Search
Close this search box.

ხედვა და მისია

ჩვენი ხედვა

პოზიტიური გამოცდილებისა და ექსპერტული ცოდნის გაზიარებით ასოციაცია ქმნის გენდერულ თანასწორობაზე დაფუძნებულ, სოლიდარულ და ჰარმონიულ საზოგადოებას, რომელშიც თითოეული ინდივიდის უფლება დაცული და რეალიზებულია.

ჩვენი მისია

ასოციაცია HERA XXI უზრუნველყოფს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების რეალიზებას, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე მოხალისეობრივი მოძრაობის განვითარებას მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირებით, ყოვლისმომცველი განათლებითა და მაღალხარისხიანი სრჯ სერვისების მიწოდებით.

ჩვენი ღირებულებები

გენდერული თანასწორობა; სოციალური სამართლიანობა; მოხალისეობა; ახალგაზრდებზე ორიენტირებული მიდგომა; ტექნოლოგიები და ინოვაციები; გამჭვირვალობა; მრავალფეროვნება და ინკლუზიურიობა;

სტრატეგიული მიზანი 1

ადამიანებზე ორიენტირებული ზრუნვა: გენდერულად მგრძნობიარე, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული, მაღალი ხარისხის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ყველასთვის

  • შედეგი 1 -არჩევანის გაფართოება: მრავალფეროვანი სოციალური ჯგუფების გენდერულად მგრძნობიარე, ინოვაციური, თანამედროვე და მაღალი ხარისხის სრჯ სერვისებით უზრუნველყოფა; და უსაფრთხო აბორტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა

 

  • შედეგი 2-ხელმისაწვდომობის გაზრდა: უზრუნველყოს უსაფრთხო და ხარისხიანი ზრუნვა ადამიანებისთვის, რომლებიც არიან გარიყული და მარგინალიზებული ჯგუფები, მათ შორის ახალგაზრდები, ლგბტქ+, სოფლის ქალები და გოგონები, იძულებით გადაადგილებული პირები. სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის გაძლიერება პირველადი ჯანდაცვის (PHC) სრჯ სერვისების ინტეგრაციის ადვოკატირების მიზნით, რეპროდუქციული ჯანმრთელობის მინიმალური პაკეტის (MISP) უზრუნველყოფა;

 

  • შედეგი 3– წინსვლა ციფრული ჯანდაცვის მიმართულებით: ინვესტიცია ციფრულ ჯანმრთელობაში ასოციაციის ტრანსფორმირებული და ციფრული სრჯუ სერვისის მიწოდებით

სტრატეგიული მიზანი 2

სექსუალობის დღის წესრიგის წინსვლა: ქვეყნის სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური გარემოს გაძლიერება გენდერული თანასწორობის, ყოვლისმომცველი სექსუალური განათლებისა და უნივერსალური სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირების გზით ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.

  • შედეგი 1– ძირეული ადვოკატირება: მთავრობის ანგარიშვალდებულების გაზრდა გენდერული თანასწორობისა და სრჯუ საკითხების მიმართ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირების, საზოგადოების ხმის გაძლიერების და საერთაშორისო ვალდებულებების მონიტორინგის გზით;

 

  • შედეგი 2– ნორმების ცვლილება: სექსუალურ და გენდერულ ძალადობაზე პრევენციისა და სათანადო რეაგირების უზრუნველყოფა, აბორტის ხელმისაწვდომობა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა ინტერსექციური და ფემინისტური ქმედებების განხორციელებით, მომგებიანი ნარატივების შემუშავებით და კოალიციის განვითარებით;

 

  • შედეგი 3– ახალგაზრდებთან ერთად მოქმედება: ახალგაზრდების ხმების წინ წამოწევა, ყოვლისმომცველი სექსუალური განათლება განვითარება, სოციალურ მედიაში ჩართვა და ზეგავლენა

სტრატეგიული მიზანი 3

სოლიდარობა ცვლილებისთვის: პოზიტიური გავლენის განმტკიცება მოხალისეთა მოძრაობის გაძლიერებით, სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებით და სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობით

  • შედეგი 1– სოციალურ მოძრაობის ხელშეწყობა სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებით, პოზიტიური გზავნილების გაძლიერება ადამიანის უფლებების დაცვისა და სოციალური უთანასწორობის დასაძლევად

 

  • შედეგი 2– მოხალისეთა მოძრაობის გაძლიერება ლიდერობის უნარების განვითარებისა და მრავალფეროვანი ჩართულობის უზრუნველყოფის გზით

 

  • შედეგი 3– ინოვაციების, გენდერული თანასწორობისა და სრჯუ საკითხების შესახებ ინფორმაციის, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაში წვლილის შეტანა მოხალისეებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და ახალგაზრდულ ჯგუფებს შორის;

სტრატეგიული მიზანი 4

გავზარდოთ ჩვენი ორგანიზაცია: ასოციაციის მდგრადობისა და მედეგობის უზრუნველყოფა

  • მიზანი 1– გავზარდოთ ჩვენი ორგანიზაცია: ორგანიზაციის ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა საჯარო და კერძო სექტორებთან თანამშრომლობის გაძლიერების და შემოსავლის წყაროების დივერსიფიკაციის გზით;

 

  • მიზანი 2-ჩვენი იდენტობის კარტირება: ორგანიზაციის მედეგობის გაძლიერება წარმომადგენლობის, პოზიციონირებისა და შესაბამის აქტორებთან თანამშრომლობისა და მოქნილობის გზით;

 

  • მიზანი 3-დისკურსის გავრცელება: ახალგაზრდული ლიდერობისა და საერთო სრჯუ ღირებულების ბაზის განმტკიცება YCA ახალგაზრდებზე ორიენტირებული მიდგომის ინტეგრაციის გზით