არასამთავრობო ორგანიზაცია „HERA XXI“ 1998 წლიდან აქტიურად მოღვაწეობს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების სფეროში, უზრუნველყოფს სექსუალურ და რეპოდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და სერვისებზე ხელმისაწვდომობას. ასოციაცია ”HERA XXI”-ის ინიციატივით, საქართველოში შესრულდა არაერთი ინოვაციური პროგრამა თუ პროექტი.
- ხელს უწყობს მოხალისეების, აქტივისტების, ახალგაზრდა ლიდერების ჩართულობას ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებსა თუ კამპანიებში
- ხელს უწყობს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ ფორმალურ და არაფორმალურ განათლებას
- უზრუნველყოფს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მაღალხარსხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობას
- მუშაობს ქვეყანაში სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების მიმართ სოციალური და ეკონომიკური და საკონონმდებლო/პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესებისა და მათ შორის ხელისუფლების მიერ საერთაშორისო ვალდებულებების იმპლემენტაციის ხელშეწყობის კუთხით
- მხარს უჭერს სათემო ჯგუფების ჩამოყალიბებას და განვითარებას
ასოციაცია “HERA XXI” არის მომავალ მშობელთა საერთაშორისო ფედერაციის (IPPF) წევრი ორგანიზაცია.