რა ცვლილებებს განიცდიან ბიჭები მომწიფებისას?
ბიჭებში მოწიფულობა იწყება 10-13 წლის ასაკში, გოგონებისაგან განსხვავებით რამდენიმე წლით გვიან. ბიჭები, როგორც წესი, მომწიფებას გვიან თინეიჯერულ ასაკში და 20 წლის დასაწყისში ასრულებენ, როდესაც ძვლების ზრდა სრულდება.
სიმწიფესთან დაკავშირებული ფიზიკური ცვლილებები ძირითადად შემდეგი თანმიმდევრობით მიმდინარეობს:
სათესლეები და მამაკაცის სასქესო ასო იზრდება
• ბოქვენის მიდამოში თმა იწყებს ზრდას
• ხმა იცვლება/ბოხდება
• სათესლე პარკის გაზრდიდან ერთ წელიწადში მამაკაცი განიცდის ეაკულაციას (ასოდან თეთრი, რძისფერი სითხის გამოშვებას)
• იზრდება თმა იღლიის მიდამოში და ოფლის სუნი იცვლება
• სახეზე თმა ვითარდება
ბიჭებში აგრეთვე ვითარდება ფიზიკური ძალა და კუნთები იწყებს ზრდას. კანი უფრო ცხიმიანი ხდება, ფერისმჭამალების გაჩენის შანსი იზრდება. ბიჭების ნახევარი განიცდის დროებით ოდნავ მკერდის ზრდას, რაც ქრება ერთ ან ორ წელიწადში.
არაფორმალური განათლების სახელმძღვანელო
”ყველაფერი ერთ სასწავლო კურსში”
ასოციაცია “ჰერა XXI”
ბმული: http://en.calameo.com/read/004110021da74f2aca868