- შესავალი
- ორგანიზაციული ეფექტურობა, „ჰერა XXI“-ში, ნიშნავს ორგანიზაციის უნარს, შეასრულოს თავისი მისია ჯანსაღი მენეჯმენტის, კარგი მმართველობისა და შედეგების მიღწევაზე მუდმივი ორიენტირებით.
- „ჰერა XXI“-ი იზიარებს კარგი მმართველობის პრონციპებს, როგორიცაა ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა, პასუხისმგებლობა, და იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს ამ პრინციპების პრაქტიკული განხორციელება, შესაბამისი პოლიტიკის გატარებით.
- ასოციაცია „ჰერა XXI“-ი იღებს ვალდებულებას წარმართოს სამუშაო კეთილსინდისიერად და გამოაცხადოს ნულოვანი ტოლერანტობა თაღლითობის, მექრთამეობისა ან კორუფციის მიმართ. „ჰერა XXI“-ი იღებს ვალდებულებას მიიღოს ყველა საჭირო ზომა ამგვარი ქმედებების თავიდან ასაცილებლად.
- პრინციპები
- კარგი და ეფექტური მმართველობა, რის უზრუნველსაყოფადაც ასოციაცია:
ა) იაზრებს და აცნობიერებს საკუთარ როლსა და პასუხისმგებლობების;
ბ) თანხმდება ხედვაზე, მიზანსა და ღირებულებებზე და იღებს ვალდებულებას მათი შესაბამისობის შენარჩუნებაზე;
გ) შეიმუშავებს გეგმას, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზაციის მიერ დასახული მიზნის მიღწევას; მოიძიებს ამ გეგმის განსახორციელებლად საჭირო რესურსებს; ახორციელებს ამ გეგმის დანერგვის მონიტორინგსა და შეფასებას;
დ) ხელმძღვანელობს, მხარს უჭერს და პასუხისმგებლობას აკისრებს პერსონალის, მოხალისეებისა და ორგანიზაციის სახელით მოქმედ ყველა პირს.
- ორგანიზაციაზე კონტროლის განხორციელება, რის უზრუნველსაყოფადაც ასოციაცია:
ა) აწარმოებს ყველა შესაბამისი სამართლებრივი და მარეგულირებელი მოთხოვნის იდენტიფიცირებასა და უზრუნველყოფს მათთან შესაბამისობას;
ბ) აკონტროლებს შესაბამის შიდა ფინანსურ და მართვის პროცესებს;
გ) მონიტორინგს უწევს გეგმისა და ბიუჯეტის მიხედვით საქმიანობის განხორციელებასა და რესურსების განკარგვას;
დ) აწარმოებს ორგანიზაციის ძირითადი რისკების მართვას და იმ გზების იდენტიფიცირებას, რომლებითაც წარმოებს ამ რისკების მართვა.
- გამჭვირვალეობა და ანგარიშვალდებულება, რის უზრუნველსაყოფადაც ასოციაცია:
ა) მოქმედებს მაღალი ეთიკური სტანდარტების შესაბამისად;
ბ) აწარმოებს იმ პირების იდენტიფიცირებას, ვისაც ლეგიტიმური ინტერესი გააჩნია ორგანიზაციის მიერ განხორციელებული სამუშაოს მიმართ (დაინტერესებული მხარეები) და უზრუნველყოფს მათთან რეგულარულ და ეფექტურ კომუნიკაციას, ორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ;
გ) პასუხობს დაინტერესებული მხარეების კითხვებს ან ითვალისწინებს მათ შეხედულებებს, ორგანიზაციის მუშაობისა და მისი მართვის შესახებ;
დ) ხელს უწყობს ორგანიზაციის დაგეგმვასა და გადაწყვეტილების მიღებაში ორგანიზაციის ბენეფიციარების ჩართულობასა და წახალისებას.
- ეფექტურად მუშაობა, რის უზრუნველსაყოფადაც ასოციაცია:
ა) რწმუნდება, რომ მმართველი ორგანო, საბჭოს ცალკეული წევრი, კომიტეტები, თანამშრომლები და მოხალისეები აცნობიერებენ თავიანთ როლს, სამართლებრივ მოვალეობებსა და გადაწყვეტილების მიღებისას მათთვის მინიჭებულ პასუხისმგებლობას;
ბ) რწმუნდება, რომ საბჭო ახორციელებს საკუთარ კოლექტიურ პასუხისმგებლობას, საბჭოს ეფექტური და ეფექტიანი სხდომების ორგანიზებითა და გამართვით;
გ) რწმუნდება, რომ საბჭო სათანადოდ ახორციელებს მოწვევის, წარმართვისა და დათხოვნის პროცესებს;
დ) მოტივაციას აძლევს ახალგაზრდა მოხალისეებს გახდნენ საბჭოს წევრები.
