სტრატეგიულ -თანამშრომლობითი შეხვედრა: ახალგაზრდობის პოლიტიკის მესამე ამოცანის ეფექტური იმპლემენტაცია
ასოციაცია „ჰერა ოცდაერთისა“ და ახალგაზრდობის სააგენტოს თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა საადვოკაციო-სტრატეგიული ხასიათის ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის სამოქმედო გეგმის, მესამე სტრატეგიული მიმართულების ამოცანებით განსაზღვრული საქმიანობის ეფექტური შესრულების ხელშეწყობას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივ ახალგაზრდულ სტრუქტურებში დასაქმებული პირები საქართველოს ათი მუნიციპალიტეტიდან.
აუდიტორიას მიეწოდა ინფორმაცია ორგანიზაციის საქმიანობისა და საკანონმდებლო და პოლიტიკური ჩარჩოს შესახებ ახალგაზრდების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მიმართულებით. აგრეთვე, ახალგაზრდობის სააგენტოს კვლევისა და ანალიზის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ქართლოს ქარუმიძემ ისაუბრა ახალგაზრდული სტრატეგიის შემუშავების პროცესის ძირითად ასპექტებსა და მუნიციპალიტეტების როლზე. დასასრულს, მონაწილეები გაეცვნენ ახალგაზრდული მეგობრული სერვისების საუკეთესო პრაქტიკებსა და გამოცდილებებს. ჰქონდათ შესაძლებლობა, განესაზღვრათ მუნიციპალიტეტის საჭიროებები, გამოწვევები და სამომავლო ღონისძიებები.