Search
Close this search box.

 მოხალისეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებული პოლიტიკა

შესავალი

  1. „ჰერა XXI”-ი წარმოადგენს მოხალისეობრივ საქმიანობაზე დაფუძნებულ ორგანიზაციას.

განმარტება

 

  1. მოხალისე: მოხალისე აწარმოებს მომსახურების მიწოდებას ან ერთვება აქტივობაში, ანაზღაურების გარეშე, რის მიზანსაც წარმოადგენს სარგებლის მოტანა თემისთვის, გარემოსთვის ან ადამიანებისთვის, რომლებიც არ არიან მისი ახლო ნათესავები ან ოჯახის წევრები.

 

„ჰერა XXI”-ს საქმიანობაში მოხალისეთა ჩართულობის წამყვანი პრინციპები

 

  1. „ჰერა XXI”-ის საქმიანობაში ჩართული მოხალისე იზიარებს და იღებს ვალდებულებას დაიცვას ორგანიზაციის მისია, ხედვა და ღირებულებები და უძღვნის საკუთარ დროს, ცოდნას, უნარებს, რესურსებს (ფინანსურს, მატერიალურსა და ა.შ.) და გამოცდილებას ორგანიზაციულ დონეზე განხორციელებულ სხვადასხვა საქმიანობას, ანაზღაურების გარეშე. ამ შემთხვევაში, მოხალისეთა მიზანს წარმოადგენს წვლილის შეტანა საკუთარ თემში პოზიტიური ცვლილებების განხორციელებაში და იმ ადამიანების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების, ასევე მათი კეთილდღეობის უზრუნველყოფაში, რომლებსაც ასოციაცია საკუთარ მომსახურებას სთავაზობს.
  2. „ჰერა XXI”-ი მოხალისეებს მიიჩნევს პირებად, რომლებიც ორგანიზაციის ყველა დონეზე განხორციელებულ საქმიანობაში არიან ჩართულები, სხვადასხვა ფუნქციითა და როლებით;
  3. მოხალისეებს, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს მონაწილეობა მიიღონ ორგანიზაციის მართვასთან დაკავშირებულ პროცესებში, შეუძლით გაიარონ შესაბამისი რეგისტრაცია და გახდნენ ასოციაციის წევრები.
  4. „ჰერა XXI”-ის საქმიანობაში მოხალისეთა ჩართულობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მათივე ინტერესზე, იმ როლზე, რომელსაც ისინი ასრულებენ ორგანიზაციაში და ასოციაციის წევრი ორგანიზაციის საჭიროებებზე. მოხალისეებს შეუძლიათ ჩაერთონ ასოციაციის ყოველდღიურ საქმიანობაში, კვირაში მხოლოდ რამდენიმე საათი გამოყონ ასოციაციის საქმიანობაში მონაწილეობისთვის, ან ერთჯერადად მიიღონ მონაწილეობა ასოციაციის მიერ გამართულ რაიმე ღონისძიებასა ან აქტივობაში. ზოგმა მოხალისემ შესაძლებელია ადგილობრივ თემში საკუთარი წვლილის შეტანის სურვილი გამოთქვას, მაგალითად, თანასწორ-განმანათლებლებად, კლინიკაში მოხალისეებად, ტრენერებად, ადმინისტრაციულ საქმიანობაში დამხმარეებად და ა.შ.
  5. ვინაიდან „ჰერა XXI”-ი წარმოადგენს მოხალისეობრივ საქმიანობაზე დაფუძნებულ ორგანიზაციას, იგი ცდილობს გააფართოვოს და განავითაროს მოხალისეთა საკუთარი ბაზა, ასოციაციის საქმიანობაში მოხალისეების მიზნობრივი ჩართვის გზით. ასოციაციის საქმიანობაში მოხალისეთა ჩართვა გულისხმობს ახალგაზრდების ეფექტურ მონაწილეობასა და ახალგაზრდებზე ორიენტირებული მიდგომის ხელშეწყობას, ასოციაციის ყველა დონეზე განხორციელებულ საქმიანობაში.
  6. მოხალისეები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ აქტივისტების მოზიდვისა და მობილიზების საქმეში, რაც ემსახურება საზოგადოების მხარდაჭერის ზრდას სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის საქმეში.

 

პოლიტიკის განხორციელება

 

  1. „ჰერა XXI“-ის მოხალისეები და პერსონალი ვალდებული არიან:

 

  1. იზრუნონ ორგანიზაციისა და ორგანიზაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის რეპუტაციის შექმნასა და შენარჩუნებაზე, პერსპექტიული მოხალისეების მოზიდვისა და მათ შორის ორგანიზაციის მიზნების განხორციელებაში საკუთარი წვლილის შეტანის წახალისების უზრუნველსაყოფად.
  2. ორგანიზაციის მასშტაბით, ხელი შეუწყონ მოხალისეთა გლობალური იდენტობისა და მოძრაობის დანერგვას, რისი საშუალებითაც მოხალისეებს უყალიბდებათ ერთიანობის განცდა.
  • საჭიროებისამებრ, ითანამშრომლონ მოხალისეობრივ საქმიანობაზე დაფუძნებულ სხვა ორგანიზაციებთან და საერთაშორისო სააგენტოებთან.
  1. უწყვეტლივ აწარმოონ ახალგაზრდების, როგორც ლიდერების ჩართვა ორგანიზაციის მოხალისეობრივ საქმიანობაში, ყველა დონეზე, მათ შორის მმართველობის დონეზე.

 

გადასინჯვისა და დამტკიცების თარიღი: 2021 წ.