- შესავალი
- თანასწორობა, მრავალფეროვნება და ინკლუზია „ჰერა XXI“-ის პოლიტიკის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რადგან იგი არის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნებულია ისეთ ძირითად პრინციპებზე, როგორიცაა დისკრიმინაციის დაუშვებლობა, სამართლიანობა და შესაძლებლობების გაფართოება.
- „ჰერა XXI“-ის მოწოდებას წარმოადგენს უკანონო და უსამართლო დისკრიმინაციის აღმოფხვრა და მრავალფეროვანი სამუშაო ადგილების შექმნა, რომლის მნიშვნელობასა და ღირებულებასაც ორგანიზაცია სრულად აცნობიერებს.
- „ჰერა XXI“-ის ღირებულებები, როგორიცაა მრავალფეროვნება და სოციალური ინკლუზია, ვრცელდება ორგანიზაციის ყველა პროგრამასა და მისი მუშაობის ყველა ასპექტზე.
- „ჰერა XXI“-ი დაუშვებლად მიიჩნევს დისკრიმინაციას ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერის, გენდერული იდენტობის ან გამოხატვის, რასის, ეთნიკური ან ეროვნული წარმომავლობის, რელიგიის ან რწმენის, პარტნიორული სტატუსის, ორსულობის ან მშობლის სტატუსის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა მსგავსი პიროვნული სტატუსის საფუძველზე.
- წინამდებარე პოლიტიკა მიზნად ისახავს ჩამოაყალიბოს სახელმძღვანელო პრინციპები და ღირებულებები, რომლებიც ესადაგება „ჰერა XXI“-ის საქმიანობის ყველა კომპონენტს. ამგვარად ჩამოყალიბებული სახელმძღვანელო პრინციპები და ღირებულებები უნდა განხორციელდეს შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობისა და პოლიტიკის შესაბამისად.
- მიზანი და გამოყენების სფერო
2.1 „ჰერა XXI“-ის მოღვაწეობაში ჩართული ყველა პირის პასუხისმგებლობაა ქმედებების განხორციელება და უზრუნველყოფა იმისა, რომ ორგანიზაციის ფარგლებში და მისი სახელით განხორციელებული ქმედებები ასახავდეს ორგანიზაციის კულტურას და ეფუძნებოდეს ყველა ადამიანის მიმართ პატივისცემით მოპყრობას. წინამდებარე პოლიტიკა განიხილება „ჰერა XXI“-ის სამუშაო ადგილზე პატივისცემით მოპყრობასთან დაკავშირებულ პოლიტიკასთან ერთად. აღნიშნული პოლიტიკა ვრცელდება „ჰერა XXI“-ის საქმიანობაში ჩართულ ყველა მოხალისეზე, წევრზე, მმართველი ორგანოს წარმომადგენელსა და პერსონალზე, ასევე ასოციაციის პარტნიორებზე.
- განმარტებები
- „ჰერა XXI“-ი მიიჩნევს, რომ თანასწორობის ხელშეწყობა გულისხმობს ბარიერების მოხსნას, დისკრიმინაციის აღმოფხვრასა და ყველასთვის თანაბარი შესაძლებლობებისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, როგორც დასაქმების, ასევე „ჰერა XXI“-ის მომსახურებების მიწოდებისა და პროგრამების ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებში ჩართვის თვალსაზრისით.
- „ჰერა XXI“-ი მიიჩნევს, რომ მრავალფეროვნება გულისხმობს განსხვავებების მიღებასა და ყველას დაფასებას. თითოეული ადამიანი არის ინდივიდი, თავიანთი ხილული და უხილავი განსხვავებებით, და, ამგვარი განსხვავებების პატივისცემით, ყველას შეუძლია იგრძნოს თავი დაფასებულად იმ წვლილისთვის, რომელსაც სარგებელი მოაქვს როგორც ინდივიდისთვის, ასევე ორგანიზაციისთვის.
