შესავალი
- „ჰერა XXI“-ი აღიარებს ადამიანის აქტივობის არასასურველ ზემოქმედებას გარემოზე და იღებს ვალდებულებას გაატაროს ზომები ზიანის თავიდან ასაცილებლად და იხელმძღვანელოს ეკომეგობრული პრინციპებითა და პრაქტიკით. „ჰერა XXI“-ი მოქმედებს საქართველოს გარემოსდაცვითი პოლიტიკის, პრაქტიკის, რეგულაციებისა და კანონმდებლობის შესაბამისად.
ეკომეგობრული პრაქტიკა
- „ჰერა XXI“-ი უზრუნველყოფს სამუშაო ადგილზე ეკომეგობრული პრაქტიკის განხორციელებას, შემდეგი ღონისძიებებით:
ა) საბეჭდი ქაღალდის გონივრული გამოყენება და დოკუმენტაციის ნაწილობრივ ელექტრონულ წარმოება, ქაღალდის მოხმარების შესამცირებლად;
ბ) ნარჩენების დახარისხება. მწვანე ყუთში ქაღალდის ნარჩენების შეგროვება, მისი მეორადი გადამუშავებისთვის;
გ) სამუშაო ადგილზე თამბაქოს მოხმარების შეზღუდვა;
დ) სამედიცინო ნარჩენების/ვადაგასული პროდუქტების განკარგვა სპეციალური წესით, ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად;
ე) ყოველდღიურ ოპერაციებში ბუნებრივი რესურსების მოხმარების შემცირება, მათ შორის წყლის, ქაღალდისა და ენერგიის.
დამტკიცების თარიღი: 2022 წ.