შესავალი
- „ჰერა-XXI“-ის ვალდებულება – იდგეს ყველა ადამიანის სექსუალური უფლებების დაცვის სადარაჯოზე – მოიცავს თავისუფლების უზრუნველყოფისა და ზიანისგან დაცვის ვალდებულებას. „ჰერა-XXI“-ის ძალისხმევის ძირითად სამიზნეს ახალგაზრდობი წარმოადგენენ.
- „ჰერა-XXI“-ი მიიჩნევს, რომ უსაფრთხო გარემოს შექმნა ყველა ბავშვისთვის, ახალგაზრდისთვის და მოწყვლად ჯგუფებს მიკუთვნებული ზრდასრულისთვის საჭიროებს ასოციაციის პერსონალის ყველა წევრის, წარმომადგენლისა და მოხალისის თანამშრომლობას. ყველას პასუხისმგებლობაა, რეაგირება მოახდინოს უსაფრთხოების დარღვევების ნებისმიერ გამოხატულებაზე, რომლის თვითმხილველიც თავად არიან ან რომლის შესახებაც ეუწყათ მათ.
- „ჰერა-XXI“-ი იღებს ვალდებულებას, აქციოს უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა მისი მუშაობის განუყოფელ ნაწილად, ნებისმიერი დარღვევის პრევენციის, მსგავსი ფაქტების შესახებ შესაბამისი უწყებებისათვის შეტყობინებისა და მათზე რეაგირების გზით.
- დაცვის აღნიშნული პოლიტიკა მიზნად ისახავს იმ სახელმძღვანელო პრინციპებსა და ღირებულებებზე ყურადღების გამახვილებას, რომლებიც შეესაბამება „ჰერა-XXI-ის საქმიანობის ყველა კომპონენტს. აღნიშნული სახელმძღვანელო პრინციპებისა და ღირებულებების დაცვა უნდა ხორციელდებოდეს ეროვნული პოლიტიკისა და პროცედურების შესაბამისად.
მიზანი და გამოყენების სფერო
წინამდებარე პოლიტიკის მიზანია დაიცვას ბავშვები და მოწყვლადი ზრდასრულები ძალადობისა და ექსპლუატაციისგან, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს „ჰერა-XXI“-თან ურთიერთობას, კერძოდ ისეთ სიტუაციებს, როგორიცაა:
- მოხალისეების, წევრების, რწმუნებულების, პერსონალის ან პარტნიორების და ორგანიზაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი პირის მიერ გამოვლენილი ქცევა;
- „ჰერა-XXI“-ის მიერ განხორციელებულ პროგრამებსა და აქტივობებში მონაწილეობისას.
- მოცემული პოლიტიკა ასახავს „ჰერა-XXI“-ის მიერ აღებულ ვალდებულებებს და ვრცელდება „ჰერა-XXI“-ის ყველა მოხალისეზე, წევრზე, წარმომადგენელსა და თანამშრომელზე, ისევე როგორც ყველა პარტნიორზე.
- მოცემული პოლიტიკა არ მოიცავს შემდეგს:
- სამუშაო ადგილზე განხორციელებული ჩაგვრა ან შევიწროება, მათ შორის სექსუალური ხასიათის, რომელიც განიხილება „ჰერა XXI”-ის სამუშაო ადგილზე პატივისცემით მოპყრობასთან დაკავშირებული პოლიტიკის შესაბამისად და ამ პოლიტიკით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით;
- ფართო საზოგადოებაში არსებული და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებიც არ არის გამოწვეული „ჰერა XXI”-ის ან ამ ორგანიზაციასთან ასოცირებული რომელიმე პირის მიერ.
- „ჰერა XXI”-ი თანამშრომლობს მხოლოდ იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც მუშაობენ ბავშვებთან და მოწყვლად მოზარდებთან დაკავშირებულ საკითხებზე და იზიარებენ „ჰერა XXI”-ის დაცვის პოლიტიკისა და პროცედურების სტანდარტებსა და პრინციპებს.
განმარტებები
- ამ პოლიტიკის მიზნებიდან გამომდინარე, დაცვა გულისხმობს „ჰერა XXI”-ის ვალდებულებას უზრუნველყოს ბავშვებისა და მოწყვლადი მოზრდილების დაცვა ორგანიზაციასთან ურთიერთობის შედეგად წარმოქმნილი ზიანისგან.