- კეთილსინდისიერი ქცევა, რის უზრუნველსაყოფადაც ასოციაცია:
ა) აწარმოებს კომუნიკაციას, ორგანიზაციისა და მისი მუშაობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით;
ბ) საქმიანობას ახორციელებს კეთილსინდისიერად, სამართლიანად და დამოუკიდებელად;
გ) იაზრებს, სააშკარაოზე გამოაქვს და მართავს ინტერესთა კონფლიქტსა და ლოიალურობის კონფლიქტს;
დ) ისმენს მხარდამჭერების, დამფინანსებლების, ბენეფიციართა, მომხმარებლების და ორგანიზაციის საქმიანობით დაინტერესებული სხვა პირების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს და რეაგირებს მათზე.
ე) იცავს ორგანიზაციის რეპუტაციას და ზრუნავს მის ამაღლებაზე.
- ასოციაციის მუშაობა
- „ჰერა XXI“-ი იღებს ვალდებულებას აქტიურად აწარმოოს სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებთან დაკავშირებული საკითხების ადვოკატირება, რათა:
ა) მხარი დაუჭიროს ასოციაციის მიზნებისა და ამოცანების და მათთან დაკავშირებული ნებისმიერი ქმედების ან ღონისძიების განხორციელებას.
ბ) აქტიური ადვოკატირება აწარმოოს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების სფეროში არსებული ადგილობრივი ან ეროვნული დისკრიმინაციული ადათ-წესების, კანონებისა და პოლიტიკის წინააღმდეგ.
- რესურსების მობილიზება
- ორგანიზაციის ყველა დონეზე რესურსების მობილიზებაში მდგრადი ინვესტიცია არის გადამწყვეტი წინაპირობა საქართველოში ქალების, კაცებისა და ახალგაზრდების სექსუალური და რეპროდუქციული უფლებებისა და ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.
- რესურსების მობილიზება გულისხმობს ფინანსების მოზიდვის და იმ სტრატეგიების ეფექტურ დაგეგმვასა და განხორციელებას, რომლებიც ემსახურება საჭირო რესურსების, მათ შორის ადამიანური რესურსების მოძიებასა და მოპოვებას. აღნიშნული მჭიდრო კავშირშია სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის, მათ შორის საჭირო რესურსების მობილიზების მიმართულებით პოლიტიკური ვალდებულების ადვოკატირებასთან. ასოციაციის ყველა თანამშრომელი და მოხალისე იზიარებს რესურსების მობილიზებასთან დაკავშირებულ ვალდებულებას.
- „ჰერა XXI“-ის აღმასრულებელი დირექტორი პასუხისმგებელია დონორებთან და პოტენციურ დონორებთან ურთიერთობისას ღიაობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფაზე. დონორებთან ურთიერთობა, ნებისმიერ დონეზე, ხელს უნდა უწყობდეს არსებულ და პოტენციურ დონორებთან „ჰერა XXI“-ის რეპუტაციის ამაღლებასა და მისდამი კეთილგანწყობის შენარჩუნებას.
- „ჰერა XXI” ვალდებულია:
ა) განახორციელოს ღონისძიებები, სახსრების გაზრდის მიზნით, სტრატეგიული ჩარჩოს დასანერგად;
ბ) უზრუნველყოს დაფინანსების მდგრადი და მრავალფეროვანი ბაზა, „ჰერა XXI“-ის მისიის შესაბამისად.
- პარტნიორობა კერძო სექტორთან და სხვა პარტნიორებთან
- „ჰერა XXI“-ი მოწოდებულია დაამყაროს ძლიერი, ორმხრივად მომგებიანი პარტნიორობა საჯარო და კერძო სექტორთან ან საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების გაუმჯობესების მიზნით.
- პარტნიორობამ შეიძლება მიიღოს მრავალი ფორმა, მათ შორის:
ა) სტრატეგიული პარტნიორობა: ორგანიზაციებს ან სექტორებს შორის პარტნიორული მუშაობა და თანამშრომლობა მთელ რიგ პარტნიორებთან, ასოციაციის საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით ან უკეთესი შედეგების მისაღწევად;
ბ) ფინანსური პარტნიორობა, მათ შორის სპონსორობა, მატერიალური შემოწირულობები, ფულადი შემოწირულობები;
გ) მომსახურების მიწოდება ან პროექტის ფარგლებში პარტნიორობა;
დ) განათლების მიმართულებით პარტნიორობა ან თანამშრომლობა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ტრენინგებს, უნარების გაზიარებას და ინსტრუმენტების ან გაიდლაინების შემუშავებას.
- პარტნიორი ვალდებულია:
ა) გაეცნოს „ჰერა XXI“-ის ხედვას, მისიასა და ღირებულებებს და მხარი დაუჭიროს მათ.
ბ) პარტნიორები, რომლებიც კონტრაქტის საფუძველზე ურთიერთობენ „ჰერა XXI“-თან, უნდა გაეცნონ ორგანიზაციის ქცევის კოდექსს და აიღონ მისი დაცვის ვალდებულება.
გ) არ დადოს შეთანხმება დონორთან, პარტნიორთან ან სხვა აქტორთან, რომელიც აწესებს ისეთ პირობებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ასოციაციის იმ პოლიტიკას, რომელიც შესაბამისობაშია ოჯახის დაგეგმვის საერთაშორისო ფედერაციის (IPPF) პოლიტიკასთან.