ვაკანსიები

Watchdog – ჟურნალისტი

 

ასოციაცია „ჰერა ოცდაერთი“ 1998 წლიდან აქტიურად მოღვაწეობს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების სფეროში. უზრუნველყოფს სექსუალურ და რეპოდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და სერვისებზე ხელმისაწვდომობას. ქვეყანაში სრჯუ საკითხების მიმართ ჯანსაღი გარემოს შექმნასა და დამკვიდრებას.

ასოციაცია „ჰერა ოცდაერთი“ აცხადებს ვაკანსიას ჟურნალისტის პოზიციაზე, რომელიც ჩაატარებს  Watchdog მონიტორინგს მედიაში მგრძნობიარე თემების გაშუქების შესახებ და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებისთვის შეიმუშავებს რეკომენდაციებს.

სამუშაოს აღწერილობა

  • მედიაში ქალთა უფლებების შესახებ პროცესების მონიტორინგი, მეთვალყურეობა/დაკვირვება (ე.წ. “watchdog” ფუნქცია) და ანგარიშების მომზადება;
  • სოციალურ და ბეჭდვით მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მოძიება, მონიტორინგი, ანალიზი და რეალურ დროში ანგარიშების მომზადება;
  • საინფორმაციო გამოშვებების, შოუების და სხვადასხვა გადაცემების მონიტორინგი, ანალიზი და რეალურ დროში ანგარიშების მომზადება;
  • რეგიონულ და ეროვნულ დონეზე ქალთა უფლებების რეალიზების მონიტორინგი და ანალიზი;
  • საინფორმაციო-სარეკომენდაციო ანგარიშების მომზადება;
  • სრჯუ საკითხების ეთიკურად გაშუქების სტანდარტის დარღვევის ფაქტებზე განცხადების მომზადება;
  • გენდერულად მგრძნობიარე ანალიტიკური სტატიების მომზადება;

 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკის მიმართულებით;
  • აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • გამოქვეყნებული სტატიების/რეპორტაჟების პორტფოლიო;
  • აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები

  • ინფორმაციის მოძიებისა და ანალიზის უნარი;
  • დაკვირვებისა და დედუქციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • კომუნიკაბელურობა;

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოგზავნეთ თქვენი რეზიუმე და

შესრულებული სტატიების/რეპორტაჟების პორტფოლიო 2021 წლის 25

აპრილის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე: xxihera@gmail.com. გთხოვთ,  სათაურში

მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.