Search
Close this search box.

დასაქმების პოლიტიკა

  1. შესავალი

 

  • „ჰერა XXI“-ი ცდილობს იყოს კარგი დამსაქმებელი და უზრუნველყოს უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემო, სადაც აღიარებულია ინდივიდუალური მიღწევები, დაფასებულია გუნდური ძალისხმევა და ვალდებულებების სათანადოდ შესრულება, და სადაც იქმნება კარიერული წინსვლის შესაძლებლობები.
  • წინამდებარე პოლიტიკა ასახავს დასაქმებასთან დაკავშირებულ ციკლს, რაც გულისხმობს როგორც დასაქმებასა ან საქმიანობაში ჩართვას, ასევე დასაქმების შემდგომ ან საქმიანი ურთიერთობის შეწყვეტის შემდგომ პერიოდს.
  • წინამდებარე პოლიტიკა მიზნად ისახავს იმ სახელმძღვანელო პრინციპებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებას, რომლებიც ესადაგება „ჰერა XXI“-ის საქმიანობის ყველა კომპონენტს.
  1. სახელმძღვანელო პრინციპები

 

  • ინდივიდუალურ პირებს, რომლებიც საქმდებიან „ჰერა XXI“-ში, მოეთხოვებათ დემონსტრირება იმისა, რომ მათ სჯერათ და ერთგულებას უცხადებენ იმ პრინციპებსა და მუხლებს, რომლებიც შესულია ოჯახის დაგეგმვის საერთაშორისო ფედერაციის (IPPF) სექსუალური უფლებების დეკლარაციაში. ყველა თანამშრომელმა ხელი უნდა მოაწეროს შრომით ხელშეკრულებას, რომლითაც ისინი ადასტურებენ, რომ თანხმდებიან და იღებენ პასუხისმგებლობასა და ვალდებულებას დაიცვან ქცევის კოდექსით გათვალისწინებული სტანდარტები.
  • მმართველი ორგანოს წევრებს არ აქვთ უფლება ანაზღაურებად პოზიციაზე დანიშვნის განცხადებით მიმართონ ასოციაციას, ვიდრე ისინი არ წარადგენენ განცხადებას თანამდებობიდან გადადგომის შესახებ და ვიდრე ამგვარი განცხადების წარდგენიდან არ გავა მინიმუმ 6 თვე. ანალოგურად, თანამშრომლებს, რომლებსაც სურთ დაიკავონ თანამდებობა, ასოციაციის ხელმძღვანელ ორგანოში, ასევე მოეთხოვებათ მსგავსი პროცედურის დაცვა.
  1. „ჰერა XXI”-ის ღირებულებები

 

  • „ჰერა XXI“-ის ძირითადი ღირებულებები უდევს საფუძვლად იმას, თუ როგორ წარმართავს ასოციაცია საქმიანობას და რა სამუშაო გარემოს სთავაზობს იგი დასაქმებულებს.
  • „ჰერა XXI”-ს მტკიცედ სჯერა, რომ:

 

  1. საჭიროა სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა, რის დემონსტრირებასაც იგი ახდენს არაპრივილეგირებულ პირთათვის მომსახურების მიწოდებისას მათი უფლებების დაცვითა და პატივისცემით, დისკრიმინაციის გარეშე;
  2. მოწადინება და მონდომება ადამიანს მატებს გამბედაობას, ეძიოს და უზრუნველყოს სოციალური სამართლიანობა ყველასთვის;
  • ის მნიშვნელოვანი წვლილი, რომელიც მოხალისეებს შეაქვთ ორგანიზაციის საქმიანობაში, განაპირობებს ორგანიზაციას მისიის შესრულებას;
  1. ანგარიშვალდებულება წარმოადგენს ნდობის ქვაკუთხედს, რაც გამოიხატება სამუშაოს სათანადოდ შესრულებაში, ეთიკის სტანდარტებისა და გამჭვირვალობის დაცვით.

 

თანასწორობა და მრავალფეროვნება დასაქმებასა და დაწინაურებაში

 

3.3 დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპი ვრცელდება პერსონალის დასაქმებასა და დაწინაურებაზე და ასოციაციის საქმიანობაში მოხალისეების, წევრებისა და წარმომადგენლების ჩართვაზე, ორგანიზაციის მასშტაბით. ორგანიზაციის დასაქმებისა და დაწინაურების პრაქტიკა არ უნდა იყოს დისკრიმინაციული, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერის, გენდერული იდენტობის ან გამოხატვის, რასის, ეთნიკური ან ეროვნული წარმომავლობის, რელიგიის ან მრწამსის, პარტნიორული სტატუსის, ორსულობის ან მშობლის სტატუსის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და შშმ პირის სტატუსის ან რაიმე სხვა სტატუსის საფუძველზე.