- აღნიშნული პოლიტიკა ასევე ვრცელდება „ჰერა XXI”-ის ბენეფიციარებზე.[1] ორგანიზაცია აღიარებს, რომ ბენეფიციარები შეიძლება აღმოჩნდნენ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების სამიზნე და, შესაბამისად, შეიძლება მოწყვლად პირებად იყვნენ მიჩნეული, „ჰერა XXI“-თან ურთიერთობისას. აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ ბენეფიციარები ზოგადად მჩნეული უნდა იყვნენ დაუცველ ან მოწყვლად პირებად, არამედ ემსახურება უზრუნველყოფას იმისა, რომ „ჰერა XXI“-ის მიერ მიღებული და გატარებული დაცვის უზრუნველყოფის პოლიტიკა იყოს ყოვლისმომცველი.
- ტერმინები „მსხვერპლი“ და „დაზარალებული“, წინამდებარე პოლიტიკის მიზნებიდან გამომდინარე, აღნიშნავს პირებს, რომლებიც შესაძლოა იყვნენ ძალადობის ან ექსპლუატაციის სამიზნე. ამ ტერმინების გამოყენება არ მიუთითებს იმაზე, რომ დამნაშავედ უნდა იყოს მიჩნეული ის პირი, რომელიც სავარაუდოდ მონაწილეობს ამ ძალადობასა ან ექსპლუატაციაში.
სახელმძღვანელო პრინციპები
- დაზარალებულთან (მსხვერპლთან) დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები, შეძლებისდაგვარად, ეფუძნება ზრდასრული დაზარალებულის (მსხვერპლის) ინფორმირებულ თანხმობას და დაზარალებულის (მსხვერპლის) შეხედულებების პატივისცემას, იმ შემთხვევაში თუ დაზარალებული (მსხვერპლი) არის არასრულწლოვანი ან მოზრდილი, რომელსაც არ შეუძლია ინფორმირებული თანხმობის განცხადება. „ჰერა XXI”-ი უზრუნველყოფს იმას, რომ დაზარალებულებთან (მსხვერპლებთან) კომუნიკაციისას გამოყენებულია შესაბამისი ენა და ფორმატი.
- პრევენცია – ზიანის დადგომამდე მოქმედება. „ჰერა XXI”-ი აღიარებს პრევენციის როლს უსაფრთხოების დაცვაში და იღებს ვალდებულებას შეიმუშაოს და უზრუნველყოს უსაფრთხო მომსახურებების მიწოდება, რომლებიც გამორიცხავს ადამიანების მიმართ ძალადობასა და მათ ექსპლუატაციას. აღნიშნული მოიცავს უსაფრთხოების დაცვის პრინციპების გამოყენებას რეკლამირების მიზნით წარმოებული კომუნიკაციის დროს და მხარდაჭერას გადაცდომების ამოცნობის მიმართულებით.
- დაცვა – არასათანადო მოპყრობა მიუღებელია ნებისმიერ გარემოში და ნებისმიერ დროს. „ჰერა XXI”-ი უზრუნველყოფს მომსახურების იმგვარად მიწოდებას, რომ არ დაზარალდეს უსაფრთხოების დაცვაზე მის მიერ აღებული პასუხისმგებლობა. „ჰერა XXI”-ი სათანადო რეაგირებას მოახდენს უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით წამოჭრილ პრობლემებზე და დახმარებას და თანადგომას გაუწევს დაზარალებულებს (მსხვერპლებს).
- პარტნიორობა – „ჰერა XXI”-ი მომსახურებათა მიწოდებას ახორციელებს პარტნიორების მეშვეობით და აღიარებს, რომ აღნიშნული პარტნიორები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ უგულებელყოფისა და ძალადობის ფაქტების თავიდან აცილების, გამოვლენისა და ამგვარ ფაქტებზე შეტყობინების საქმეში. იმის უზრუნველსაყოფად, რომ „ჰერა XXI“-ის პარტნიორებმა უწყვეტად იხელმძღვანელონ უსაფრთხოების დაცვის პრინციპებით, ორგანიზაცია მონიტორინგს უწევს პარტნიორების მიერ ამ მიმართულებით არსებული სტანდარტების დაცვას და საჭიროების შემთხვევაში, ახორციელებს ჩარევას, კერძოდ, თუ დადასტურდა, რომ პარტნიორი ვერ აკმაყოფილებს უსაფრთოების დაცვის სტანდარტებს.
