შესავალი
- წინამდებარე პოლიტიკა ცხადყოფს თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს ასოციაცია „ჰერა XXI“-ი მის მიერ სამუშაოების განხორციელების მონიტორინგს, შეფასებას, გამოცდილების მიღებასა და გაზიარებას, და გამოკვეთს იმ ძირითად პრინციპებსა და ვალდებულებებს, რომლითაც უნდა იხემძღვანელონ ასოციაციის საქმიანობაში ჩართულმა მოხალისეებმა, მისმა წევრებმა და პერსონალმა მოცემული პოლიტიკის განხორციელებისას.
- ასოციაცია აღიარებს ორგანიზაციის მასშტაბით ღირებულებებისა და პასუხისმგებლობების ერთიანი სისტემის არსებობას და, ამასთანავე, აღნიშნავს, რომ კონკრეტული მოვალეობების დაკისრება და შესაძლებლობების შეთავაზება წარმოებს სხვადასხვა დონეზე.
- მონიტორინგი, შეფასება, გამოცდილების მიღება და გაზიარება:
- ორგანიზაციის ეფექტურად მუშაობის განუყოფელი ნაწილია, ვინაიდან მათი საშუალებით წარმოებს მიღწეული შედეგების გაზომვა და იმ პროცესების ანალიზი და შეჯამება, რომელთა საშუალებითაც დადგა მოცემული შედეგები, მუდმივი გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად;
- უნდა განხორციელდეს და იყოს სარგებლის მომტანი ორგანიზაციის ყველა დონეზე;
- ემსახურება მოხალისეების, წევრებისა და პერსონალის ინფორმირებას იმის შესახებ, თუ რა მუშაობს კარგად და არც ისე კარგად; პოლიტიკის, გეგმების, პროგრამებისა და პროექტების გაუმჯობესებასა; და ახალი გეგმების, პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას;
- ხელს უწყობს მაღალი ხარისხის ანგარიშგების მომზადებას ორგანიზაციის მუშაობის შესახებ, რაც ემსახურება ანგარიშვალდებულების პირნათლად შესრულებას მათ წინაშე, ვისაც ემსახურება ორგანიზაცია (კლიენტები), ვინც მხარს უჭერს ორგანიზაციის საქმიანობას (დონორები და ყველა სხვა პარტნიორი) და თავად ორგანიზაციის წინაშე.
- „ჰერა XXI”-ი, შესაბამისად, იღებს ვალდებულებას განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
- მოხალისეების, წევრებისა და პერსონალის მხარდაჭერა, მონიტორინგისა და შეფასების უნარების დახვეწისა და გადაწყვეტილების მიღების უნარების გაუმჯობესების მიზნით;
- მონიტორინგისა და შეფასების მონაწილეობითი მიდგომის დანერგვა, რომელშიც პროგრამის ან პროექტის განხორციელებით დაინტერესებული პირები აქტიურად და არსებითად იქნებიან ჩართული;
- შედეგების მონიტორინგი და ანგარიშგება, რათა შეფასდეს, აღწევს თუ არა ორგანიზაცია თავის სტრატეგიულ მიზნებსა და ამოცანებს;
- შედეგებისა და დასკვნების საფუძველზე ცვლილებებისა და საჭირო ინტერვენციების რეკომენდირება;
- ორგანიზაციის მუშაობის შედეგების დემონსტრირება, ეროვნულ დონეზე, დამაჯერებელი, მარტივად გასაგები და ინტელექტუალურად გამართული გზებით, შეფასების პრაქტიკაში დანერგილი ეთიკის სტანდარტებისა და ქცევის კოდექსის დებულებების დაცვით;
- მიმდინარე, მონაწილეობითი და ძლიერი მონიტორინგისა და შეფასების პრაქტიკის დაგეგმვა და განხორციელება, სამუშაოს შესრულების შესაბამისი ინდიკატორების შემუშავებასთან ერთად, პროექტების, პროგრამების და ორგანიზაციის მუშაობის ეფექტურობის უზრუნველსაყოფად;
- უზრუნველყოფა იმისა, რომ რესურსების გამოყოფა წარმოებს მონიტორინგისა და შეფასების საუკეთესო პრაქტიკის მხარდასაჭერად, მათ შორის რესურსების მობილიზების გლობალურ ძალისხმევაში ჩართვის მიზნით;
- მმართველი ორგანოებისთვის სამუშაოს შესრულებისა და შეფასების შედეგების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
- მმართველი ორგანოები უზრუნველყოფენ:
„ჰერა XXI“-ის მონიტორინგისა და შეფასების პოლიტიკის შესაბამისობასა და განხორციელებას;
- წლიურ პროგრამულ ბიუჯეტში მონიტორინგის, შეფასებისა და გამოცდილების შეძენის ხარჯების ასახვას;
- „ჰერა XXI“-ის მიერ შესრულებული სამუშაოების მონიტორინგს, შეფასებასა და მხარდაჭერას, ასოციაიის მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ მონაცემთა შეფასებისა და სტრატეგიული გეგმების განხორციელების პროცესის მიმოხილვით.
- აღმასრულებელი დირექტორი უზრუნველყოფს:
- პროგრამებისა და პროექტების მუდმივი მონიტორინგისა და შეფასებისთვის საჭირო რესურსების ხელმისაწვდომობას;
- არსებული (მუდმივად განახლებადი და გაუმჯობესებული) სისტემებისა და პროცედურების ხელმისაწვდომობას, პროგრამებისა და პროექტების მონიტორინგისა და შეფასების განსახორციელებლად;
- რომ პროგრამებისა და რესურსების განაწილების შესახებ გადაწყვეტილებების საფუძველს წარმოადგენდეს სამუშაოების შესრულებისა და საჭიროებების ანალიზი;
- „ჰერა XXI“-ის მმართველი ორგანოები, ყველა დონეზე, შესაბამისად იყვნენ ინფორმირებული ასოციაციის იმ კომპონენტების შესახებ, რაც მათ სჭირდებათ „ჰერა XXI“-ის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე მონიტორინგის საწარმოებლად და „ჰერა XXI“-ის მუშაობის შეფასებისა და მხარდაჭერისთვის;
- მონიტორინგისა და შეფასების პრაქტიკა შეესაბამება აკრედიტაციის სტანდარტებს, საჭიროებისამებრ.
გადასინჯვისა და დამტკიცების თარიღი: 2021 წ.