ასოციაცია “ჰერა XXI” აცხადებს აქტიური, მოტივირებული ახალგაზრდების მიღებას “ახალგაზრდულ ჯგუფში”

ასოციაცია “ჰერა XXI” აცხადებს აქტიური, მოტივირებული ახალგაზრდების მიღებას “ახალგაზრდულ ჯგუფში”

 ასოციაცია “ჰერა XXI” აცხადებს აქტიური, მოტივირებული ახალგაზრდების მიღებას “ახალგაზრდულ ჯგუფში”
 
 

📢 🔎 ასოციაცია “ჰერა XXI” აცხადებს კონკურსს ახალგაზრდულ ჯგუფებში აქტიური, მოტივირებული წევრების შესარჩევად

✅თუ ხარ 15-25 წლამდე,ცხოვრობ მითითებულ 👇
(📍ახალციხე;📍ქუთაისი;📍თბილისი;📍ხობი) ქალაქში/რეგიონში;
✅დაინტერესებული ხარ ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობითა და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხებით;
✅ხარ აქტიური,კრეატიული, მოტივირებული და გსურს დადებითი ცვლილებების მოხდენა შენს საზოგადოებაში ასოციაცია ,,ჰერა-XXI” გაძლევს შანსს აქტიურად ჩაერთო ახალგაზდრულ საქმიანობაში და გახდე ცვლილებების ინიციატორი.

🗓დაინტერესებულ ახალგაზრდებს გთხოვთ, შეავსოთ ფორმა👇 https://docs.google.com/…/1FAIpQLScgKXE9z5ae-NgZVp…/viewform

2020 წლის 27 მარტამდე.

🎯ახალგაზრდული ჯგუფის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნას, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებასა და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში აქტიურად ჩართვას.

👉🙌პროგრამის ფარგლებში შერჩეული აქტიური ახალგაზრდები ჩაერთვებიან ასოციაციის საქმიანობაში, სხვადასხვა ტიპის საინფორმაციო-საგანმანათლებლო თუ გასართობ-შემეცნებითი აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში.

🤳 შერჩეულ აპლიკანტებთან გასაუბრება ჩატარდება ელექტრონულად – სკაიპის საშუალებით

🙌✌ ასოციაცია “ჰერა XXI” გისურვებთ წარმატებებს !