სწორი გადაწყვეტილების მიღება
ზრდასრულობის მნიშვნელოვანი მახალიათებელია ის, რომ შეძლო საღი აზროვნება და ამის მიხედვით სწორი გადაწყვეტილების მიღება. ფსიქოლოგები გვაძლევენ რამოდენიმე რჩევას, რომელიც დაგვეხმარება სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში.
ეს ნაბიჯებია:
★ გაითვალისწინეთ ყველა შესაძლებლობა;
– იქნებ არსებობს ისეთი ვარიანტებიც, რომლებზეც არც კი გვიფიქრია?
– განსხვავებული შესაძლებლობების დანახვაში შესაძლოა გარშემომყოფები დაგეხმარონ.
★ ფრთხილად განიხილე ამა თუ იმ ვარიანტის უარყოფითი მხარე და სარგებელი;
– ამ დროს საჭიროა გავითვალისწინოთ ყოველი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სხვების ან საკუთარი თავის მიმართ მიყენებული პოტენციური ზიანი.
★ მოიძიეთ სწორი ინფორმაცია, მიმართეთ თქვენთვის სანდო ადამიანებს;
★ მიიღეთ გააზრებული გადაწყვეტილება;
– უნდა გაითვალისწინოთ თქვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა სამომავლოდ იოლი იქნება თუ რთული.
★ საჭიროების შემთხვევაში ხელახლა განიხილეთ მიღებული გადაწყვეტილება;