თანასწორ-განმანათლებელთა შერჩევა

ასოციაცია ‘’HERA XXI” აცხადებს 2024 წლის თანასწორ-განმანათლებელთა შერჩევას!
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ორგანიზაციის მოხალისეებსა და აქტიურ წევრებს, 16-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს.
თუ ჯერ კიდევ არ ხარ ჩვენი მოხალისე, დარეგისტრირდი და მიიღე შესაძლებლობა გახდე თანასწორ-განმანათლებელი – https://bit.ly/3vBKdvc
თუ გაინტერესებს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების სფერო;
თუ გსურს შეიძინო ტრენერული უნარ-ჩვევები, გახდე თანასწორ-განმანათლებელი და გაუზიარო ცოდნა თანატოლებს;
მაშინ ეს შესაძლებლობა სწორედ შენთვისაა
პროექტში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში განაცხადის შევსება შესაძლებელია მოცემულ ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdLwVCO4uAYn8ANi4KmUrn_aH-LPB5xOeP30oyq8d6S2wE3Gg/viewform?usp=sf_link&fbclid=IwAR14fLW6L5oBFGl4pToFS0I2HPttwo0mT1CmLcgMxNviEs32NYjgc2-y8JE
განაცხადების მიღება გაგრძელდება 2024 წლის 7 მარტის ჩათვლით.