გამოცდილება

მინიმუმ 5 წლის გამოცდილება სხვადასხვა სექტორებისთვის მსგავსი ტრენიგნების ჩატარების სფეროში

მონაწილეობის მიღება:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე/ორგანიზაციის პროფილი, ტრენინგის მოდული, შესაბამის გამოცდილებაზე დაფუძნებული ბიუჯეტი (ტრენერის ჰონორარი, საკონსულტაციო მომსახურების ჰონორარი) ტრენერების რეზიუმეებს თან უნდა დაერთოს 3 რეკომენდატორის სახელი და საკონტაქტო ინფორმაცია. გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი შემოთავაზება ელ. ფოსტაზე:

 

E-mail: xxihera@gmail.com

 

ინფორმაციის გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2021 წლის 26 სექტემბერი. დაგვიანებული საკონკურსო წინადადებები არ მიიღება.