- პოლიტიკის განაცხადი
- ასოციაცია „ჰერა XXI“-ის გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის პოლიტიკის მიზანია ხელი შეუწყოს ქალსა და კაცს შორის თანასწორობას და თანაბარ წვდომას სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების მომსახურებებზე.
- პოლიტიკის ამოცანები
- ქალთა თანაბარი მონაწილეობა: ორგანიზაციის მიზანია უზრუნველვყოს ქალებისა და კაცების თანაბარი მონაწილეობა ასოციაციის სამუშაო პროცესებში.
- ქალთა და გოგონების უფლებები: ორგანიზაცია ცდილობს მხარი დაუჭიროს ქალებსა და გოგოებს, მათი უფლებების რეალიზებაში.
- გენდერული უთანასწორობის შემცირება: ორგანიზაცია სამუშაოებს ახორციელებს გენდერული უთანასწორობის შესამცირებლად სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების მომსახურებებზე წვდომის კუთხით.
- გენდერული როლებისა და უთანასწორობის გაცნობიერება: ასოციაცია „ჰერა XXI“-ი აღიარებს, რომ გენდერულ როლებსა და უთანასწორობაზე გავლენას ახდენს კანონები, კულტურა, სოციალური სტრუქტურები და ოჯახის წევრებს შორის არსებული ურთიერთობები. გოგონებისა და ბიჭების როლებისა და ღირებულებების შესახებ შეხედულებები და დამოკიდებულება განსხვავდება კულტურებისა და დროის ჭრილში, რაც ხშირად გამოიხატება კაცებისა და ბიჭების უპირატესობაში, როდესაც საქმე ეხება რესურსების კონტროლსა და გადაწყვეტილებების მიღებას. ორგანიზაცია მიზნად ისახავს ამ უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლასა და მის აღმოფხვრას.
- პრინციპები
- გენდერული თანასწორობა გამჭოლი თემაა და, როგორც ასეთი, უნდა განიხილებოდეს ასოციაცია „ჰერა XXI“-ის პოლიტიკის, პროგრამებისა და პროექტების განუყოფელ ნაწილად. გენდერულ თანასწორობასთან, როგორც გამჭოლ თემასთან, დაკავშირებული საკითხების მართვა, მოითხოვს ქალებისა და კაცების შეხედულებების, ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებას, ორგანიზაციის მიერ განსახირციელებელი აქტივობების დაგეგმვისას, რაც ემსახურება ქალებსა და კაცებს შორის უფრო თანაბარი ურთიერთობების ხელშეწყობას.
- გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა მოითხოვს იმის აღიარებას, რომ ყველა პოლიტიკა, პროგრამა და პროექტი განსხვავებულად ზემოქმედებს ქალებსა და კაცებზე. ქალებსა და კაცებს განსხვავებული პერსპექტივები, საჭიროებები, ინტერესები, როლები და რესურსები გააჩნიათ – და ეს განსხვავებები შეიძლება ასევე განმტკიცებული იყოს კლასის, რასის, თემის, ეთნიკურობისა ან ასაკის საფუძველზე. ორგანიზაციის მიერ გატარებული პოლიტიკა და განხორციელებული პროგრამები და პროექტები უნდა ითვალისწინებდეს ქალებისა და კაცების განსხვავებებულ გამოცდილებასა და სიტუაციებს.
- გენდერული თანასწორობის მიღწევა არ ნიშნავს იმას, რომ ქალები კაცების მსგავსი გახდებიან. თანასწორობა ნიშნავს იმას, რომ კაცებიც და ქალებიც თანაბრად სარგებლობდნენ ადამიანის უფლებებითა და შესაძლებლობებით.
- ასოციაცია „ჰერა XXI“-ი მიიჩნევს, რომ ყველა ადამიანი უნდა სარგებლობდეს თანაბარი უფლებებით და თავისი წვლილის შეტანის საშუალება ჰქონდეს გენდერული როლებისა და ძალაუფლების გადანაწილების, ასევე გოგონებისა და ქალების მიმართ დამოკიდებულების საფუძველზე გამოვლენილი ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აღმოფხვრაში. დაუშვებელია დისკრიმინაცია შრომის გადანაწილების, განათლებისა და სოციალიზაციის სფეროებში. არც ერთი ადამიანი არ უნდა იყოს ძალადობის მსხვერპლი. ასოციაცია „ჰერა XXI“-ი მოწოდებულია დაიცვას თავისი ფუნდამენტური პრინციპები, რომელიც ეფუძნება დისკრიმინაციის დაუშვებლობის კონცეფციას.
გადასინჯვისა და დამტკიცების თარიღი: 2020 წ.