 

  1. უსაფრთხო დასაქმება

 

  • „ჰერა XXI“-ი მოწოდებულია დაიცვას უსაფრთხო დასაქმების სფეროში აღიარებული საუკეთესო პრაქტიკა, რაც უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით მისი ვალდებულებების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. აღნიშნული ვალდებულების შესრულებას ასოციაცია უზრუნველყოფს შემდეგი ღონისძიებებით:
    1. სამუშაოს მაძიებელთა განაცხადის დეტალური ფორმები და დეტალური სამუშაო აღწერილობა, რომლებიც შეიცავს შესაბამის მითითებებს უსაფრთხოებაზე;
    2. სამუშაოს მაძიებელთა კვალიფიკაციისა და გამოცდილების გადამოწმება;
  • ყოვლისმომცველი ინტერვიუები, რომლებიც ემსახურება დაცვასთან, თანასწორობასა და მრავალფეროვნებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვებას;
  1. სამუშაოს მაძიებელს მოეთხოვება წარმოადგინოს მინიმუმ ორი სარეკომენდაციო წერილი;
  2. ქცევის კოდექსი წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულების ნაწილს;
  3. გადაცდომების გამჟღავნება სამუშაო ადგილიდან გაცემულ ცნობებსა თუ რეკომენდაციებში.
  1. სამართლიანი დასაქმება

 

  • ყველა კანდიდატმა დასაქმებამდე უნდა გაიაროს სტრუქტურირებული, სამართლიანი და თანმიმდევრული პროცესი, რომელიც იქნება გამჭვირვალე, არადისკრიმინაციული და რომლის დროსაც გათვალისწინებული იქნება კანდიდატის კვალიფიკაცია, უნარები და გამოცდილება. კანდიდატების პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალურობა დაცულია მონაცემთა დაცვის შესაბამისი ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად. „ჰერა XXI“-ი უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირის საჭიროებებზე გონივრულ ადაპტირებას, რათა დასაქმების პროცესში არ მოხდეს ამ პირების არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩაყენება.

 

  1. „ჰერა XXI”-ში დასაქმება:

 

  • „ჰერა XXI“-ი აფასებს ასოციაციის საქმიანობაში ჩართულ მოხალისეებს, მის წევრებს, წარმომადგენლებსა და თანამშრომლებს და ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილე ყველა ადამიანს ეპყრობა მათი ღირსების შელახვის გარეშე. „ჰერა XXI“-ი მოხალისეებს, წევრებს, მმართველი ორგანოების წარმომადგენლებსა და პერსონალს უქმნის ისეთი სამუშაო პირობებს, რომლებიც მათ საქმინობის ეფექტიანად განხორციელების საშუალებას აძლევს. „ჰერა XXI“-ი იღებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თანამშრომლებისთვის გონივრული მისადაგების დანერგვის ვალდებულებას. ორგანიზაცია უზრუნველყოფს მტკიცე პოლიტიკის გატარებასა და პროცედურების დანერგვას, რომლებიც ემყარება „ჰერა XXI“-ის დასაქმების პრინციპებს, როგორც ეს ასახულია წინამდებარე დოკუმენტში.

 

დასაქმების პირობები

 

  • „ჰერა XXI“-ი მიზნად ისახავს მოიზიდოს და შეინარჩუნოს საუკეთესო კანდიდატები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ორგანიზაციის წარმატებას. აღნიშნულის მისაღწევად, ორგანიზაციაში დასაქმებულებს იგი სთავაზობს ხელფასებისა და შეღავათების იმგვარ პაკეტს, რომელიც შეესაბამება ამავე სფეროში ადგილობრივად არსებულ საუკეთესო პრაქტიკას.

