Search
Close this search box.

საჩივრების წამოჭრის პოლიტიკა

შესავალი

  1. საჩივრებისა და პრობლემების განხილვა, მათზე რეაგირება და მათით ხელმძღვანელობა არის „ჰერა XXI“-ის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის პროცესების მნიშვნელოვანი ნაწილი. საჩივრები, პრეტენზიები და გამოხმაურება საშუალებას აძლევს „ჰერა XXI“-ს, როგორც ორგანიზაციას, იმსჯელოს და დაადგინოს, თუ რა ცვლილებები უნდა განხორციელდეს „ჰერა XXI“-ში. „ჰერა XXI“-ი აღნიშნულ პროცესს სწავლის, განვითარებისა და გაუმჯობესების პოზიტიურ შესაძლებლობად განიხილავს.

 

  1. „ჰერა XXI“-ი მოწოდებულია დაიცვას თავისი მმართველი ორგანოების წარმომადგენლები, მოხალისეები, წევრები და პერსონალი საჩივრების წარდგენასთან დაკავშირებული რაიმე სახის ზიანისგან, მსხვერპლად ქცევისგან, შევიწროებისა ან ჩაგვრისგან. ამგვარი მოპყრობის გამო აღძრული ნებისმიერი საჩივარი სერიოზულად იქნება აღქმული და მისი მართვა განხორციელდება სათანადოდ, შესაბამისი დისციპლინური პროცესის მეშვეობით.

 

ა. „ჰერა XXI“-ი მოწოდებულია მხარი დაუჭიროს კარგი მენეჯმენტის პრაქტიკას და საკუთარი სათქმელის გაჟღერების კულტურას, სადაც მოხალისეებს, წევრებს, წარმომადგენლებსა და თანამშრომლებს შეუძლიათ მათი კოლეგებისა და ხელმძღვანელების ქცევის შესახებ საკუთარი შეშფოთება გააჟღერონ თავდაპირველად არაფორმალურად, რა შემთხვევაშიც ისინი დარწმუნებული იქნებიან რომ მათ მოუსმენენ, მათ მიერ გაჟღერებულ პრობლემაზე კი სათანადო რეაგირებას იქონიებენ, მათი ვიქტიმიზაციის გარეშე.

ბ. წინადმებარე პოლიტიკა მიზნად ისახავს იმ სახელმძღვანელო პრინციპებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებას, რომლებიც „ჰერა XXI“-ის ყველა ასპექტს ესადაგება. მოცემული სახელმძღვანელო პრინციპები და ღირებულებები უნდა დაინერგოს შესაბამისი პოლიტიკის შესაბამისად და შესაბამისი პროცედურების დაცვით.

მიზანი და გამოყენების სფერო

  1. წინამდებარე პოლიტიკა ვრცელდება „ჰერა XXI“-ის ყველა მოხალისეზე, წევრზე, წარმომადგენელსა და პერსონალზე. „ჰერა XXI“-ის პარტნიორები ვალდებულნი არიან, ამ მიმართულებით დანერგილი საკუთარი პოლიტიკისა და პროცედურების გარდა, დაიცვან წინამდებარე პოლიტიკა.

 

განმარტებები

  1. საჩივარი არის უკმაყოფილების გამოხატულება. იგი შეიძლება ეხებოდეს არასწორ პრაქტიკას, „ჰერა XXI“-სგან მიღებულ მომსახურების ხარისხს, „ჰერა XXI“-ის ქმედებას ან უმოქმედებას, ან „ჰერა XXI“-ის მოხალისეების, პერსონალის ან ნებისმიერი პირის ქცევას, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს „ჰერა XXI“-ის მიერ განხორციელებულ აქტივობებში, მათ შორის კონტრაქტორების ქცევას.
  2. „მამხილებელი“ არის ტერმინი, რომელიც გამოიყენება იმ პირის აღსაწერად, რომელიც, საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, აჟღერებს შეშფოთებას სამუშაო ადგილზე არასათანადო პრაქტიკის შესახებ, შესაბამისი პროცედურების გამოყენებით.