- პროპორციულობა – „ჰერა XXI”-ი აღიარებს რისკების არსებობას. ორგანიზაცია მხარს უჭერს აქტივობებს, რომლებიც რისკების გამოვლენას და შემცირებას ემსახურება, თუმცა პროპორციულად, ე.ი. რისკების თავიდან ასაცილებლად არ გულისხმობს ზედმეტ და არასაჭირო ძალისხმევას.
განხორციელება
- ასოციაციის მმართველი ორგანოებისა და აღმასრულებელი დირექტორის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყონ ზემოაღნიშნული მინიმალური სტანდარტების შესაბამისი პოლიტიკის დანერგვა, მონიტორინგი და საჭიროებისამებრ გადასინჯვა.
- „ჰერა XXI”-ის მმართველი ორგანოები, აღმასრულებელი დირექტორი და პროექტების განხორციელებაზე პასუხისმგებელი გუნდების წევრები ხელმისაწვდომი უნდა იყვნენ აღნიშნული მიმართულებით სამუშაოებთან დაკავშირებით კონსულტაციებისა და მხარდაჭერისთვის.
- „ჰერა XXI”-ის მმართველი ორგანოები, წევრები, პერსონალი და პარტნიორები ვალდებული არიან:
- აიღონ პასუხისმგებლობა ბავშვების, მოწყვლადი მოზრდილებისა და ბენეფიციარების დაცვაზე;
- იყვნენ ინფორმირებული ბავშვთა და მოწყვლადი მოზრდილების დაცვის შესახებ ეროვნული კანონმდებლობის განახლების შესახებ;
- მიიღონ და დანერგონ დაცვის პოლიტიკა და პროცედურები, ზემოაღნიშნულ პრინციპებსა და ქვემოთ მოცემულ განხორციელების პროცედურებზე დაყრდნობით და ეროვნული კანონმდებლობისა და შესაბამისი მოთხოვნების გათვალისწინებით;
პრევენცია
- „ჰერა XXI”-ი და მისი პარტნიორები:
- უზრუნველყოფენ იმას, რომ სრულიად პერსონალი, ყველა წევრი, მოხალისე და პარტნიორი იყვნენ ინფორმირებული და აცნობიერებდნენ თავიანთ პასუხისმგებლობებს მოცემული პოლიტიკის ფარგლებში;
- შეიმუშავებენ და ახორციელებენ ყველა პროგრამასა და აქტივობას, ბავშვების, მოწყვლადი მოზრდილებისა და ბენეფიციარების იმ ზიანის საფრთხისგან დაცვით, რომელიც შეიძლება წარმოიშვას „ჰერა XXI”-თან მათი ურთიერთობის შედეგად.
- ახორციელებენ დაცვის პოლიტიკასთან დაკავშირებულ მკაცრ პროცედურებს, პერსონალისა დაქირავების, მართვისა და განთავსების პროცესში;
- წვლილი შეაქვთ ისეთი გარემოს შექმნასა და შენარჩუნებაში, რომელიც უზრუნველყოფს დაცვასთან დაკავშირებული დარღვევების აღკვეთას და ხელს უწყობს ამ პოლიტიკის განხორციელებას.
შეტყობინება
- „ჰერა XXI”-ი და მისი პარტნიორები:
- უზრუნველყოფენ დაცვასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ შეტყობინებისთვის უსაფრთხო და შესაბამისი საშუალებების ხელმისაწვდომობას, ასოციაციის საქმიანობაში მონაწილე ყველა პირისთვის, „ჰერა XXI”-ის დაცვასთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ შტყობინების ფორმის საშუალებით.
