Search
Close this search box.

განათლება

WWW.EHERA.GE

საინფორმაციო საგანმანათლებლო სესიები

ტრენინგები პროფესიული ჯგუფებისთვის

ვებინარები და ონლაინ ჩართვები

განათლება

ყოვლისმომცველი სექსუალური განათლების მიწოდება ახალგაზრდებისა და პროფესიული ჯგუფებისათვის ჯერ კიდევ გამოწვევას წარმოადგენს საქართველოსთვის. აღნიშნული განპირობებულია საზოგადოებაში გავრცელებული ცრურწმენებითა და სტერეოტიპებით, ეფექტური ტრენინგებისა და შესაბამისი მასალის ქართულ ენაზე არ არსებობით. ასოციაცია HERA XXI თავისი საქმიანობით ხელს უწყობს ყოველწლიურად ისეთი აქტივობების განხორციელებას, რომელიც შეამცირებს ზემოთ ხსენებულ ხარვეზებს და ხელს შეუწყობს საზოგადოებისათვის ყოვლისმომცველი სექსუალური განათლების მიწოდებას, როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების მიმართულებით.

ფ ო რ მ ა ლ უ რ ი გ ა ნ ა თ ლ ე ბ ა

ასოციაცია HERA XXI-მა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრთან ერთად სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში შექმნილი მასწავლებელთა ეროვნული აკრედიტებული ონლაინ კურსი ფარგლებში, გადაამზადა სამოქალაქო განათლების, ბიოლოგიისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებლები. კურსი წარმატებით დაასრულა 20-მა მასწავლებელმა.

ასოციაცია HERA XXI-მა სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსთან თანამშრომლობით შეიმუშავა ონლაინ-ტრენინგ მოდულს “ახალგაზრდების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და მისი მნიშვნელობა“ მასწავლებლებისთვის.

სასწავლო ონლაინ-ტრენინგ მოდულის შემუშავების წინაპირობას წარმოადგენდა საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული „2020-2023 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფცია“, რომელიც განსაზღვრავს ახალგაზრდული პოლიტიკის პრიორიტეტებს მომდევნო 10 წლის მანძილზე, კონცეფციის სტრატეგიული პრიორიტეტების განხორციელება. ამ მიზნით, 2022 წლის დეკემბერში დამტკიცდა „სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია 2025“ და მისი სამოქმედო გეგმა 2022-2023 წლებისთვის.

ა რ ა ფ ო რ მ ა ლ უ რ ი გ ა ნ ა თ ლ ე ბ ა
  • თანასწორ-განმანათლებელთა კომპონენტი

ასოციაციას 20 წელზე მეტია დანერგილი აქვს თანასწორი-თანასწორს  მიდგომა. ასოციაცია “ჰერა ოცდაერთის” მიერ “თანასწორი-თანასწორს” მეთოდოლოგიით 700-მდე ახალგაზრდა გადამზადდა და ჩატარდა 5000-ზე მეტი საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა თბილისის, იმერეთის, კახეთის, სამეგრელოს, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის სოფლებსა და ქალაქებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის მათ შორის იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ დასახლებასა და საზღვრისპირა რეგიონში.საინფორმაციო-საგანმანათლებლო სესიები მიმდინარეობს როგორც ონლაინ, ასევეპირისპირ რეჟიმში, რაც მას დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის მეტად ხელმისაწვდომსა და ეფექტურს ხდის. ასოციაცია ახალგაზრდების გადამზადებისთვის სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსს იყენებს, მათ შორისაა სახელმძღვანელო „ყველაფერი ერთ სასწავლო კურსში“, რომელიც შემუშავდა და ადაპტირდა UNAIDS-ის, WHO-ს, WAS-ის და UNESCO-ს სტანდარტების შესაბამისად.

  • საინფორმაციო-საგანმანათლებლო რესურსი განათლების სისტემისთვი

2023 წელს, ასოციაცია ,,HERA XXI“ AMAZE-ს საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი მეორედ გახდა. ასოციაციამ პროექტის ფარგლებში AMAZE-ს სადისკუსიო გზამკვლევები, საგაკვეთილო გეგმები და დამხმარე გზამკვლევები, რომელიც UNESCO-ს სტანდარტის შესაბამისადაა შემუშავებული, თარგმნა და ადაპტირება მოახდინა, აღნიშნული რესურსები არის საერთაშორისოდ აპრობირებული, სანდო საინფორმაციო-საგანმანათლებლო რესურსი, რომელიც მომზადდა განათლების სფეროში მომუშავე სპეციალისტებისთვის, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს ყოვლისმომცველი სექსუალური განათლებას მიწოდებას. პროექტის ფარგლებში AMAZE-ს ანიმაციური ვიდეოები ითარგმნა ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენაზე, ჟესტური გახმოვანებით. სწორედ აღნიშნული რესურსების დახმარებით ატარებდნენ ასოციაციის თანასწორ-განმანათლებლები, მოხალისეები, ლიდერები, ახალგაზრდული ჯგუფის წევრები და აქტივისტები საინფორმაციო-საკომუნიკაციო და სადისკუსიო შეხვედრებს ქვეყნის მასშტაბით.