 

არასწორი პრაქტიკა

  1. არასწორი პრაქტიკა მოიცავს, მაგრამ არა მხოლოდ, ქვემოთ ჩამოთვლილ საკითხებს:

 

  1. ფინანსური გადაცდომა, მათ შორის ქურდობა, მექრთამეობა, თაღლითობა, ფულის გათეთრება და ფინანსური სახსრების არამიზნობრივად გაცემა;
  2. რაიმე სამართლებრივი ვალდებულების შეუსრულებლობა;
  • ჩაგვრა და შევიწროება, სექსუალური შევიწროების ჩათვლით;
  1. ბავშვების, მოწყვლადი მოზრდილებისა ან ბენეფიციარების შეურაცხყოფა ან ექსპლუატაცია, მათ შორის სექსუალური ხასიათის;
  2. „ჰერა XXI“-ის ქცევის კოდექსის დარღვევა;
  3. პირთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნა ან გარემოსთვის ზიანის მიყენება;
  • არასათანადო ქცევა ან არაეთიკური ქცევა;
  • აქტივობა, რომელიც ორგანიზაციის რეპუტაციას სერიოზულ ზიანს აყენებს;

საჩივრის წამოჭრა

ინციდენტების შესახებ შეტყობინების მიმღები სამსახური

  1. იმ შემთხვევაში თუ შესაძლებელია, საჩივრები წარდგენილი უნდა იქნას „ჰერა XXI“-ის საჩივრის ანონიმურად წარდგენის ფორმატის საშუალებით, „ჰერა XXI“-ის ინციდენტების შესახებ შეტყობინების მიმღები სამსახურის მეშვეობით, რომლის საკონტაქტო დეტალებიც ხელმისაწვდომია „ჰერა XXI“-ის ვებგვერდზე.[1]
  2. მამხილებლებს ასევე შეუძლიათ ინფორმაციის მიწოდება აღმასრულებელი დირექტორისთვის.
  3. ეფექტური ზედამხედველობისა და მონიტორინგის უზრუნველსაყოფად, ასევე საჩივრებზე დაყრდნობით გამოცდილების შესაქმნელად, საჩივრები განიხილება აღმასრულებელი დირექტორის მიერ, ყოველწლიურად, და მათ შესახებ ინფორმაცია მიეწოდება საბჭოს წევრებს.

 

ანონიმური საჩივრები

  1. „ჰერა XXI“-ი გარკვეულ სირთულეებს აწყდება ანონიმურად წარდგენილი საჩივრების განხილვისას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საჩივარი საკმარისად დასაბუთებული არ არის.
  2. პირებს, რომლებსაც არ სურთ საკუთარი ვინაობის გამჟღავნება, შეუძლიათ მოითხოვონ კონფიდენციალურობის დაცვა.

 

სახელმძღვანელო პრინციპები

  1. „ჰერა XXI“-ი უზრუნველყოფს სათანადოდ წარდგენილ საჩივრებზე რეაგირებას შემდეგი პრინციპების დაცვით:

 

სამართლიანობა

  • „ჰერა XXI“-ი მოუსმენს პირს, რომელიც აღძრავს საჩივარს, და გამოყოფს დროს (ერთ თვემდე ვადით) საჩივრის არსის, მიზეზებისა და იმ შედეგების გამოსარკვევად, იმ პირის მოლოდინის გათვალისწინებით, რომელიც აღძრავს საჩივარს.
  • საჩივრები და პრობლემები განიხილება თანმიმდევრულად და პირები, რომლებიც აწარმოებენ მოკვლევას და იღებენ გადაწყვეტილებებს, არიან მიუკერძოებელი. „ჰერა XXI“-ი უზრუნველყოფს, რომ საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული ყველა პროცესი სათანადოდ ითვალისწინებდეს ნებისმიერი იმ პირის საჭიროებებს, რომელთა მიმართაც განხორციელდა არასათანადო მოპყრობა ან რომლებიც იქცნენ შეურაცხყოფის სამიზნედ, და იმ შემთხვევაში, თუ საჩივარი ან პრობლემა უკავშირდება ამგვარ ქმედებას, იმ პირების საჭიროებები, რომელთა მიმართაც განხორციელდა ქმედება, ნებისმიერი საგამოძიებო თუ მოკვლევის პროცესის მთავარ პრიორიტეტად განიხილებოდეს.
  • არც ერთ მოხალისეს, წევრს, პერსონალსა თუ მმართველი ორგანოს წარმომადგენელს არ უნდა მიადგეს რაიმე ზიანი, არ უნდა მოხდეს მათი ვიქტიმიზაცია, შევიწროება ან დაშინება, საჩივრის აღძვრის ფაქტის გამო.
  • თუ პირი იღებს მომსახურებას „ჰერა XXI“-სგან, მის მიერ საჩივრის აღძვრა არ იმოქმედებს მისთვის მიწოდებულ მომსახურებაზე.