რეაგირება
- „ჰერა XXI”-ი და მისი პარტნიორები:
- დაუყოვნებლივ და „ჰერა XXI”-ის (ბავშვებისა და მოწყვლად ზრდასრულთა) სამუშაო ადგილზე დაცვის პოლიტიკისა და პროცედურების და, ასევე, ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესაბამისად რეაგირებენ დაცვასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ შეტყობინებებზე;
- იყენებენ შესაბამის დისციპლინურ ზომებს იმ პირთა მიმართ, რომლებიც არღვევენ „ჰერა XXI”-ის (ბავშვებისა და მოწყვლად ზრდასრულთა) სამუშაო ადგილზე დაცვის პოლიტიკასა ან ქცევის კოდექსს;
- უზრუნველყოფენ, რომ რეაგირება იყოს დაზარალებულზე (მსხვერპლზე) ორიენტირებული, რაც ასევე გულისხმობს დაზარალებულის (მსხვერპლის) საჭიროებების პრიორიტეტულობის შენარჩუნებას, შემთხვევის შესახებ ნებისმიერი მოკვლევის წარმოებისას;
- სთავაზობენ დახმარებას დაზარალებულებს (მსხვერპლებს), რომელთაც ზიანი მიაყენა „ჰერა XXI”-თან დაკავშირებულმა ნებისმიერმა პირმა, მიუხედავად იმისა, ჩატარდება თუ არა ოფიციალური გამოძიება. დაზარალებულებს (მსხვერპლებს) (ან დაზარალებული ბავშვების შემთხვევაში, მათი მშოლებსა ან მეურვეებს) უნდა მიეწოდოთ ადგილობრივი ორგანიზაციებისა და კონტაქტების განახლებული ჩამონათვალი, რომელიც უნდა შეიცავდეს, მაგრამ არა მხოლოდ, ინფორმაციას იურიდიული კონსულტაციის, სამედიცინო და ფსიქოსოციალური დახმარების შესახებ. დახმარების საჭიროებისა და მიღების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დაზარალებული (მსხვერპლი);
- უზრუნველყოფენ, კონფიდენციალურობის სათანადოდ დაცვას, პროცესის ყველა ეტაპზე, როდესაც საქმე ეხება დაცვასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ინციდენტთან და შემდგომ საქმის წარმოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაზიარება დასაშვებია მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, და ინფორმაციის დაცვა უზრუნველყოფილია ყოველთვის და ყოველ დროს, „ჰერა XXI”-ის კონფიდენციალურობისა და ინფორმაციის გაზიარების პოლიტიკის შესაბამისად. კონფიდენციალურობის პოლიტიკის დაცვისას პრიორიტეტი ენიჭება დაზარალებულს და არა სავარაუდო დამნაშავეს და დაუშვებელია კონფიდენციალურობის დაცვის საბაბით დაცვასთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ შეტყობინების რეაგირების გარეშე დატოვება;
- უზრუნველყოფენ დაცვის პოლიტიკის გადატებასთან დაკავშირებით ყოველწლიური ანგარიშის მიწოდებას მმართველი ორგანოებისთვის;
- უზრუნველყოფენ დაცვასთან დაკავშირებული ინციდენტების რეგულარულ მიმოხილვას და იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს შემდგომში მსგავსი ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით.
- გარდა ამისა, „ჰერა XXI”-სა და მის პარტნიორებს, რომლებიც უზრუნველყოფენ სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მიმართულებით მომსახურებათა მიწოდებას ბავშვების, ახალგაზრდებისა და მოწყვლადი მოზრდილებისათვის, უნდა ჰქონდეთ შემუშავებული სახელმძღვანელო პრინციპები, იმის უზრუნველსაყოფად, რომ მომსახურებათა მიწოდების პუნქტებში შექმნილი იყოს უსაფრთხო გარემო, რაც მინიმუმ გულისხმობს ჯანდაცვის მუშაკების აღჭურვას ინფორმაციით თავიანთი სამართლებრივი, პროფესიული და ეთიკური ვალდებულების შესახებ, სათანადო ორგანოებს შეატყობინონ მოწყვლადი კლიენტის მიმართ სავარაუდო ძალადობისა ან ექსპლუატაციის ფაქტი, პატივი სცენ და დაიცვან მათი კონფიდენციალურობის უფლება და მიიღონ მათი ინფორმირებული თანხმობა, საჭიროების შემთხვევაში.
გადასინჯვის და დამტკიცების თარიღი: 2021/2022 წწ.
[1] „ჰერა XXI“-ი აღიარებს, რომ 18 წლამდე პირთათვის გარანტირებული უფლებები და მათი უსაფრთხოების დაცვა, როგორც საერთაშორისო ასევე ეროვნული კანონმდებლობით, ზოგჯერ განსხვავდება ზრდასრულთა უფლებებისგან. აღნიშნული განსხვავებები ეხება ადამიანის უფლებების ყველა ასპექტს, თუმცა განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს სექსუალობასთან დაკავშირებული უფლებების შემთხვევაში. „ჰერა XXI“-ის გადაწყვეტილებებისა და ქმედებების ამოსავალს წარმოადგენს ის, რომ 18 წლამდე პირები სარგებლობენ უფლებებით და რომ ჩვილობის, ბავშვობისა და მოზარდობის სხვადასხვა ეტაპზე, გარკვეულ უფლებებს განსხვავებული – მეტი ან ნაკლები – მნიშვნელობა ენიჭება.