Search
Close this search box.

სამუშაო ადგილზე პატივისცემით მოპყრობასთან დაკავშირებული პოლიტიკა

შესავალი

  1. „ჰერა XXI”-ი ვალდებულებას იღებს ასოციაციის საქმიანობაში მონაწილე პირების მიმართ გამოიჩინოს კეთილსინდისიერი დამოკიდებულება და გამოიყენოს ყველა პირის უნარი და ნიჭი.
  2. „ჰერა XXI“-ი მიიჩნევს, რომ ყველას აქვს უფლება იმუშაოს მაღალპროფესიულ და მხარდამჭერ გარემოში, რომელიც ხელს უწყობს ჰარმონიულ ურთიერთობებს და სადაც სამუშაოს განხორციელება წარმოებს სამართლიანობის, ღირსებისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპების დაცვით.
  3. „ჰერა XXI“-ი ვალდებულებას იღებს უზრუნველყოს ქცევის უმაღლეს სტანდარტების დაკმაყოფილება და მზად არის მიიღოს შესაბამისი ზომები სამუშაო ადგილზე მიუღებელი ქცევის თავიდან ასაცილებლად. „ჰერა XXI“-ისთვის მიუღებელია მოხალისეების, წევრების, წარმომადგენლების ან თანამშრომლების მხრიდან ნებისმიერი პირის მიმართ რაიმე სახის ჩაგვრის ან შევიწროების გამოვლენა. ამ პოლიტიკის ნებისმიერი დარღვევა განიხილება როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი.
  4. სამუშაო ადგილზე პატივისცემით მოპყრობის პოლიტიკა ემსახურება იმ სახელმძღვანელო პრინციპებისა და ღირებულებების დანერგვას, რომლებიც ესადაგება „ჰერა XXI“-ის ყველა კომპონენტს (მმართველი ორგანოები, წევრები, პერსონალი, მოხალისეები). აღნიშნული სახელმძღვანელო პრინციპები და ღირებულებები უნდა დაინერგოს შესაბამისი ეროვნული პოლიტიკის შესაბამისად და შესაბამისი პროცედურების დაცვით.

 

მიზანი და გამოყენების სფერო

  1. წინამდებარე პოლიტიკა მიზნად ისახავს პოზიტიური სამუშაო გარემოს შექმნას, რომელიც ახალისებს პატივისცემით მოპყრობასა და შესაბამის ქცევას და აღკვეთს ყველა სახის მიუღებელ ქცევას, ორგანიზაციის მასშტაბით.
  2. წინამდებარე პოლიტიკა ადგენს „ჰერა XXI“-ის პრინციპებსა და სტანდარტებს, მიუღებელ ქცევასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს ჩაგვრისა და შევიწროების ყველა ფორმას.
  3. „ჰერა XXI“-ის პარტნიორები და ორგანიზაციასთან მომუშავე სხვა იურიდიული პირები ვალდებულნი არიან, ამ მიმართულებით დანერგილი საკუთარი პოლიტიკისა და პროცედურების გარდა, დაიცვან წინამდებარე პოლიტიკა.

 

განმარტებები

უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება გულისხმობს პირის მიერ სამსახურებრივ პოზიციასთან დაკავშირებული გავლენის, ძალაუფლების ან ავტორიტეტის არამართლზომიერ გამოყენებას სხვა კოლეგის ან კოლეგების ჯგუფის წინააღმდეგ. აღნიშნული ქმედება განსაკუთრებით სერიოზულად მიიჩნევა, როდესაც პირი ბოროტად იყენებს ამგვარ გავლენას, ძალაუფლებას ან უფლებამოსილებას, სხვა პირის კარიერაზე ან დასაქმების პირობებზე, მათ შორის, მაგრამ არ მხოლოდ, სამსახურებრივ პოზიციაზე დანიშვნაზე, დავალების შსრულებაზე, კონტრაქტის განახლებაზე, შესრულებული სამუშაოს შეფასებასა ან დაწინაურებაზე უარყოფითი ზემოქმედების მოსახდენად. ამგვარი ქმედება შეიძლება იყოს ერთჯერადი ან მრავალჯერადი. უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება შეიძლება ასევე მოიცავდეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, რომელიც ქმნის მტრულ ან შეურაცხმყოფელ სამუშაო გარემოს, რომელიც მოიცავს, მაგრამ არ მხოლოდ, დაშინების, მუქარის, შანტაჟის ან იძულების გამოყენებას.

