Search
Close this search box.

რა ცვლილებებს განიცდიან გოგონები მომწიფებისას?

რა ცვლილებებს განიცდიან გოგონები მომწიფებისას?

🚺🚺 რა ცვლილებებს განიცდიან გოგონები მომწიფებისას?

გოგონების შემთხვევაში მომწიფება მერყეობს 8-13 წლამდე ასაკში. გოგონები, როგორც წესი, მომწიფებას 16-17 წლის ასაკში ასრულებენ, როდესაც მათი ძვლების ზრდა სრულდება.

სიმწიფესთან დაკავშირებული ფიზიკური ცვლილებები გოგონებში ძირითადად შემდეგი თანმიმდევრობით მიმდინარეობს:
• იწყება მკერდის ზრდა, ხშირად მხოლოდ ერთ მხარეს, სრულ განვითარებას დაახლოებით 2 წელი სჭირდება
• იზრდება თმა ბოქვენის მიდამოში
• სქელდება ვაგინის ზედაპირი
• იზრდება საშვილოსნო და საკვერცხე
• მკერდის ზრდის პროგრესირებიდან 2-3 წელიწადში იწყება პირველი მენსტრუალური სისხლდენა/მენარქი. (პირველ წლებში ბევრ გოგონას აქვს არარეგუალარული პერიოდები. ოვულაციის პროცესთან ერთად გოგონას აქვს დაორსულების შესაძლებლობა)
• იღლიის ქვეშ თმა იზრდება და იცვლება ოფლის სუნი
• საშო ვაგინალურად გამოყოფს გამონადენს (ეს გამონადენი ნორმალურია და დაკავშირებულია ნაყოფიერებასთან და მენსტრუაციასთან)
გოგონების ფიზიკური ძალაც იზრდება. მათი მენჯი და თეძო ფართოვდება, იზრდება ცხიმოვანი ქსოვილი და კანი ხდება უფრო ცხიმიანი, ფერისმჭამალების გაჩენის შანსი დიდია. ბიჭების მსგავსად მოწიფულობასთან ერთად იცვლება გოგონების ინტერესები და შეხედულებები. მენსტრუალურ ციკლამდე რამდენიმე დღით ადრე გოგონები მეტად მგრძნობიარენი არიან, როგორც წესი, განიცდიან სიამოვნების, მოწყენის, სიბრაზის ძლიერ გრძნობას.
მომწიფება ესაა სწრაფი ფიზიკური ზრდის ეტაპი, ასე რომ, სხეულზე ზრუნვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ახალგაზრდები მოზარდობისას ხშირად აწყდებიან გარკვეულ ჯანმრთელობის პრობლემებს, ისინი შეიძლება აღმოჩნდნენ ალკოჰოლისა და ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებული რისკების წინაშე. ამ დროს რეკომენდირებულია უსაფრთხო ვარჯიში და სწორი კვება.

არაფორმალური განათლების სახელმძღვანელო
”ყველაფერი ერთ სასწავლო კურსში”
ასოციაცია “ჰერა XXI”
ბმული: http://en.calameo.com/read/004110021da74f2aca868