- „ჰერა XXI“-ი მიიჩნევს, რომ ინკლუზია გულისხმობს განსხვავების როგორც სარგებელისა და პერსპექტივების აღქმას, რაც უკეთესი გადაწყვეტილებების საფუძველს წარმოადგენს. ინკლუზიური გარემო არის გარემო, სადაც ყველა გრძნობს თავს დაფასებულად, სადაც ინდივიდუალური წვლილი ღირებულია და სადაც ინდივიდებს შეუძლიათ თავიანთი პოტენციალის სრულად გამოვლენა, განურჩევლად მათი წარმომავლობისა, იდენტობისა თუ სხვა გარემოებებისა.
- განსაკუთრებული მახასიათებლები
4.1 „ჰერა XXI“-ის მიზნებიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მახასიათებლები მოიცავს შემდეგს, თუმცა არა მხოლოდ:
ა) ასაკი,
ბ) სქესი,
გ) სექსუალური ორიენტაცია,
დ) გენდერი, გენდერული იდენტობა და გამოხატვა,
ე) რასა, ეთნიკური და ეროვნული წარმომავლობა,
ვ) რელიგია და რწმენა,
ზ) პარტნიორული სტატუსი,
თ) ორსულობის ან მშობლის სტატუსი,
ი) შეზღუდული შესაძლებლობა,
კ) ჯანმრთელობის მდგომარეობა.
- პრინციპები
- „ჰერა XXI“-ი აღიარებს, რომ თანასწორობა და მრავალფეროვნება არ არის ცნებები, რომლებიც ერთმანეთს ანაცვლებს, არამედ ურთიერთდამოკიდებული ცნებებია. შეუძლებელია თანაბარი შესაძლებლობების შექმნაზე საუბარი, თუ განსხვავება არ არის დაფასებული და აღიარებული.
- „ჰერა XXI“-ი აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას განახორციელოს გონივრული მისადაგება, სადაც ეს შესაძლებელია, რათა უზრუნველყოს სამუშაო ადგილზე და „ჰერა XXI“-ის მიერ ორგანიზებულ აქტივობებში სრული ინკლუზია და მონაწილეობა და მის მიერ შეთავაზებულ მომსახურებებზე თანაბარი წვდომა.
- „ჰერა XXI“-ი აღიარებს იმგვარი კულტურის შექმნის აუცილებლობას, სადაც პრიორიტეტული იქნება თანასწორობა ყველასთვის, განსხვავებები იქნება მიღებული და დაფასებული და წახალისდება ახალი და განსხვავებული აზროვნებისა და სამუშაოს შესრულების გზები.
- „ჰერა XXI“-ი აღიარებს იმის უზრუნველყოფის აუცილებლობას, რომ თანასწორობა და მრავალფეროვნება წარმოადგენდეს მისი სამუშაო პროგრამის განხორციელებისა და პერსონალის, მოხალისეებისა და მმართველი ორგანოების წევრების დაქირავების საფუძველს.
- „ჰერა XXI“-ი უზრუნველყოფს ყველას მიმართ პატივისცემით მოპყრობას და სათანადო ზომების გატარებას, ამ მიმართულებით წარმოქმნილი პრობლემების გადასაჭრელად. თანასწორობის, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის პოლიტიკის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს დისციპლინური პასუხისმგებლობა, მათ შორის სამსახურიდან გათავისუფლება.
- განხორციელება
6.1 მმართველი ორგანოებისა და აღმასრულებელი დირექტორის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყონ, რომ პოლიტიკა, რომელიც აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ მინიმალურ სტანდარტებს, არის სათანადოდ დანერგილი, მის განხორციელებაზე დაწესებულია მონიტორინგი და მისი გადასინჯვა წარმოებს შესაბამისად.
- საჩივრის წამოჭრის პროცედურა
7.1 „ჰერა XXI“-ში არსებობს რამდენიმე არხი, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია საჩივრების წამოჭრა. აღნიშნულ საკითხზე დეტალური ინფორმაცია მოცემულია „ჰერა XXI“-ის საჩივრების წამოჭრის პოლიტიკაში.