 

ჩაგვრა არის შეურაცხმყოფელი, დამაშინებელი, მავნე ან შეუბრალებელი ქცევა, რომელიც გულისხმობს ძალაუფლების ბოროტად ან არასათანადოდ გამოყენებას ისეთი საშუალებებით, რომლებიც ძირს უთხრის, ამცირებს, შეურაცხყოფს ან აზიანებენ პირს, რომლის მიმართაც ხდება ამგავრი ქცევის გამოვლენა.

 

სექსუალური შევიწროება არის სექსუალური ხასიათის მიუღებელი ქცევა, რომლის მიზანია პირის შეურაცხყოფა, დამცირება ან დაშინება ან მტრული, დამაშინებელი ან დამამცირებელი გარემოს შექმნა პირისთვის, რომლის მიმართაც ხდება ამგავრი ქცევის გამოვლენა, ან სხვა პირისთვის ან პირებისთვის, ან რომელიც, გონივრულობის ფარგლებში, პირის ან პირების მიერ, მიჩნეულია როგორც ამგვარი ზემოქმედების მქონე. სექსუალურ შევიწროებას აქვს ადგილი, ასევე მაშინ, როდესაც პირს სთხოვენ დაამყაროს სქესობრივი კავშირი ან ჩაერთოს სექსუალური ხასიათის სხვა ქცევაში, დასაქმების ან დაწინაურების სანაცვლოდ, ან სამუშაოსთან დაკავშირებული რაიმე ზიანის თავიდან ასაცილებლად. სექსუალური შევიწროება მოიცავს ვერბალურ და არავერბალურ ქცევას, მათ შორის ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობას.

მიუღებელი ქცევა არის არასასურველი, მოულოდნელი და არაორმხრივი ქცევა, რომელიც უარყოფითად ზემოქმედებს იმ პირზე, რომლის მიმართაც წარმოებს ამგვარი ქცევის გამოვლენა. ამგვარმა ქცევამ შეიძლება პირს, რომლის მიმართაც წარმოებს მისი გამოვლენა, შეუქმნას დისკომფორტი ან უხრხულობა. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი ქცევის გამოვლენა შეიძლება სხვადასხვა ფორმით მოხდეს, მიუღებელ ქცევად არ შეიძლება მიჩნეული იქნას მიზნების მიღწევისთვის პერსონალის მხარდასაჭერად და წასახალისებლად გამოვლენილი ლეგიტიმური ქმედებები.

 

პრინციპები

  1. „ჰერა XXI“-ი მოწოდებულია უზრუნველყოს ხელშემწყობი გარემო, რომელიც თავისუფალია შევიწროებისგან, დაშინებისა და ჩაგვრისგან, სადაც ყველას ექცევიან ღირსეულად, პატივისცემით და დისკრიმინაციის გარეშე.
  2. „ჰერა XXI“-ი მიიჩნევს, რომ სამუშაო ადგილზე პატივისცემის გარემოს ხელშეწყობა ორგანიზაციაში მომუშავე ყველა ადამიანის პასუხისმგებლობაა. ორგანიზაციის საქმიანობაში ჩართულმა პირებმა პატივი უნდა სცენ ერთმანეთს, მიუხედავად ინდივიდუალური, თანამდებობრივი, სამსახურეობრივ როლებთან თუ ურთიერთობებთან დაკავშირებული განსხვავებებისა.
  • „ჰერა XXI“-ი ახორციელებს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას სამუშაო ადგილზე ჩაგვრის, შევიწროების და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მიმართ. ყველა ინციდენტს ასოციაცია სიღრმისეულად და კონფიდენციალურად განიხილავს. იგი დაუყოვნებლივ გამოიძიებს ამგვარ ქცევის ყველა ბრალდებას. ნებისმიერ პირს, ვის შემთხვევაშიც დადასტურდება, რომ იგი აბუჩად იგდებდა ან ავიწროებდა სხვა პირს ან ბოროტად იყენებდა საკუთარ უფლებამოსილებას, დაეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა, მათ შორის სამსახურიდან დათხოვნა.
  • წინამდებარე პოლიტიკის სავარაუდო ან საეჭვო დარღვევებთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივრები განიხილება საჩივრებზე ზემოქმედების პროცედურების დაცვით, თუ საჩივრის წარმდგენი პირი დაზარალებულ პირს წარმოადგენს, ან სხვაგვარად, „ჰერა XXI“-ის საჩივრების წამოჭრის პოლიტიკი დაცვით.
  • „ჰერა XXI“-ი ვალდებულებას იღებს უზრუნველყოს, რომ მათ, ვისაც სჯერა, რომ მათ მიმართ ხორციელდება ჩაგვრა ან შევიწროება და ამის შესახებ აცხადებს ან საჩივრას აღძრავს, არ მიადგეთ რაიმე ზიანი მსგავსი ფაქტების გაცხადების გამო.

