კონკურსის ფიზიკური ან იურიდიული პირის შერჩევაზე ანიმაციური ვიდეოების გახმოვანება-ადაპტირების მიზნით

არასამთავრობო ორგანიზაცია ასოციაცია „ჰერა ოცდაერთი“ 1998 წლიდან აქტიურად
მოღვაწეობს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების
სფეროში. უზრუნველყოფს სექსუალურ და რეპოდუქციულ ჯანმრთელობასა და
უფლებებთან დაკავშირებული ნფორმაციასა და სერვისებზე ხელმისაწვდომობას.
ქვეყანაში სრჯუ საკითხების მიმართ ჯანსაღი გარემოს შექმნასა და დამკვიდრებას.
ასოციაცია „ჰერა ოცდაერთი“ აცხადებს კონკურსს ფიზიკური პირის ან იურიდიული
პირის შერჩევაზე ქვემოთ მითითებული სამუშაოს შესრულების მიზნით:
სამუშაოს აღწერილობა
– ანიმაციური ფილმების ადაპტირება და გახმოვანება ქართულ, სომხურ და
აზერბაიჯანულ ენაზე რომელიც მოიცავს თარგმნას, ტიტრების დადებასა და
გახმოვანებას, მონტაჟს დამკვეთის მიერ მიწოდებული ინსტრუქციის და
გაიდლაინის თანახმად;
– ადაპტირებული ვიდეოებზე ჟესტური ენის დამატებას,
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
– აღნიშნულ რესურსების მომზადებაზე მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
– პორტფოლიო;
პიროვნული მახასიათებლები
– ინფორმაციის მოძიებისა და ანალიზის უნარი;
– დაკვირვებისა და დედუქციის უნარი;
– პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
– პუნქტუალურობა;
– კომუნიკაბელურობა;
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოგზავნეთ თქვენი რეზიუმე და
პორტფოლიო 2023 წლის 17 სექტემბრის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე:
xxihera@gmail.com. გთხოვთ, სათაურში მიუთითეთ კონკურსის დასახელება.