ასოციაცია “ჰერა XXI”-ში სტაჟირების მსურველი
უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
კვალიფიკაცია:
- ქართული ენის სრულფასოვანი ცოდნა;
- ინგლისური ენის სრულფასოვანი ცოდნა (გრამატიკული წერა);
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების, მათ შორის PowerPoint- ის სრულყოფილ ცოდნა;
- შეეძლოს ინტერნეტითა და ელექტრონულ ფოსტით სარგებლობა;
დამატებითი მოთხოვნები:
- აინტერესებდეს რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფერო;
- იყოს მონდომებული, ღრმად შეისწავლოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების სფერო;
- აინტერესებდეს არასამთავრობო სტუქტურის მენეჯმენტის შესწავლა და პროგრამების მართვა;
- ჰქონდეს სურვილი, განავითაროს ლიდერი-ს უნარ-ჩვევები;
- ჰქონდეს სურვილი, ისწავლოს ტოლერანტული დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ;
- ჰქონდეს სურვილი, ისწავლოს დამოუკიდებელი მუშაობა;
- ჰქონდეს სურვილი, ისწავლოს და განავითაროს ტრენერის უნარ-ჩვევები.
სააპლიკაციო პროცედურა:
- შერჩევის პირველ ეტაპზე სტაჟირების მსურველებმა უნდა გამოგზავნონ პირადი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ელ-ფოსტაზე: Association_hera@yahoo.com
- მეორე ეტაპზე გადასული აპლიკანტი უნდა გამოცხადდეs გასაუბრებაზე ასოციაცია “ჰერა XXI”-ში, წინასწარ შეთანხმებულ დროს.
რა სარგებელი ექნება სტაჟიორს ასოციაცია ჰერა XXI ში მუშაობით?
სტაჟირების პერიოდის წარმატებით გავლის შემთხვევაში:
- სტაჟირების პერიოდი ჩაეთვლება სამუშაო გამოცდილებად და მიეცემა დახასიათება, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე წარსადგენად;
- სტაჟირების პერიოდის წარმატებით გავლის შემთხვევაში მიეცემათ საშუალება დასაქმდნენ “ასოციაცია ჰერა XXI”-ში;
სამუშაო პირობები:
- სტაჟიორები იმუშავებენ “ასოციაცია ჰერა XXI”-ის ოფისში, მათთვის ხელსაყრელ წინასწარ შეთანხმებული გრაფიკით.