 

განხორციელება

  • მმართველი ორგანოებისა და აღმასრულებელი დირექტორის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყონ იმ პოლიტიკისა და პროცედურების შემოღება და დანერგვა, რომლებიც აკმაყოფილებს ზემოთ აღნიშნულ მინიმალურ სტანდარტებს და ქვემოთ მოცემულ განხორციელების პუნქტებს.
  • მოცემული პოლიტიკის გაცნობა წარმოებს „ჰერა XXI“-ის ქცევის კოდექსთან და საჩივრების წამოჭრის პოლიტიკასთან ერთად.

 

„ჰერა XXI”-ის მმართველი ორგანოები და აღმასრულებელი დირექტორი ვალდებული არიან:  

  • აცნობიერებდნენ საკუთარ პასუხისმგებლობას სამუშაო ადგილზე პატივისცემით მოპყრობის უზრუნველსაყოფად და „ჰერა XXI“-ის ქცევის კოდექსის დაცვაზე;
  • მიიღონ და დანერგონ სამუშაო ადგილზე პატივისცემით მოპყრობის პოლიტიკა ზემოაღნიშნულ პრინციპებზე დაყრდნობით, ეროვნული კანონმდებლობისა და მოთხოვნების შესაბამისად;
  • უზრუნველყონ შესაბამის საჩივრების წამოჭრის პროცედურების დანერგვა, პერსონალის, ასოციაციის წევრების, მოხალისეების მიერ ამ პოლიტიკის ფარგლებში წამოჭრილი ინდივიდუალური პრობლემების სამართავად;
  1. შესთავაზონ მხარდაჭერა იმ პირებს, რომლებიც წინამდებარე პოლიტიკის დარღვევის მსხვერპლებს წარმოადგენენ; მართონ სავარაუდო დარღვევები შესაბამისი პროცედურების გამოყენებით;
  • „ჰერა XXI“-ის მოხალისეებს, წევრებს, წარმომადგენლებსა და თანამშრომლებს შეუძლიათ თავადაც დააფიქსირონ საჩივარი მათი ხელმძღვანელის ან აღმასრულებელი დირექტორის მიერ მათ მიმართ განხორციელებული ჩაგვრისა ან შევიწროების გამო. თუ ისინი აცნობიერებენ, რომ რაიმე მიზეზით არ შეუძლიათ ამის გაკეთება, შეუძლიათ ისარგებლონ „ჰერა XXI“-ის საჩივრის ანონიმურად წარდგენის ფორმატით.

 

  • ჩაგვრისა და შევიწროების შესახებ საჩივრების განხილვა უნდა წარმოებდეს ორგანიზაციის საჩივრების წამოჭრის პოლიტიკის შესაბამისად.

 

დაკავშირებული პოლიტიკა:

  • ქცევის კოდექსი
  • საჩივრების წამოჭრის პოლიტიკა
  • სამუშაო ადგილზე პატივისცემით მოპყრობასთან დაკავშირებული პოლიტიკა
  • კონფიდენციალურობისა და ინფორმაციის გაზიარების პოლიტიკა

 

გადასინჯვისა და დამტკიცების თარიღი: 2021/ 2022 წწ.