კონფიდენციალურობა

  • ინფორმაცია საჩივრის ან პრეტენზიის შესახებ მიეწოდება მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებმაც უნდა იცოდნენ ამის შესახებ, რათა საჩივარსა ან პრეტენზიას სათანადო რეაგირება მოჰყვეს. მომჩივანის ან მამხილებლისა და სავარაუდო დამნაშავეების პერსონალური მონაცემები კონფიდენციალური რჩება.
  • კონფიდენციალურობის დაცვის მოთხოვნის შემთხვევაში, წარმოებს ნებისმიერი ზომის მიღება მის დასაცავად და პიროვნების ვინაობის გამჟღავნება არ წარმოებს მისგან წინასწარი თანხმობის მიღების გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნული ვალდებულება კანონით არის გათვალისწინებული.
  • როდესაც პირის ვინაობა სავარაუდოდ ან აშკარად გამჟღავნდება, ამგვარი გამჟღავნების შედეგები და ნებისმიერი დაცვის ან დახმარების საჭიროება და მოთხოვნა, განიხილება დაინტერესებულ პირთან.
  • „ჰერა XXI“-ი აღიარებს, რომ კონფიდენციალურობის შესახებ შეთანხმებები არ გამორიცხავს პირებს ვინაობის გასაჯაროებას, საზოგადოების ინტერესების დაცვის მოტივით.

გამჭვირვალეობა და ანგარიშვალდებულება

  • „ჰერა XXI“-ი უზრუნველყოფს საჩივრის/პრეტენზიის განხილვისას გამოყენებული პროცესისა და მისი შესაძლო შედეგების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას პროცესში მონაწილე პირებისთვის. „ჰერა XXI“-ი იღებს ვალდებულებას ნებისმიერი მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დაინტერესებულ მხარეებს მიაწოდოს მკაფიო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ახსნა-განმარტებები და მიზეზები.
  • ყველა საჩივარი/პრეტენზია იქნება აღრიცხული და დაექვემდებარება მონიტორინგს, ხოლო საჩივრებთან დაკავშირებული ანონიმური მონაცემები ჩართული იქნება „ჰერა XXI“-ის წლიურ ანგარიშში. „ჰერა XXI“-ის მიერ მიღებულ საჩივრებს/პრეტენზიებსა და მათი განხილვის შედეგად დამდგარ შედეგებს ყოველწლიურად განიხლავს აღმასრულებელი დირექტორი და მასთან დაკავშირებულ ინფორმაციას წარუდგენს მმართველ ორგანოებს.
  • „ჰერა XXI“-ი უზრუნველყოფს, რომ ყველა საჩივრის/პრეტენზიის გამოხმაურება და გამოცდილება გამოყენებული იქნება მომსახურების გაუმჯობესებისა და პერსონალის კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიზნით. „ჰერა XXI“-ი ამ მიმართულებით მიღებული გამოცდილების შესახებ ინფორმაციას კონფიდენციალურად გაუზიარებს მოხალისეებს, წევრებს, მმართველ ორგანოებსა და თანამშრომლებს, შემაჯამებელი ანგარიშის მეშვეობით.

ელმისაწვდომობა

  • „ჰერა XXI“-ი მოწოდებულია მაქსიმალურად გაამარტივოს საჩივრის/პრეტენზიის წარდგენის პროცესი. „ჰერა XXI“-ის ინციდენტების შესახებ შეტყობინების მიმღები სამსახური და „ჰერა XXI“-ის საჩივრის ანონიმურად წარდგენის პროცედურა ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფორმატში: ონლაინ ვებგვერდზე: https://hera-youth.ge/ და მომსახურების მიმწოდებელთა ოთახებთან განთავსებულია სპეციალური ყუთები საჩივრების/პრეტენზიების ინციდენტების შესახებ შეტყობინების მიმღები სამსახურისთვის მისაწოდებლად.

