Search
Close this search box.

სექსუალური განათლების ჩემპიონთა სამუშაო შეხვედრა

სექსუალური განათლების ჩემპიონთა სამუშაო შეხვედრა

 სექსუალური განათლების ჩემპიონთა სამუშაო შეხვედრა
 

2019 წლის 16-18 ოქტომბერს, ასოციაცია “ჰერა XXI”-ს ბორდის წევრმა მაგდა კოსტავამ მონაწილეომა მიიღო ალბანეთში ქ.ტირანაში გამართულ სექსუალური განათლების ჩემპიონთა სამუშაო შეხვედრაში.

ქ.ნ მაგდამ წარადგინა ახალგაზრდების წინაშე მდგარი გამოწვევები და ისაუბრა იმ მნიშვნელოვან სტრატეგიებზე,მიდგომებზე რომელიც საჭიროებს დაუყონებლივ რეაგირებას. მისი თქმით – ,,სექსუალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობა არ უნდა იყოს პრივილეგია, ეს უფლება ყველასთვის უნდა იქნას რეალიზებული“. მან განიხილა საქართველოს მაგალითი და მონაწილეებს გაუზიარა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევებისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, რომ მასწავლებელთა და მშობელთა 96% გამოთქვამს მზადყოფნას ჩაერთოს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების პროცესში.

სამუშაო შეხვედრა ნაირობის სამიტის მოსაზმადებელ აქტივობას წარმოადგენდა და ფოკისირებული იყო ყოვლისმომცველი სექსუალური განათლების დანერგვის თვალსაზრისით არსებული პრობლემების და მათი გადაწყვეტის გზები იდენთიფიცირებისკენ.

💭ღონისძიებაზე მონაწილეებმა განიხილეს სახელმწიფოების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ახალგაზრდების როლი და პასუხისმგებლობები ყოვლისმომცველი სექსუალური განათლების დანერგვაში და ერთმანეთს არსებული გამოცდილება გაუზიარეს.

ღონისძიება ალბანეთის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და გაეროს მოსახლეობის ფონდის ორგანიზებით ჩატარდა. შეხვედრას ესწრებოდა რეგიონის 10 სხვადასხა ქვეყნის სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, მათ შორის ახალგაზრდა ლიდერები.