კონკურსი ტრენერის/ტრენერების შერჩევაზე

კონკურსი ტრენერის/ტრენერების შერჩევაზე 2 დღიანი ტრენინგისთვის, შემდეგ თემაზე: საკომუნიკაციო-ადვოკატირების კამპანიების დაგეგმვა და განხორცილება.

არასამთავრობო ორგანიზაცია ასოციაცია „ჰერა ოცდაერთი“ 1998 წლიდან აქტიურად მოღვაწეობს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების სფეროში. უზრუნველყოფს სექსუალურ და რეპოდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებთან დაკავშირებული ინფორმაციასა და სერვისებზე ხელმისაწვდომობას. ქვეყანაში სრჯუ საკითხების მიმართ ჯანსაღი გარემოს შექმნასა და დამკვიდრებას.

ასოციაცია „ჰერა ოცდაერთი“ აცხადებს კონკურსს პროექტის ,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ ფარგლებში ტრენერის შერჩევაზე ქვემოთ მითითებული სამუშაოს შესრულების მიზნით:

სამუშაოს აღწერილობა

ტრენინგის ჩატარება საკომუნიკაციო-ადვოკატირების კამპანიების დაგეგმვისა და განხორცილების შესახებ;

_ ტრენინგ მოდულის, პრე და პოსტ ტესტებისა და ჰენდაუთების მომზადება/შემუშავება და  ასოციაციისთვის წარდგენა;

-ტრენინგის თემატიკა: ეფექტური კომუნიკაციისა და ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვა, განხორცილება; თვალყურის დევნება(watchdog) ადვოკატირება და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიმღებებთან კომუნიკაცია.

ტრენინგები უნდა ჩატარდეს 2024 წლის მარტში; ხანგრძლივობა 2 სრული დღე.  

ტრენინგის ჩატარების ადგილი-ქ. გორი

სამიზნე აუდიტორია მოზარდ-ახალგაზრდები 14-24 წწ.

აკვალიფიკაციო მოთხოვნები

_ ტრენინგ მოდულების მომზადების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;

_ ტრენინგების ჩატარების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;

_ ახალგაზრდული მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;

-საკომუნიკაციო-ადვოკატირების კამპანიების დაგეგმვისა და სწავლების გამოცდილება.


პიროვნული მახასიათებლები

– პუნქტუალურობა;

– კომუნიკაბელურობა;

_ პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;


დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოგზავნეთ თქვენი რეზიუმე და პორტფოლიო 2024 წლის 10 მარტის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე: xxihera@gmail.com. გთხოვთ, სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

 

პროექტი ხორციელდება ასოციაცია ,,ჰერა ოცდაერთის“ მიერ, გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საერთაშორისო ქსელ YSAFE- ის მხარდაჭერით.