 

ეფექტურობა და დროული რეაგირება

  • „ჰერა XXI“-ი აღიარებს საჩივრებსა და პრობლემებზე დროულად რეაგირების მნიშვნელობას და მიზნად ისახავს შესაბამისი პროცედურისა და ვადების დაცვით გადაჭრას ნებისმიერი პრობლემა. „ჰერა XXI“-ი ვალდებულებას იღებს ყველა დაინტერესებულ მხარეს ინფორმაცია მიაწოდოს პროცესის მსვლელობისა და ნებისმიერი შეფერხების შესახებ.

 

განხორციელება

  • მმართველი ორგანოებისა და აღმასრულებელი დირექტორის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყონ საჩივრების წამოჭრის პოლიტიკის დანერგვა, რომელიც აკმაყოფილებს ზემოთ აღნიშნულ მინიმალურ სტანდარტებს და მისი განხორციელება, მონიტორინგი და გადასინჯვა, მმართველ ორგანოებთან შეთანხმებულ ვადებში.

 

  • „ჰერა XXI”-ი ვალდებულებას იღებს:

ა. უზრუნველყოს, რომ მისი მმართველი ორგანოები, წევრები, პერსონალი, მოხალისეები, ბენეფიციარები და ადგილობრივი თემები ინფორმირებული იყვნენ მოცემული პოლიტიკის შესახებ და იცოდნენ როგორ ისარგებლონ „ჰერა XXI“-ის საჩივრის ანონიმურად წარდგენის პროცედურით.

ბ. უზრუნველყოს, რომ ყველა ხელმძღვანელი ხელს შეუწყობს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც საჩივრების/პრეტენზიების წამოჭრა წახალისებული და მისასალმებელია.

გ. უზრუნველყოს, რომ ყველა საჩივარი სათანადოდ არის რეგისტრირებული და აღრიცხული.

დ. უზრუნველყოს, რომ საჩივრებსა და პრეტენზიებზე რეაგირება სათანადოდ ითვალისწინებდეს ნებისმიერი იმ პირის საჭიროებებს, რომელთა მიმართაც განხორციელდა არასათანადო მოპყრობა ან რომლებიც იქცნენ შეურაცხყოფის სამიზნედ, და იმ შემთხვევაში, თუ საჩივარი ან პრობლემა უკავშირდება ამგვარ ქმედებას, იმ პირების საჭიროებები, რომელთა მიმართაც განხორციელდა ქმედება, ნებისმიერი საგამოძიებო თუ მოკვლევის პროცესის მთავარ პრიორიტეტად განიხილებოდეს.

ე. უზრუნველყოს, რომ მხარდაჭერით სარგებლობა ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისთვის, ვინც დაზარალდა „ჰერა XXI“-ის პერსონალის ან ასოციაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი პირის მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად, მიუხედავად იმისა, მიეცემა თუ არა საქმეს ოფიციალური მსვლელობა და დაიწყება თუ არა შემთხვევის ოფიციალურ დონეზე გამოძიება.

 

გასაჩივრება

  • აღმასრულებელი დირექტორის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ორგანიზაციის საბჭოს წევრებთან, ხოლო საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საერთო კრების წევრებთან.

 

საჩივრები და პრეტენზიები, რომლებიც ეხება ორგანიზაციის უმაღლესი დონის ხელმძღვანელებს

  • მმართველ ორგანოებთან და აღმასრულებელ დირექტორთან დაკავშირებული საჩივრები განიხილება საჩივრების დამოუკიდებელი განხილვის საბჭოს პოლიტიკის შესაბამისად, რომელიც შედგება საერთო კრების სამი წევრისაგან. (საბჭოს ერთი წევრი, ერთი მოხალისე და ერთი თანამშრომელი)

 

საჩივრები და პრეტენზიები, რომლებიც ეხება ორგანიზაციის პარტნიორებს

  • რომელიმე პარტნიორის მიერ დადასტურებული არასწორი პრაქტიკის ან გამოძიების შედეგებისა და რეკომენდაციების განხორციელების ვალდებულებების შეუსრულებლობა ჩაითვლება ამ პარტნიორთან „ჰერა XXI“-ის მიერ დადებული ხელშეკრულების პირობების დარღვევად, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სანქციები და ხელშეკრულების შეწყვეტა.

 

გადასინჯვისა და დამტკიცების თარიღი: 2021 წ.

 

[1] https://hera-youth.ge/