 

               ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სამუშაო ადგილზე

 

  • ორგანიზაციის საქმიანობაში ჩართული ყველა მოხალისის, წევრის, წარმომადგენლისა და პერსონალის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ასოციაციის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. აღნიშნული მოიცავს ზომების მიღებას დაწყებული უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობების უზრუნველყოფიდან, და დამთავრებული ჰუმანიტარული თუ ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეულ კრიზისულ გარემოში მყოფთა უსაფრთხოებითა და მივლინებით მოგზაურობისას „ჰერა XXI“-ის თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველყოფით. აღნიშნული ვალდებულების შესასრულებლად, „ჰერა XXI“-ი უზრუნველყოფს იმას, რომ ადგილობრივ გარემოზე მორგებული მოგზაურობის უსაფრთხოების პროცედურები ვრცელდებოდეს მის ყველა თანამშრომელზე. აღნიშნული ვალდებულების შესრულების გარანტიას წარმოადგენს ასოციაციის მართვის პოლიტიკა, რომელიც ასახავს იმ ღირებულებებს, რომელიც ორგანიზაციას გააჩნია უსაფრთხოებასა და უშიშროებასთან დაკავშირებით, და რომელშიც მოცემულია დამატებითი მითითებები, უსაფრთხოებისა და უშიშროების მართვის მტკიცე სისტემის უზრუნველსაყოფად.

 

               მოხალისეები, მმართველი ორგანოების წარმომადგენლებისა და პერსონალის კეთილდღეობა

 

  • „ჰერა XXI“-ის საქმიანობაში ჩართული მოხალისეების, წევრების, წარმომადგენლებისა და პერსონალის პირადი და პროფესიული კეთილდღეობა ორგანიზაციის ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს. როგორც პასუხისმგებელი დამსაქმებელი, „ჰერა XXI“-ი აქტიურად მუშაობს ასოციაციაში დასაქმებული პირების, მათ შორის მოხალისეების, წევრებისა და წარმომადგენლების კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

 

                პატივისცემა სამუშაო ადგილზე

 

  • „ჰერა XXI”-ი მუშაობს კეთილსინდისიერად, ნებისმიერი ადამიანის ღირსების დაცვისა და პატივისცემის პრინციპებზე და მიიჩნევს, რომ ყველა ადამიანი უნდა სარგებლობდეს უფლებით იმუშაოს უსაფრთხო და სამართლიან, ყველა სახის მიუღებელი ქცევისგან, მათ შორის ჩაგვრის, შევიწროებისა და სექსუალური შევიწროებისგან თავისუფალ გარემოში. „ჰერა XXI“-ის საქმიანობაში ჩართული მოხალისეების, წევრების, წარმომადგენლების და პერსონალის მხრიდან მსგავსი ქცევის გამოვლენა დაუშვებელია.

 

          თანასწორობა, მრავალფეროვნება და ინკლუზია

 

  • თანასწორობის, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის უზრუნველყოფა „ჰერა XXI“-ის მისიის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, ვინაიდან ორგანიზაცია დაფუძნებულია დისკრიმინაციის დაუშვებლობის, სამართლიანობის უზრუნველყოფისა და შესაძლებლობების გაფართოების პრინციპებზე, და ემსახურება სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვას.
  • „ჰერა XXI“-ისთვის დაუშვებელია დისკრიმინაცია ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერის, გენდერული იდენტობის ან გამოხატვის, რასის, ეთნიკური ან ეროვნული წარმომავლობის, რელიგიის ან რწმენის, პარტნიორული სტატუსის, ორსულობის ან მშობლის სტატუსის, ჯანმრთელობის, შშმ პირის ან სხვა სტატუსის საფუძველზე.
  • „ჰერა XXI“-ი ასევე აღიარებს, რომ საჭიროა გონივრული მისადაგება, რათა ნებისმიერი სახის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი დაცული იყოს სამუშაო ადგილზე არახელსაყრელ პირობებშიჩაყენებისგან.
  • „ჰერა XXI“-ი ვალდებულებას იღებს უზრუნველყოს თანამშრომლები თანაბარი ანაზღაურებით, რაიმე ნიშნით, პირდაპირ ან ირიბად, რომელიმე თანამშრომლის გამორჩევის გარეშე.