- ტერმინების განმარტება
წინამდებარე პოლიტიკა დაუშვებლად მიიჩნევს სხვადასხვა სახის დისკრიმინაციას. დისკრიმინაციის ეს ძირითადი ტიპებია:
- პირდაპირი დისკრიმინაცია
პირდაპირი დისკრიმინაცია არის მოპყრობა, რომელიც პირს, წინამდებარე პოლიტიკით გათვალისწინებული რომელიმე განსაკუთრებული მახასიათებლის გამო, ნაკლებად ხელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს.
პირდაპირი დისკრიმინაცია შეიძლება უკავშირდებოდეს დისკრიმინაციის მსხვერპლის რომელიმე განსაკუთრებულ მახასიათებელს.
იგი ასევე შეიძლება მოიცავდეს პირის ნაკლებად ხელსაყრელ მდგომარეობაში ჩაყენებას, სხვა პირის – პარტნიორის, შვილის ან თანამოაზრის – განსაკუთრებული მახასიათებლების გამო. ამგვარ დისკრიმინაციას, ზოგადად, უწოდებენ დისკრიმინაციას სხვა პირთან კავშირის გამო.
პირდაპირ დისკრიმინაციას შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს, როდესაც პირის ნაკლებად ხელსაყრელ მდგომარეობაში ჩაყენება წარმოებს მცდარად აღქმული განსაკუთრებული მახასიათებლის გამო, მაგალითად, როდესაც ვინმე მიიჩნევა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად ან კონკრეტული ეთნიკური ან გენდერული იდენტობის მქონე პირად. ამგვარ დისკრიმინაციას, ზოგადად, უწოდებენ დისკრიმინაციას ვარაუდის საფუძველზე.
- არაპირდაპირი (ირიბი) დისკრიმინაცია
არაპირდაპირ (ირიბ) დისკრიმინაციას ადგილი აქვს როდესაც ერთი და იგივე მოთხოვნა, პირობა, დებულება ან პრაქტიკა გამოიყენება ან უნდა იქნა გამოყენებული ყველას მიმართ, მაგრამ იგი არაპროპორციულ, უარყოფით გავლენას ახდენს განსაკუთრებული მახასიათებლის მქონე ადამიანთა ერთ ან მეტ ჯგუფზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს ამ მოთხოვნის, პირობის, დებულების ან პრაქტიკის გამოიყენების აუცილებლობა, მისი არაპროპორციული ზემოქმედების მიუხედავად.
8.3 გონივრული მისადაგების შეუსრულებლობა
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად საჭირო გონივრული მისადაგების შეუსრულებლობა ასევე წარმოადგენს დისკრიმინაციას.
8.4 ვიქტიმიზაცია
ვიქტიმიზაცია გულისხმობს პირის მიმართ უთანასწორო მოპყრობას იმის გამო, რომ მან დისკრიმინაციისგან დაცვის მიზნით განცხადებით ან საჩივრით მიმართა შესაბამის უწყებას.
8.5 შევიწროება
შევიწროება არის არასასურველი ქცევა, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის რომელიმე განსაკუთრებულ მახასიათებელთან, როგორიცაა, ასაკი, სქესი, სექსუალური ორიენტაცია, გენდერი, გენდერული იდენტობა ან გამოხატვა, რასა, ეთნიკური ან ეროვნული წარმომავლობა, რელიგია ან რწმენა, პარტნიორული სტატუსი, ორსულობის ან მშობლის სტატუსი, შეზღუდული შესაძლებლობი, ჯანმრთელობის მდგომარეობა ან სხვა მსგავსი პიროვნული სტატუსი, და რომელიც ლახავს ადამიანის ღირსებას ან ქმნის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ გარემოს.
გადასინჯვისა და დამტკიცების თარიღი: 2022 წ.