არასამთავრობო ორგანიზაცია ასოციაცია HERA XXI, რომელიც1998 წლიდან აქტიურად მოღვაწეობს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების სფეროში, აცხადებს კონკურსს ფიზიკური ან იურიდიული პირის შერჩევაზე ქვემოთ მითითებული სამუშაოს შესრულების მიზნით:
სამუშაოს აღწერილობა
– ანიმაციური ფილმების ადაპტირება და გახმოვანება უკრაინულ ენაზე რომელიც მოიცავს თარგმნას, ტიტრების დადებასა და გახმოვანებას, მონტაჟს დამკვეთის მიერ მიწოდებული ინსტრუქციის და გაიდლაინის თანახმად;
– ადაპტირებული ვიდეოებზე ჟესტური ენის დამატებას,
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
– აღნიშნულ რესურსების მომზადებაზე მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
– პორტფოლიო;
პიროვნული მახასიათებლები
– ინფორმაციის მოძიებისა და ანალიზის უნარი;
– დაკვირვებისა და დედუქციის უნარი;
– პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
– პუნქტუალურობა;
– კომუნიკაბელურობა;
შერჩევის დროს ყურადღება მიექცევა ხარისხს და ადეკვატურ ფასს.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოგზავნეთ თქვენი რეზიუმე და
პორტფოლიო 2025 წლის 11 აპრილის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე: xxihera@gmail.com. გთხოვთ, სათაურში მიუთითეთ კონკურსის დასახელება.