 

საჩივრის წამოჭრა 

 

  • „ჰერა XXI“-ი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ღიაობის კულტურას, რაც გულისხმობს იმას, რომ ასოციაციის საქმიანობაში ჩართულ მოხალისეებს, წევრებს, წარმომადგენლებს და პერსონალს შეეძლოთ გამოთქვან საკუთარი პრეტენზია ან შეშფოთება რაიმე პრობლემის გამო, და ჰქონდეთ გარანტია, რომ ამგვარად გაცხადებული რეალური პრობლემა სათანადო მართვას დაექვემდებარება. „ჰერა XXI“-ის საჩივრების წამოჭრის პოლიტიკა დამატებით ინფორმაციასა და რეკომენდაციებს აწვდის ასოციაციის თანამშრომლებს იმის შესახებ, თუ როგორ არის შესაძლებელი საკუთარი პრეტენზიისა თუ შეშფოთების გამჟღავნება.

 

თანამშრომლების პროფესიული განვითარება და წინსვლა

 

  • „ჰერა XXI“-ის ყველა თანამშრომელს აქვს უფლება იზრუნოს საკუთარი პროფესიულ ზრდასა და უნარების განვითარებაზე, საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზების მიზნით. აღნიშნული გულისხმობს სამუშაოზე აყვანასა და დამტკიცებას საზეიმო ვითარებაში, მუდმივ წახალისებას და პროფესიულ ტრენინგს (განსაკუთრებით ჯანდაცვის სექტორში), თანამშრომელთა როლების შესაბამისად.
  • „ჰერა XXI“-ის თანამშრომლებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, გადახედონ თავიანთ საქმიანობას და პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ ქმედებებზე, რისი უზრუნველყოფაც წარმოებს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს რეგულარული შეფასების გზით, მათ შორის შესრულებული სამუშაოს ფორმალური წლიური შეფასების გზით.

 

      ეროვნულ კანონმდებლობასთან შესაბამისობა

 

  • „ჰერა XXI“-ი იცავს საქართველოს შრომის კოდექსის (https://matsne.gov.ge/en/document/view/1155567?publication=21) დებულებებს, დასაქმების სხვადასხვა ასპექტის განსაზღვრისა და რეგულირების პროცესში, რაც მოიცავს სამუშაო საათებისა და დღეების, დასვენების დღეების, წლიური და ავადმყოფობის გამო შვებულებების, მშობლის შვებულებისა და კომპენსაციის რეგულირებას.

 

გამოსაცდელი ვადა და სამუშაოზე აყვანა

 

  • ყველა ახალი თანამშრომლის დასაქმება ასოციაციაში წარმოებს გამოსაცდელი ვადით (პერიოდის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თანამდებობაზე) ვიდრე არ იქნება მიღებული გადაწყვეტილება მუდმივ სამუშაოზე მათი აყვანის შესახებ.
  • გამოსაცდელი ვადა გულისხმობს ახალ თანამშრომელსა და ორგანიზაციას შორის გარკვეულ ურთიერთობას, რომლის დროსაც წარმოებს ორგანიზაციის მიერ თანამშრომლის შესახებ და, პირიქით, თანამშრომლის მიერ ორგანიზაციის შესახებ, მეტი ინფორმაციის მიღება; ამ პერიოდში წარმოებს ახალ თანამშრომელსა და ორგანიზაციას შორის მოსაზრებების, წინადადებების და დაკვირვების შედეგად გაკეთებული დასკვნების ურთიერთგაზიარება.
  • ასოციაცია „ჰერა XXI“-ის პერსონალს, კოლეგებსა და სხვა პირებს მოეთხოვებათ გუნდის ახალი წევრის მიმართ გულისხმიერების გამოჩენა და მისი მხარდაჭერა. ახალი თანამშრომლის მისაღებად საჭიროა გარემოსა და თანამშრომლების გაცნობის მიზნით საზეიმო დახვედრის მოწყობა, რათა მათ მეტი შეიტყონ ორგანიზაციის კულტურის, თანამშრომლების, ორგანიზაციაში არსებული სისტემებისა და ყოველდღიურად მიმდინარე პროცესების შესახებ.
  • ახალი თანამშრომელი, რომელიც გამოსაცდელი ვადით რჩება ორგანიზაციაში, საჭიროებს მუდმივ წახალისებას, სამუშაო ვალდებულებების ათვისების მიზნით და მისმა უშუალო ხელმძღვანელმა მასთან რეგულარული კავშირი უნდა იქონიოს.
  • ახალი თანამშრომელი, რომელიც გამოსაცდელი ვადით რჩება ორგანიზაციაში, ვალდებულია დაიცვას ქცევის იგივე წესები, დებულებები, ნორმები და სტანდარტები, რომელთა დაცვაც მოეთხოვება ყველა თანამშრომელს. თუმცა, პირები, რომლებიც გამოსაცდელი პერიოდით რჩებიან ასოციაციაში, მუდმივად უნდა კონტროლდებოდნენ მათი ზემდგომი ხელმძღვანელების მიერ, ორგანიზაციის კულტურასთან მათი უკეთ მორგების უზრუნველსაყოფად.
  • ასოციაცია „ჰერა XXI“-ის აღმასრულებელი დირექტორი, გამოსაცდელი პერიოდის ბოლოს, აწარმოებს ახალ თამანშრომელთა მიერ სამუშაოს შესრულების შესაძლებლობის შეფასებას და დადებითი შეფასების შემთხვევაში უზრუნველყოფს მათ მუდმივ სამუშაოზე აყვანას.
  • მნიშვნელოვანია, რომ ახალი თანამშრომელი ინფორმირებული იყოს სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებული იმ ასპექტების შესახებ, რომლებიც საჭიროებს გაუმჯობესებას, გამოსაცდელი ვადის გახანგრძლივების შემთხვევაში.
  1. „ჰერა XXI”-ში მუშაობის შეწყვეტა
    • ორგანიზაციაში მუშაობის შეწყვეტის შემთხვევაში, „ჰერა XXI“-ის ნებისმიერ თანამშრომელს ეძლევა საშუალება, შესაბამის პოზიციაზე ნომინირებულ თავის კოლეგას ოფიციალურად და კონფიდენციალურად მიაწოდოს ინფორმაცია ორგანიზაციაში მისი მუშაობის გამოცდილების შესახებ.
    • ორგანიზაციაში მუშაობის შეწყვეტის შემთხვევაში, „ჰერა XXI“-ის თანამშრომლებს შეუძლიათ აგრეთვე მოითხოვონ „ჰერა XXI“-ის რეკომენდაცია. რეკომენდაციის გაცმის შემთხვევაში, იგი უნდა შეესაბამებოდეს სიმართლეს, უნდა იყოს სამართლიანი და პირის ზუსტ დახასიათებას იძლეოდეს. საუკეთესო პრაქტიკის დაცვის შესაბამისად, „ჰერა XXI“-ი ვალდებულია სარეკომენდაციო წერილში ჩართოს ინფორმაცია პირის ნებისმიერი გადაცდომის შესახებ.

 

  1. თანამშრომელთა სამსახურიდან დათხოვნა
    • ჰერა XXI“-ი იღებს ვალდებულებას, რომ თუ თანამშრომელთა სამსახურიდან დათხოვნა გარდაუვალია, „ჰერა XXI“-ის თანამშრომლების მიმართ მოპყრობა დაემყარება სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპს. თანამშრომელთა სამსახურიდან დათხოვნის პოლიტიკა და პროცედურები უნდა იყოს მკაფიოდ ჩამოყალიბებული და თანამშრომლებისთვის სათანადოდ მიწოდებული. ორგანიზაციის ფარგლებში არსებულმა ნებისმიერმა განყოფილებამ, რომელიც ათავისუფლებს სამსახურიდან თანამშრომელს, დროულად უნდა გაიაროს კონსულტაცია ყველა თანამშრომელთან, რომლებსაც უშუალოდ ეხება აღნიშნული გადაწყვეტილება.
  2. განხორციელება
    • „ჰერა XXI”-ი და მისი პარტნიორები:
  3. სრულად აცნობიერებენ მათი, როგორც დამსაქმებლების პასუხისმგებლობას.
  4. ზემოაღნიშნული პრინციპებისა და მათი განხორციელების გზების საფუძველზე იღებენ და ატარებენ პოლიტიკასა და პროცედურებს, რა დროსაც ისინი ითვალისწინებენ ადგილობრივ კანონმდებლობასა და მოთხოვნებს.
  • უზრუნველყოფენ იმას, რომ „ჰერა XXI”-ის საქმიანობაში ჩართული მოხალისეებისთვის, მისი წევრებისთვის, წარმომადგენლებისთვის, თანამშრომლებისთვის და ბენეფიციარებისა და ადგილობრივი თემებისთვის მიწოდებული იქნას ინფორმაცია მოცემული პოლიტიკის შესახებ.

 

გადასინჯვისა და დამტკიცების თარიღი: 2018/ 2021 წწ.